სასწრაფოდ :ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნით ავტომობილები გადაადგილდება, რომელსაც დიდი ალბათობით სამხედრო ტექნიკა გადააქვს

0
312

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნით ავტომობილები გადაადგილდება, რომელსაც დიდი ალბათობით სამხედრო ტექნიკა გადააქვს.

”ამ წუთებში, ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნებით სატვირთო ავტომობილები გადაადგილდება, რომლებსაც შეფუთული და უცხო თვალისთვის შენიღბული ტვირთი გადააქვთ. ვიზუალური დაკვირვებით და დიდი ალბათობით, ეს არის მძიმე მუხლუხოიანი ტექნიკა. სავარაუდოდ, სამხედრო დანიშნულების. ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა ზუსტად ერთი წუთის წინადგილიდან მივიღეთ.
პირველ რიგში, გვინდა მივმართოთ პრეზიდენტს და ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოიკვლიონ, თუ რა დანიშნულებისაა ეს ტვირთი. ჩვენი რამდენიმე მეგობარი, რომელიც ამ წუთებში იქ იმყოფება, გვეუბნება, რომ ეს უდიდესი ალბათობით, არის სამხედრო ტექნიკა. ხვალ არის უშიშროების საბჭოს სხდომა და ვფიქრობთ, აუცილებელია ამ საკითხის დაყენება.
ტვირთი სავარაუდოდ, სომხეთის საზღვრისკენ გადაადგილდება”.

წყარო: news.coa.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი