სასწრაფოდ!!! როგორ აზიანებენ მშობლები ბავშებს თავიანთი უპასუხისმგებლობით

0
299

შედეგი რატომ ვერ ვითარდება ქვეყანა საქართველოშია, ოჯახში ძალადობა ბავშებზე, დანაშაული, რომლითაც ბავშვებს ნელნელა ფსიქიკურად კლავთ, დანაშაული, რომელსაც ღმერთი არ პატიობს, არა კაც კლა.

რატომ უზიანებთ ბავშს ფსიქიკას ?

თუ ეს შეიმჩნება,  ყურაღებით წაიკითხეთ:

ეს არის სამეტყველო ტემპისა და რითმული ორგანიზაციის დარღვევა. ენა ბორძიკობა ძრითადად ვლინდება 2-დან 5 წლის ასაკამდე (სალაპარაკო მეტყველების ინტენსიური განვითარების პერიოდში)  გამოყოფენ ენა ბორძიკობის გამომწვევ მიზეზთა 2 ჯგუფს, 1)  მიდრეკილების  მქონე მიზეზთა  ჯგუფში  შედიან: ა) მშობელთა მძიმე ნერვიული მდგომარეობა. (ნერვიული, ინფექციური და სომატური ავადმყოფობები, რომლებიც ახდენენ ცსნ-ის დაზიანებას) ბ) თვით ბავშვის ნერვოპათოლოგიური მდგომარეობა… (ღამის შიშების,ემციური დაძაბულობა, ენურეზი, მომენტალური გაძიერებული გაღიზიანებადობა) გ) კონსტიტოციანოლური მიდრეკილება, მიდრეკილება ფსიქიკური ტრამვების მიმართ. დ) მემკვიდრეობით დატვირთვა (სამეტყველო აპარატის თანდაყოლილი სისუსტე, რომელიც შეიძლება გადაეცეს მემკვიდრეობით, როგორც რეცენსიური ნიშანი) 2)  მეორე ჯგუფი მაწარმოებლის მიზეზების ჯგუფში გამოყოფენ ფსიქიკურ და სოციალურ მიზეზებს: ა) ანატომიურ-ფიზიოლოგიური მიზეზები: ფიზიკური დაავადებები, რომლებიც იწვევს ენცეპალოფატიებს. ტრამვები მუცლადყოფნის პერიოდში ან სამშობიარო ტრამვა(ასფიქსია). ტვინის შერყევა, ტვინის ორგანული დაავადებები. ბატონები, მუცლის ჭია, ნერვუილი სისტემის გადაღლა. ბ) ხანმოკლე ერთჯერადი ტრამვა, (შეშინება) ხანგძლივად მოქმედი ფსიქიკური ტრამვა-ანუ ბავშვის არასწორი აღზრდა, რაც გულისხოსბ, განებივერბასაც, მუდმივ და გადაჭარბებულ სურვილს „სამაგალითო“ ბავშვის აღზრდისას) ხანგძლივი ფსიქიკური ნერვიული მდგომარეობა. ძლერი უეცარი ელდა, ან გადაჭარბებული სიხარული.. ენა ბორძიკის მქონეს დარღვეული აქვს მწყობრი და რიტმული თანმიმდევრობა.ხდება წარმოთქმის უნებლიე შეჩერება–შეფერხება. მეტყველების ამგვარ გართულებას იწვევს სამეტყველო აპარატის კუნთში წარმოქმნილი კრუნჩხვები., მათი ხანგძლივობა მერყეობს 2–დან – 12 წამამდე, მძიმე შემთხვევებში კი, 90 წმამადეც კი გვხვდება. სამეტყველო აპარატის კრუნჩხვები სხვადასხვა ფორმისაა: კლონური (ერთი და იმავე რიტმული მოძრაობის კრუნჩხვითი გამეორება პეპეპეპე პეპელა… დედედედედაა);   ტონური, (ხდება კუნთის უფრო ძლიერი და ხანგძლივი შეკუმშვა  პ~ეპელა; დ~ედა) შერეული. განასხვავებენ ენა ბორძიკობის  სამ ხარისხს: მსუბუქი ხარისხი – მჟღავნდება მხოლოდ აღგზნებულ სიტუაციაში ან რაიმე აზრის სწრაფად გადმოცემის სურვილის შემთხვევაში. საშუალო ხარისხი – მშვიდ, ნაცნობ სიტუაციაში საუბრობენ თავისუფლად,აქ იშვიათად მჟღავნდება მათი ნაკლი. ხოლო ემოციურ სიტუაციებში თავს იჩენს შესამჩნევი ენაბორძიკობა. მძიმე ხარისხის – გამუდმებით ენა ბორძიკობენ და მეტყველებას თან ახლავს უნებლიე მოძრაობები.     მიჩნეულია, რომ ენა ბორძიკობასთან  ბრძოლა გამოვლენისთანავე უნდა დაიწყოს. დასაწყის  სტადიაში ეს ფორმა ატარებს იოლ ხასაითს,მაგრამ თავიდან ოდნავ დაწყებული ენაბლუობა თანდათან რთულდება და რაც უფრო მეტი დრო გადის ენაბლუობის დაწყებიდან, მით მეტად ხდება მისი მეტყველებაში განმტკიცება და ბავშვის ფსიქიკის ჩათრევა, იგი ხელს უშლის ბავშვის კომუნიკაციურ ურთიერთობას და იწვევს გარკვეულ სირთულეებს სწავლაში.ენის ბორძიკს თითქმის ყოველთვის სდევს თან დაძაბულობა, შფოთვა და შიში მეტყველების დაწყების წინ. გამოკვლევა მიმდინარეობს  კომპლექსურად, მულტიდისციპლინარული ჯგუფის მიერ. დგება სამუშაო გეგმა ფორმის ხარისხისა და მდგომარეობის გათვალისწინებით.  პროფილაკტიკული მუშაობა ტარდება სწორი სამეტყველო ჩვევების, ანუ სამეტყველო მოტორიკის განვითარებაზე. სუნთქვისა და ხმის მოწესრიგებაზე. ამ პერიოდში ბავშვი ეჩვევა  სიტყვებში  ბგერებისა  და მარცვლების შერწყმულ წარმოთქმას. შემდეგ, ხდება მიღებული ჩვევების ავტომატიზაციაზე მუშაობა. ყურადღება ექცევა არა მარტო წარმოთქმის გარეგან ფორმას არამედ შინაარსსაც.  ხორციელდება ინტენსიური მუშაობა დამოუკიდებელ მეტყველებაზე და მიღებული ჩვევების პრაქტიკაში გამოყენებაზე. სუნთქვითი და ხმის განვითარების ვარჯიშების შემდეგ, მუშაობა გადადის მიბაძვით მეტყველებაზე. ასევე წარმატებით გამოიყენება რიტმული ვარჯიშები–ლოგორიტმიკის მიზანია წარმოთქმა დაუკავშიროს სხეულის რიტმულ მოძრაობას, ირთვება მუსიკა, ბავშვის ყურადღება გადადის მეტყველებიდან მუსიკაზე ეს აადვილებს საჭირო ფრაზების წარმოთქმას. თანდათან ხდება ჩვეულებრივ, სასაუბრო მეტყველებაზე გადასვლა. საყურადრებოა ის ფაქტი, რომ ლოგოპედიური მუშაობის დაწყების პირველ ხანებში ენა ბორძიკების უმეტესობას სწრაფად ეწყებათ მდგომარეობის გაუმჯობესება– მაგრამ, ძირითად შემთხვევებში, ეს წარმატება დროებითია ხოლმე, რადგან ახლად მიღებული სამეტყველო ჩვევები ჯერ არამყარია და შემდეგ, რაიმე გარე პირობების ან შინაგანი აღელვების ნიადაგზე ხდება ისევ მდგომარეობის დამძიმება. იმისათის, რომ მიღწეული იქნას შედეგი, აუცილებელია სისტემატიური მუშაობა საკუთარ თავზე; დაწყებული მუშაობის ბოლომდე მიყვანა და ლოგოპედიურ კაბინეტში მიღებული ჩვევბის პრაქტიკაში გამოყენება. და ბოლოს ,პროფილაკტიკა… მშობლებმა უნდა იცოდნენ ბავშვის ასაკობრივი სამეტყველო შესაძლებლობები!!! თითქმის ყველა ბგერის სწორი წარმოთქმა ბავშვს 4 წლის ასაკიდან შეუძლია, როდესაც სამეტყველო აპარატი სრულად ჩამოყალიბებული და შედარებით ძლიერია. ამიტომ არ შეიძლება ბავშვებს პატარა ასკში  მოვთხოვოთ რთული ბგერათკომპლექსების სწორად გამოთქმა, აზრობრივად მათთვის ძნელად გასაგები ლექსებისა თუ მოთხრობების დასწავლა და მოყოლა!!! გახსოვდეთ– 3 ლიტრიან ქილაში 5 ლიტრი წყალი არ ჩადის!!! დაუშვებელია 2–დან 5 წლამდე ბავშვების ემოციური გადაძაბვა, როგორც დადებითი ისე უარყოფითი ემოციებით, დიდხანს ჯდომა კომპიუტერთან, არაასაკობრივი გადაცემების ყურება ტელევიზიით. გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი, მისი ბუნება, მგრძნობელობა გარე ფაქტორების მიმართ. უკითხეთ მათ ის ზღაპრები, ლექსები და მიოთხრობები, რომლებიც მათი ასაკისთვისაა გათვალისწიენბული, მოაყოლეთ მარტივად, დაეხმარეთ ახალი სიტყვების გააზრებასა და ათვისებაში. ბავშვის მეტყველების მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს დაძაბული სიტუაცია ოჯახის წევრებს შორის. მუდმივი კონფლიქტები. თუ ბავშვს დაეწყო ენის ბორძიკი არ გაუბრაზდეთ, არ უძახოთ „ილაპარაკე ნორმალურად!“ გახსოვდეთ – ეს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხდება. აუცილებლად, დროულად,  მიმართეთ სპეციალისტს.

ხშირად დასმული კითხვები

_ ენის ბორძიკი დაავადებაა?
_ ენის ბორძიკი დაავადება არ არის, იგი სიმპტომია.
არსებობს მეტყველების ფორმირების პერიოდში, ბავშვობის ასაკში _ 2-5 წლამდე აღმოცენებული, გაცილებით გავრცელებული და მოგვიანებითი პერიოდის, შეძენილი, ნეიროგენული (ვითარდება თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ან პათოლოგიის შედეგად) ენის ბორძიკი.
ენის ბორძიკის, როგორც სიმპტომის არსებობაზე მეტყველებს ის რამდენიმე სახის ცვლილება, რომელიც მებორძიკე ადამიანის თავის ტვინშია აღმოჩენილი:
1. შეცვლილია ტვინის ზოგიერთი უბნის (მეტყველებაზე პასუხისმგებელი ბროკისა და ვერნიკის) მიკროსტრუქტურა.
2. შეცვლილია ამავე ზონების ფუნქციური აქტივობა _ მეტყველებისას იმატებს მარჯვენა ნახევარსფეროს უბნების აქტივობა.
ყველაფერი იმის საფუძველს იძლევა, ვაღიაროთ, რომ ენის ბორძიკი არა შეძენილი, არასწორი ჩვევაა, როგორც ადრე ფიქრობდნენ, არამედ თავის ტვინში გარკვეულ დარღვევაზე მიმანიშნებელი სიმპტომი.

_ განკურნებადია თუ არა ენის ბორძიკი?
_ ბავშვები. 50-80% ბავშვებისა სქესობრივი სიმწიფის დადგომამდე სრულად ინკურნებიან, თუმცა გასაგებია, რომ ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის სპეციალურ კორექციას, გამორიცხული არც სპონტანური განკურნებაა.

მოზრდილები. მათთვის ენის ბორძიკის მკურნალობა გაცილებით რთულია, გარდა ამისა, მოზრდილებში წარმატებული მკურნალობის შემდგომ ხშირია რეციდივები (გამეორება).
მოზრდილებში სტაბილური შედეგის მომტანი მეტყველების კონტროლია, იმ მექანიზმების სრული და თავისუფალი გამოყენება, რომელიც ადამიანს ლაღად, თავისუფლად და ყოველგვარი პრობლემების გარეშე საუბრის საშუალებას აძლევს.
დღეისთვის არ არსებობს მეთოდიკა, რომელიც მოზრდილ ადამიანს ენის ბორძიკისგან სრულად განკურნების გარანტიას მისცემდეს, თუმცა გარკვეული შრომისა და გარჯის შედეგად, ნებისმიერი ტიპის, სიმძიმის ფორმის პაციენტს შეუძლია მეტყველების სრულად მართვასა და გაკონტროლებას დაეუფლოს.

_ ჩემს შვილს ენა ებმის, როგორ მოვიქცე?
_ როგორც კი პატარას ენის ბორძიკის პირველივე ნიშნები აღმოაჩნდება, აუცილებელია სპეციალისტებს მიმართოთ: ნევროპათოლოგს და ლოგოპედს. განუხრელად შეასრულოთ მათი რეკომენდაციები. რაც უფრო სწრაფად მიაკითხავთ კვალიფიციურ დახმარებისთვის სპეციალისტს, მით მაღალია პრობლემის სრულად მოგვარების ალბათობა.
ბავშვთა ასაკში განკურნების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და იგი 80 %-ს აღწევს.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი კრიტერიუმები იმის წინასწარ განსაზღვრისთვის, განიკურნება ბავშვი ბავშვობაში, თუ ეს პრობლემა მოზრდილ ასაკშიც შეახსენებს თავს.

_ როგორ ვუმკურნალოთ ენის ბორძიკს მოზრდილებმა?
_ ძირითადი მიდგომა _ მეტყველების მანერის შეგნებული ცვლილებაა, რაც 2 ძირითადი ტიპის მეთოდით მიიღწევა:
1. ნორმალური მეტყველების ფორმირება _ მიზანია, პირველ ეტაპზე მეტყველების ტემპის შემცირება, დიაფრაგმული სუნთქვის დაყენება, სამეტყველო კუნთების მოდუნება, “რბილი სტარტი”, ხმოვნების გაწელვა და ა.შ.
რის შედეგადაც პაციენტები იწყებენ მონოტონურ, ნელ მეტყველებას ყოველგვარი ბორძიკების გარეშე.
მუშაობის მეორე ეტაპზე ხდება მეტყველების ტემპის თანდათანობითი მომატება, ინტონირების გაზრდა და ბუნებრივად მეტყველება.
2. ენის ბორძიკის ხასიათის შეცვლა _ მისი მიზანია, ენის ბორძიკის ხარისხის შემცირება, მეტყველებისას შიშისა და მღელვარების ფონის ლიკვიდაცია, ეს იმ პაციენტებთან მიმართებაში გამოიყენება, რომლებშიც ნორმალური მეტყველების მიღწევა შეუძლებელია.

დამატებით მეთოდებად გამოიყენება:
1. სამკურნალო მედიკამენტები: დამამშვიდებლები, ანტიდეპრესანტები, მიორელაქსანტები, დოფამინის ანტაგონისტები;
2. ფიზიოთერაპია: ელექტროძილი, ელექტროფორეზი, მასაჟი;
3. ფსიქოთერაპიული მკურნალობა: ჰიპნოზი, აუტოგენური ვარჯიში;
4. ფსიქოლოგიური დახმარება: ნეგატიური ემოციების დათრგუნვა, რომელიც მეტყველებას უკავშირდება, მეტყველების დეფექტისადმი დამოკიდებულების შეცვლა.

_ რამდენად ეფექტიანი ენის ბორძიკის მკურნალობა ელექტრონულ მოწყობილობათა დახმარებით?
_ უკანსკნელ წლებში პრობლემის დასაძლევად საკმაოდ ხშირად გამოიყენება ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც ორი ტიპისაა.
1. ელექტრონული მოწყობილობები,
2. მეტრონიმის ტიპის მოწყობილობები.
ელექტრონული მოწყობილობები ცვლიან საკუთარი მეტყველების აღქმას.
მოწყობილობა კომპაქტურია, წარმოადგენს პატარა ყუთს მიკროფონითა და ყურსასმენებით, ან წააგავს სასმენ აპარატს, რომელიც დგება ერთ რომელიმე ყურში და გარეგნულად შეუმჩნეველია.
მებორძიკე ლაპარაკობს მიკროფონში, ან მის გარეშე, ხმა კი მოწყობილობაში გარდაიქმნება და ყურსასმენში პაციენტი საკუთარ ხმოვანებაშეცვლილ მეტყველებას ისმენს, ან ნორმალური ხმიანობით, ოღონდ მცირე პაუზით.
სპეციალისტთა აზრი, ელექტრონულ მოწყობილობათა გამოყენებასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანია. შემქმნელები მათ შესახებ როგორც პანაცეის თაობაზე, ისე საუბრობენ, თუმცა პაციენტების ნაწილი გამოყენების შემდგომ დისკომფორტსა და თავის ტკივილს უჩივის. ნაწილში ვითარდება “მიჩვევის სინდრომი” _ გარკვეული პერიოდის შემდგომ ისინი პაციენტს ვეღარ ეხმარებიან.
პაციენტი ნორმალურად საუბრობს, როდესაც მოწყობილობა ჩართულია, მისი გამორთვის შემდგომ, იგი პირვანდელ მეტყველებას უბრუნდება, ანუ ეს მოწყობილობანი მეტყველების კორექციას არ ითვალისწინებენ და მათი მუდმივი გამოყენებაა საჭირო.
ამგვარი მოწყობილობანი მიზანშეწონილია მხოლოდ განსაკუთრებული, მძიმე ფორმის შემთხვევაში, როდესაც პაციენტს ყველა საკორექციო მეთოდი პრაქტიკულად უშედეგოდ აქვს გამოცდილი.

2. მეტრონომის ტიპის მოწყობილობები, პაციენტს მეტყველების სწორ რიტმზე აწყობასა და მის შენარჩუნებაში ეხმარებიან.

_ რამდენად ხშირია ენის ბორძიკი?
_ მსოფლიოში სკოლამდელი ასაკის 5%-ს ებმის ენა, სასკოლო ასაკის _ 1,2%-ს და მოზრდილი მოსახლეობის _ 1%-ს, ანუ საშუალოდ მსოფლიოს 6-7%-სთვის ეს პრობლემა ნაცნობია.
მამაკაცებს ქალებზე 3-4-ჯერ მეტად ებმით ენა, ისინი პაციენტების 80%-ს შეადგენენ.

_ ენა მებმის, რამდენად დიდია ალბათობა, რომ პრობლემა ჩემს შვილსაც შეეხება, ანუ გადაეცემა თუ არა, ენის ბორძიკი მემკვიდრეობით?
_ მემკვიდრეობით გადაცემა არა ენის ბორძიკი, არამედ მისადმი წინასწარიგანწყობა.
თუ ბავშვის რომელიმე მშობელს ენა ებმის, რა თქმა უნდა, გარკვეული შანსი იმისა, რომ პრობლემა ბავშვსაც ექნება, გაცილებით მაღალია.
თუ მხოლოდ ერთ მშობელს ებმის ენა, ეს 10-35%-ია, ხოლო თუ ორივეს _ მაშინ ალბათობა 40-50%-მდე იზრდება.
უკანასკნელს პერიოდში მიმდინარეობს სერიოზული სამუშაოები ენის ბორძიკის გამომწვევი გენის გამოსავლენად.

_ რა იწვევს ენის ბორძიკს?
_ ზუსტი პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ენის დაბმა კონკრეტულ ადამიანში, ზოგჯერ შეუძლებელიც კია, რადგანაც პრობლემის ბუნება ბოლომდე შეუსწავლელი და დაუდგენელია.
გარდა ამისა, არსებობს პათოლოგიის საკმაოდ მრავალი ფორმა, რომელთაც აბსოლუტურად განსხვავებული მიზეზები გააჩნიათ, ანუ ზოგადი მიზეზების დადგენა ძნელია.
ყველაზე უპრიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ იგი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით გამოწვეული პათოლოგიაა, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანია: მემკვიდრეობა, სოციალური გარემო, სტრესი, შიში, ფსიქიური ტრავმა, ნერვული სისტემის დაავადებები.

_ არსებობს თუ არა ენის ბორძიკის სამკურნალო მედიკამენტები?
_ დღეისთვის არ არსებობს პრეპარატი, რომელიც სახელდობრ ენის ბორძიკის სამკურნალოდ გამოიყენებოდეს.
არსებობს პრეპარატები, რომლებიც მას ამცირებენ.
ასეთებია დოფამინის ანტაგონისტები: ჰალოპერიდოლი, რისპერიდონი, ოლანზაპინი _ ისინი ენის ბორძიკს 30-50%-ით ამცირებენ, ამასთან გააჩნიათ სერიოზული გვერდითი ეფექტებიც, რის გამოც ისინი უკანსაკნელ ხანს პრობლემის სამკურნალოდ პრქტიკულად აღარ გამოიყენებიან.
ენის ბორძიკის შემცირება შეუძლიათ ზოგიერთ ანტიდეპრესანტს, დამამშვიდებელ საშუალებებს და ანტისპაზმურ პრეპარატებს, მათაც გააჩნიათ გვერდითი ეფექტები და არც ისე სტაბილური შედეგი.
დღეისთვის კლინიკურ გამოცდას გადის ახალი პრეპარატი _ ფაგოკლონი, რომელიც ასევე იწვევს ენის ბორძიკის მნიშვნელოვან შემცირებას, თუმცა მის მიერ გამოწვეულ გვერდით ეფექტებს შორის უკვე აღმოჩნდა: ჭარბი წონის დაგროვება და სისხლში შაქრის კონცენტრაციის მატების სტიმულაცია.

_ რამდენად რეალურია ენის ბორძიკის მკურნალობა შამანი, ექსტრასენსი, ექიმბაში და სახალხო მკურნალის მიერ?
_ თუ ადვილად შთაგონებადი ადამიანი ბრძანდებით, ამასთან კონკრეტული “მშველელის” ძლიერი რწმენა გაქვთ, მასთან “მკურნალობის სეანსი”, შესაძლოა მართლაც იყოს ხანმოკლე შედეგის მომტანი.

_ შეიძლება თუ არა, ენის ბორძიკის განკურნება ელექტროშოკით, ჰიპნოზით ან აკუპუნქტურით?
_ თანამედროვე მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ფიზიოთერაპიული პროცედურები, რომლებიც ელექტრული დენის მოქმედებას ეფუძნება და მათ შორის, ენის ბორძიკის მკურნალობაშიც (დაბალი სიხშირისა და ძალის დენით სამეტყველო კუნთების მოდუნება), მაგრამ მათი მოქმედება არსებითად განსხვავდება ელექტროშოკისგან.
ჰიპნოზი გამოიყენება, როგორც ფსიქოთერაპიის შემადგენელი ნაწილი, თუმცა, ცალკე აღებული სამკურნალო მეთოდი, ნაკლებეფექტიანია.
დასაბუთებული კვლევები აკუპუნქტურის დახმარებით, ენის ბორძიკის განკურნების თაობაზე, არ არსებობს, თუმცა გარკვეულ რეფლექსოგენურ ზონებზე მოქმედებით, ნამდვილად შესაძლებელია დადებითი შედეგის სტიმულაცია.

_ არსებობს თუ არა, ენის ბორძიკის განკურნების ფიტოთერაპიული საშუალებები?
_ სამწუხაროდ, დღეისთვის არ არსებობს რომელიმე სამკურნალო მცენარე, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას შეძლებდა. თუმცა, ცნობილია საკმაოდ ბევრი დამამშვიდებელი, რელაქსაციური თვისების მქონე მცენარეთა ნაყენი, რომლებიც ამშვიდებენ ნერვულ სისტემას და ამ გზით დადებით გავლენას ახდენენ იმ პაციენტებზე, რომლებსაც ენის ბორძიკი გაღიზიანების ან ნერვული ფონის მომატების შემთხვევაში ეწყებათ.

_ რამდენი დროა საჭირო ენის ბორძიკისგან თავის დასაღწევად?
_ ამას საკმაოდ ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს: შერჩეული მკურნალობის მეთოდი, პაციენტის ასაკი, ენის ბორძიკის ხასიათი და ფორმა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რომელიც საშუალოდ რამდენიმე თვიდან _ წლამდე გრძელდება.

 

წყარო: kids.ge

logodoctor.ge

 

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი