სასწრაფოდ!!! საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

0
212

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შავი ზღვის სანაპირო ზოლზე უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით მოსახლეობას აფრთხილებს და კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ სანაპირო ზოლზე არსებულ ბანერებს და ამკრძალავ ზოლებს, არ გაცდნენ მაშველთა პატრულირების არეალს და არ შევიდნენ წყალში ნასვამ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე.

ასევე, ყურადღება მიაქციონ ბავშვებს და მოზარდებს, კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს.

ასევე, თავი შეიკავონ წყალში შესვლისგან იქ, სადაც არ არის მოწყობილი სანაპირო ზოლი, არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი და ამკრძალავი ნიშნები და არ არის შექმნილი პირობები უსაფრთხო ცურვისთვის.

შავ ზღვაში დღეს 5-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. მაშველებმა, ბათუმის სანაპიროსთან ზღვაში 14 ადამიანი გადაარჩინეს, რომელთა შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ორი კი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირი იყო.

სააგენტოს ცნობით, გრძელდება 45 წლის კაცის სამძებრო სამუშაოები, რომელიც 2 დღის წინ, სავარაუდოდ, ზღვაში დაიკარგა.

არსებული ინფორმაციით, საშტორმო მდგომარეობის გაუქმებას ზეგიდან ვარაუდობენ.

წყარო: mpress.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი