სასწრაფოდ!!! საქართველოს დაშლის გეგმა – რას უშლის სამეგრელო ?

8
3276

ცნობილია, რომ ევრაზიული კავშირის იდეის მამის, ალექსანდრ დუგინის, აზრით, ოსებსა და აფხაზებს მეგრელებიც მიჰყვებიან და საქართველოს შემადგენლობიდან გავლენ. ისიც ცნობილია, რომ ჩრდილოური სპეცსამსახურები აქტიურად ამუშავებენ მეგრული და სვანური სეპარატიზმის იდეას სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით, აფხაზი სეპარატისტების მონაწილეობით (თითქოს აფხაზეთიდან დევნილების 99,99 პროცენტი სწორედ მეგრული წარმოშობის ქართველი არ ყოფილიყოს). რატომ ხარჯავენ დროს ამ უტოპიური აზრების გავრცელებისთვის, ვის ყურებზეა გათვლილი მეგრელთა და სვანების არაქართველობის ვერსია და არის თუ არა იოტისოდენად პერსპექტიული მაინც? – ამ კითხვებზე პასუხის მიღებას პოლიტიკური პარტია „ევრაზიის“ აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელ და გეოპოლიტიკური ექსპერტიზის ცენტრის დირექტორისა და ალექსანდრ დუგინის მარჯვენა ხელისგან, ვალერი კოროვინისგან შევეცდებით.

 

– ბატონი დუგინი გამოთქვამს მოსაზრებას, აფხაზებსა და ოსებს მიჰყვებიან მეგრელებიცო. ვფიქრობ, თქვენ ეთანხმებით მას. რა გაძლევთ ასეთი დასკვნის გაკეთებისა და მეგრელების, როგორც არაქართველების, აფხაზ და ოს სეპარატისტებთან ერთ კონტექსტში მოაზრების საფუძველს?

– ასეთი მსჯელობის საფუძველი არის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქართული ნაციონალური სახელმწიფოს შექმნის პროექტის გაგრძელება. სანამ საქართველოს ხელისუფლება დაიჟინებს, რომ საქართველო არის სახელმწიფო-ნაცია და მიჰყვება სახელმწიფოს მშენებლობის ამ ევროპულ კონცეფციას, ის ერთი მეორის მიყოლებით დაკარგავს ტერიტორიებს. რადგან ნაციონალური სახელმწიფოს მშენებლობა გულისხმობს უნიფიკაციას და სოციალურ ჰომოგენიზაციას. ეს პროცესი ყველგან და ყოველთვის, უპირველესად, ევროპაში დაკავშირებული იყო ისეთ მოვლენასთან, როგორიცაა ეთნოციდი. რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია იდენტურობასთან. რომელიც, ჩემი აზრით, ნებისმიერი ადამიანისთვის არის მთავარი ღირებულება. იდენტურობა არის თითოეული ადამიანის არსებობის საზრისი, იდენტურობის დაკარგვა იმდენად მტკივნეული პროცესია, რომ ადამიანი მზადაა ნებისმიერი მსხვერპლისთვის ამის თავიდან ასაცილებლად. ქართული ნაციონალური სახელმწიფოს მშენებლობის პროექტი უკავშირდება საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსის გათქვეფას ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაში. ევროპაში ნაციონალური სახელმწიფოების შექმნას დასჭირდა 200-300 წელი, მაგრამ არა 20-30 წელი, რასაც ჩვენ ვხედავთ პოსტსაბჭოთა სივრცეში და, მათ შორის, საქართველოში.

– დღევანდელი აფხაზები და მით უმეტეს, ოსები ქართველები არ არიან, მეგრელები მანამდეც კი, სანამ რუსეთი საერთოდ კავკასიაში გამოჩნდებოდა, თავს მიიჩნევდნენ ქართველებად, ისევე, როგორც ქართლელები, კახელები, სვანები, გურულები, რაჭველები… მათ არავინ აიძულებს გაქართველებას. ისინი უბრალოდ ქართველები არიან. თქვენ რატომ წუხდებით მათ ბედზე, როდესაც მათ არ აწუხებთ ეს პრობლემა?

– თქვენს კითხვაში არის შინაგანი წინააღმდეგობა. მეგრელები არ არიან იმის წინააღმდეგნი, რომ იყვნენ ქართველები. თქვენ ჩამოთვალეთ რამდენიმე ეთნიკური ჯგუფი…

– მე ყველა ქართველურ ჯგუფს ვგულისხმობდი, უბრალოდ ყველა არ ჩამომითვლია.

– ანუ საქართველო პოლიეთნიკურია, ის შედგება მრავალი ეთნოსისგან. რა არის ქართველი? ეს არის პოლიეთნიკური ხალხი, ისევე, როგორც რუსები, რომელმაც მოახდინა სხვადასხვა ეთნოსის ინტეგრირება.

– ყველა ხალხი ასე ჩამოყალიბდა თავის დროზე.

– ყველა არა, მაგრამ უმეტესობა. ქართველობა არის კოლექტიური იდენტურობა. მაგრამ, თუ ადამიანი ამბობს, რომ მეგრელია, ესე იგი, ის მეგრელია; თუ ადამიანი ამბობს, რომ ქართველია, ის ქართველია, მას არ შეუძლია, იყოს ერთდროულად ქართველიც და მეგრელიც. მას შეუძლია თქვას, რომ ის მეგრელია ქართული ფესვებით, ან, ვთქვათ, რუსი კავკასიური ფესვებით, მაგრამ, თუ ადამიანი ამბობს, რომ ვარ მეგრელი, ესე იგი, ის არის არაქართველი, ანუ მეგრელი. ქართველი ხდება მაშინ, როდესაც ქართველობას აღიარებს დომინირებულად და უარს ამბობს მეგრულ იდენტობაზე. ის მაშინ ნებაყოფლობით ხდება ქართველი. მაგრამ, სანამ ადამიანები საქართველოს ტერიტორიაზე ამტკიცებენ, რომ არიან მეგრელები, ისინი რჩებიან ამ ტრადიციულ ეთნოსად.

– თქვენ იცნობთ პირადად ასეთ ადამიანებს და რამდენი გეგულებათ საქართველოში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არიან მეგრელები და არ არიან ქართველები?

– ეს არ არის მნიშვნელოვანი.

– როგორ არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

– პოლიეთნიკური ქართველები კოლექტიური სუბიექტია, აი, ნაციონალური სახელმწიფო საქართველოს კი ეს ხალხი გადაჰყავს სამოქალაქო საზოგადოებაში და ქართული პოლიტიკური ნაციის ნაწილი ხდება არა მხოლოდ ქართველი.

– რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეა ყველა, ვინც ფლობს მის მოქალაქეობას.

– ვინც მიიღო ქართული პასპორტი, ის უკვე საქართველოს მოქალაქეა, ის ეკუთვნის ქართულ ნაციონალურ სახელმწიფოს, ანუ არის ქართული პოლიტიკური ნაციის ნაწილი. ამიტომ ქართული პოლიტიკური ნაცია არ არის იგივე, რაც ქართველი ხალხი. ქართული ნაციონალური სახელმწიფო არის სამოქალაქო საზოგადოება, სადაც იდენტობასა და წარმოშობას არ აქვს მნიშვნელობა. ეს პროცესი ევროპაში თანმიმდევრულად ხდებოდა: ეთნოსები ჯერ იქცნენ ხალხად, შემდეგ ხალხები შეერწყნენ ერთმანეთს იმპერიებში, ბოლოს იმპერიები დაიშალნენ ნაციონალურ სახელმწიფოებად. ახლანდელ საქართველოში კი ტრადიციული ეთნოსები, ქართველი ხალხი და ქართული ნაციონალური სახელმწიფო თანაარსებობენ, რაც განსაზღვრავს ამ კონსტრუქციის არამდგრადობას.

– არამდგრადი რატომაა?

– საქართველოს ყველა მოქალაქეს ეუბნებიან, რომ ისინი ქართველები არიან.

– არა, მათ ეუბნებიან, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და ისინიც ამას ეთანხმებიან.

– არა, მათ ეუბნებიან: ისინი ცხოვრობენ ქართულ ნაციონალურ სახელმწიფოში, ამიტომ ისინი უნდა გაქართველდნენ.

– საიდან მოიტანეთ? ყველას აქვს თავისი კულტურული და რელიგიური წესები და დღესასწაულები.

– ეს არის ნაციონალური სახელმწიფოს არსებობის პირობა, მაგრამ, თუ თქვენ ლაპარაკობთ მათი იდენტობის შენარჩუნებაზე, ეს სახელმწიფო-ნაცია კი არა, სახელმწიფო-იმპერიაა, რომელიც გულისხმობს სტრატეგიულ მრავალფეროვნებას.

რა მნიშვნელობა აქვს, რას დავარქმევთ, მთავარია, ადამიანების უფლებები არ ირღვევა.

– როგორ არ ირღვევა, როდესაც ისინი, როგორც სუბიექტები, არ არსებობენ?!

– როგორ არ არსებობენ?! ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, აქვთ კულტურული, რელიგიური ცენტრები.

– რომელ ნორმატიულ დოკუმენტში წერია, რომ მეგრელებსა თუ სხვა ხალხებს აქვთ განსხვავებული იურიდიული სტატუსი?

– მეგრელებს რა განსხვავებული იურიდიული სტატუსი უნდა ჰქონდეთ?! ანუ მეგრელი და სომეხი, მეგრელი და რუსი, მეგრელი და ფრანგი ეს ერთი და იგივე გგონიათ?!

– მათ არ აქვთ იურიდიული სტატუსი, ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები.

– მეგრელებს არანაირი სტატუსი არ უნდათ, ეს თქვენ ამბობთ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ სტატუსი.

– თქვენ გადაწყვიტეთ, რომ მათ არ უნდათ სტატუსი.

– არა, ეს მათ გადაწყვიტეს.

– როდესაც სახელმწიფო ამბობს, რომ თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქეები და არანაირი მეგრელები არ არსებობენ იურიდიულად, ის ახორციელებს ნაციონალური სახელმწიფოს პროექტს. თქვენ შეგიძლიათ, რამდენიც გინდათ, მიმტკიცოთ, რომ მეგრელებს არ უნდათ იყვნენ მეგრელები.

– მე არ გიმტკიცებთ, მე ფაქტს გეუბნებით.

– მაგრამ ეს ნიშნავს მეგრელების ძალისმიერ გაქართველებას, რაც მათ არ უნდათ, თუნდაც, ამის შესახებ ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ. თუ სახელმწიფო დაიჟინებს, რომ მეგრელები უნდა გაქართველდნენ, ეს სივრცე გამოვა საქართველოს შემადგენლობიდან.

– ყოფილხართ სამეგრელოში, გისაუბრიათ იქაურებთან?

– მე კოსმოსშიც არ ვყოფილვარ. არც კოსმოსის მკვლევარები ყოფილან კოსმოსში.

– კოსმოსი ერთია, მაგრამ ცოცხალი ადამიანები – მეორე.

– მე ვმსჯელობ ეთნოსოციოლოგიური ლოგიკით. ვაანალიზებ ვითარებას.

– არაქართველებს, როგორც წესი, არ ესმით, რომ, ვთქვათ, მე ვარ ქართლელი, ჩემი მეგობარი – გურული, მეორე მეგობარი – სვანი, მაგრამ ჩვენ ყველანი ვართ ქართველები. ეს მოცემულობა ერთდროულადაა ჩვენს ცნობიერებაში. შესაძლოა, რთული აღსაქმელია სხვისთვის, მაგრამ ქართველი იმიტომ ვარ, რომ ვარ, ვთქვათ, გურული და გურული იმიტომ ვარ, რომ ვარ ქართველი.

– ეს რთული გასაგები არ არის. მაგრამ, როდესაც თქვენი ელიტები ამბობენ, რომ ისინი აშენებენ ქართულ ნაციონალურ სახელმწიფოს, მათ მხედველობაში აქვთ უნიფიკაცია, აღმოფხვრა ამ განსხვავებების. ისინი ამბობენ: მოდი, იყოს შერეული ქორწინებები.

– თქვენ შერეულ ქორწინებებს უწოდებთ გურულის და კახელის, მეგრელისა და ქართლელის ქორწინებას?

– დიახ.

– რას ამბობთ?!

– ან გურული ან უკრაინელი, გურული ან აზერბაიჯანელი.

– მე ასე არ ვახარისხებ: ჩვენ ვამბობთ, ქართველისა და უკრაინელის შერეული ოჯახი და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის ქართველი გურულია თუ სვანი.

– გასაგებია, მაგრამ, სანამ ადამიანი ახსენებს თავის წარმომავლობას, მას მხედველობაში აქვს თავისი ეთნიკური წარმომავლობა. ეს პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა, როდესაც მარქსისტისთვის სულერთი იყო ეთნიკური წარმომავლობა.

– ჩვენ ვაგებთ ჩვენს ნაციონალობას არა მარქსის მოძღვრებაზე, არამედ იმაზე, რას გვეუბნებოდა ილია ჭავჭავაძე.

– ნაციონალიზმი ეფუძნება მარქსიზმს, ეთნოსი ერთია, ხალხი – მეორე, პოლიტიკური ნაცია – მესამე. თქვენ კი ინერციით ყველას ქართველებს უწოდებთ.

– ეს ინერცია არ არის, ეს ჩვენი განვითარების ნაყოფია. ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ცნობიერება ასე ჩამოყალიბდა.

– ჩემი აზრით, საქართველო არის მინი-იმპერია, ის თავის თავში მოიცავს ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას და სტრატეგიულად აერთიანებს მრავალ ხალხსა და ეთნოსს ერთ სახელმწიფოში, ეს იმპერიული სახელმწიფოა, მაგრამ ნორმატიულად საქართველოში ნაცია-სახელმწიფოს აშენებენ; ეს კლავს ყველა ეთნიკურ თავისებურებას და ადამიანი, რომელიც ხვდება ამას, ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი იდენტობა და როცა საქმე ეხება მთელ ხალხს, ის ხალხი ამბობს, ჩვენ არ გვინდა ქართველობა.

– და თქვენ ფიქრობთ, რომ მეგრელები აპროტესტებენ ქართველობას?

– დიახ და სწორედ ეს არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც გამოყოფს მეგრელებს საქართველოს შემადგენლობიდან.

– სად ხედავთ თქვენ ამ სურვილს და მოძრაობას?

– სანამ ქართული სახელმწიფო არ იჟინებს მეგრელების უნიფიკაციას, ისინი არიან საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ ჯერჯერობით ქართული პოლიტიკური ელიტა თვალთმაქცობს, როცა ამბობს, რომ არ აშენებს ნაციონალურ სახელმწიფოს.

– ჩრდილოეთ ოსეთში ოსური ენა ავტონომიის სახელმწიფო ენაა? შესაძლებელია ოსურ ენაზე განათლების სრული ციკლის მიღება?

– არა სახელმწფიო ენის სტატუსი არ აქვს ოსურს.

– და როგორ ინარჩუნებენ ისინი თავიანთ იდენტობას ენის გარეშე? ვითარდება ოსური ენა ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიაში?

– იქ არის ოსური სკოლები, თუმცა უმაღლეს სასწავლებლებში ოსურ ენაზე სწავლება არ არის.

– ჩრდილოეთ ოსეთში ზოგიერთ სკოლაშია მეოთხე კლასამდე ოსურად სწავლა.

– მეტი საჭირო არ არის, იმიტომ რომ ადამიანი სწავლობს ენას და შემდეგ იყენებს.

– მეგრული ენა ყველამ იცის და მაშინ რა პრობლემაა?

– კარგია. მაგრამ საქართველო არის სახელმწიფო-იმპერია.

– რუსეთიც სახელმწიფო-იმპერიაა.

– დიახ.

– აბა, ჩვენ რატომ ვერ ვიქნებით სახელმწიფო-იმპერია?

– თქვენც შეგიძლიათ, იყოთ. როგორც კი თქვენ ამბობთ, ვართ სახელმწიფო-იმპერია, თქვენ მაშინვე ყველა ხალხს იტრიალებთ თქვენკენ და უკვე მათ იციან, რომ მათი იდენტობა იქნება შენარჩუნებული. ნორმატიულად ყველა ხელისუფლება ამბობს, რომ აშენებს ქართულ ნაციონალურ სახელმწიფოს, რაც გულისხმობს ეტაპობრივ ჰომოგენიზაციას, ყველას გაერთგვაროვნებას.

წყარო: fact2.ge  ნინო ხაჩიძე. ,,ჟურნალი ,,თბილისელები”.

8 კომენტარები

  1. ბოლომდე ვერ შევძელი წაკითხვა ამ მზაკვრობისა და საშინელების. ახლა ჩინელები და ათასი რჯულის ხალხი ჩამოსახლდება, მოქალაქეობას მისცემენ და მერე… არ შემიძლია!

  2. შეხედულება:
    ამ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორც საქართველოს მოქალაქემ და ქართველმა ადამიანმა, მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი:
    ჯერ ერთი – ვინც იცის საქართველოს ,,რეალური” (!) ისტორია, რომლის შესწავლაც დღემდე არც თუ ადვილი (!) აბავია, იმან იცის რომ ეს ადამიანი ,,არაკომპეტენტურია” ანუ სიღრმისეულად არააქვს შესწავლილი საქართველოს ისტორია კულტურა და ქართველების ეთნიკური წარმომავლობა… ანუ ამ ადამიანს, არააქვს რეალური ისტორია ,,შესწავლილი” არამედ მისი თეორია ეფუძნება თითქმის საუკუნის განმავლობაში წარმოებულ რუსული იმპერიული მეცნიერების კვლევებსა და მიდგომებს (რომლის საფუძველს წარმოადგენს ძალზე მარტივი პრინციპი – ,,დაყავი და იბატონე”)… აი სწორედ ამ იმპერიული მეცნიერების თეორიების საფუძველზე დაყრდნობით ამბობს იგი, რომ – ,,საქართველო პოლიეთნიკურია, ის შედგება მრავალი ეთნოსისგან. რა არის ქართველი? ეს არის პოლიეთნიკური ხალხი, ისევე, როგორც რუსები, რომელმაც მოახდინა სხვადასხვა ეთნოსის ინტეგრირება.”

    მაგრამ უფრო ,,საშიშია” საქართველოსთვის ის, რომ მსგავსი თეორიული (და იმპეიული) მიდგომები დედამიწაზე არსებული ბევრი სახელმწიფოსთვის თუ ,,ერისთვის” არის ,,გასაგები” და ,,აქტუალური”, რადგან დღეს დედამიწაზე მართლაც არსებობს მრავალი ,,პოლიეთნიკური” სახელმწიფო თუ ,,ერიოვნება” (მათ შორის ბევრი ცივილიზირებულიც, მაგ: ამერიკა, პრინციპში დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და სხვები) და ასეთი უმრავლესია, ძირითადად დიდი სახელმწიფო წარმონაქმნები თუ (გენეტიკურად, ანთროპოლოგიურად თუ ენობრივად) სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისგან შემდგარი ისტორიული გაერთიანებები, რომლებიც ,,ისტორის ევოლუციურ” პროცესში ჩამოყალიბდნენ ,,ერთიან” ,,მონოლითურ” ნაციებად. ამიტომ ასეთი თეორიის არსებობა მისაღებია და გასაგებია მრავაეთკიური ,,სამყაროსთვის”, აქტუალურია მრავალი ,,პოლიეთნიკური” კულტურისთვის, და მათ მიერ წარმოებული პოლიტიკისთვის.
    ზოგადად კი ეს საკითხი ძალზედ რთულია, რადგან არის ცივილიზაციური განვითარების საკაცობრიო,,პრობლემბის” რიცხვშიც …

    მაგრამ, მეორეს მხრივ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ ალექსანდრ დუგინის მარჯვენა ხელის, ვალერი კოროვინის იდეოლოგიური შეხედულებიდან ერთი ფრაზა, კერძოდ
    სადაც ის ამბობს – ,,ყველა არა, მაგრამ უმეტესობა. ქართველობა არის კოლექტიური იდენტურობა. მაგრამ, თუ ადამიანი ამბობს, რომ მეგრელია, ესე იგი, ის მეგრელია; თუ ადამიანი ამბობს, რომ ქართველია, ის ქართველია, მას არ შეუძლია, იყოს ერთდროულად ქართველიც და მეგრელიც…” – რაც იმას ნიშნავს, რომ ვ. კიროვინი აქვე აკეთებს იმ დაშვებულებას, რომ დედამიწაზე ,,პოლიეთნიკური” სახელმწიფოების თუ ერების გარდა, ასევე არსებობსო – ,,მონოეთნიკური” (!) სახელმწიფოები, უფრო ზუსტად ერებიო (მხოლოდ ვალერი კოროვინი მათ რიცხში არ თვლის ქართველებს!)…
    მაგრამ, როგორ უნდა ავხსნათ რომ საქართველოსადმი ეს მიდგომა არასწორია? მითუმეტეს როგორ უნდა ავუხსნათ ქართული კულტურის ისტორიული რეალობა პრაგმატულ და ლოგიკურ უცხოელებს, როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითზე ჩამოყალიბებულ, ზუსტ და ლოგიკურად დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ იძლევა თვითონ ქართული ,,მხარეც”?!
    სწორედ ამაშია მთავარი საშიშროება, ამიტომაც თვლის ეს ადამიანი (იმპერიული მეცნიერება!) ამგვარად, რომ მას, სწორედ ,,ჩვენ” ანუ ქართული მეცნიერება ვერ პასუხობს ,,საჭირო” სახით; ანუ იმპერიულ თეორიას და პოლიტიკას ვერ ეწინააღდეგება საქართველო ,,საჭირო” მეცნიერული ,,განმარტების” მხარდაჭერით და მასზე დაფუძნებული სახელმწიფოს პოლიტიკით.
    იმპერიულ იდეოლოგიას ჩვენ ფაქტობრივად, ,,საჭირო” სახით ვერ ვუმტკიცებთ ჭეშმარიტებას, რადგან ვერ ვახერხებთ რეალობის და რეალური, ობიექტური ისტორიის მეცნიერულ წარმოჩენას…
    და აბა რას იტყვის ეს ,,იმპერიის ” გამოზრდილი მეცნიერი? მითუმეტეს, როდესაც ზედაპირულად მართლაც ესე სჩანს, საქართველოს ისტორიის და კულტურის მეცნიერული შესწავლა ძირითადად ხდებოდა ,,იმპერიულ სისტემაში” და ეს იყო იმპერიის პოლიტიკის მათავრი საკითხი, რომლის დადასტურებას და დამკვიდრებას რამოდენიმე საუკუნე შესწირა ჯერ რუსეთის ცარისტულმა იმპერიამ, შემდგომ კომუნისტური იმპერიის კგბ-ს მეცნიერებამ და ამჟამად ფსბ-ს სამეცნიერო აკადემიამ და იმპერიული კრემლის მრავალმილიარდიანმა კავკასიურმა პოლიტიკამ!
    მაგრამ დღეს რაღა ხდება ჩვენს თავს? დღეს, 25 წლის შემდგომ, ესე თუ ისე, დამოუკიდებლობის პირობებში მაინც რატომ ვერ ვანეიტრალებთ იმპერიული პოლიტიკის იდეოლოგიას? რატომ არ ვცდილობთ ამას? უპირველესად რისი და ვისი ბრალია ეს? მოდით ამასაც ნუ დავაბრალებთ ,,სხვებს” და ვაღიაროთ რომ უპირველესად ეს მდგომარეობა არის ზუსტად დღევანდელი ,,ქართული მეცნიერების” და ბიუჯეტზე მჯდომი ,,მეცნიერებათა აკადემიის” (სისტემის) ,,ბრალი” თუ შესაძლოა დანაშაულიც კი (რასაც რა თქმა უნდა აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები)…
    უნდა ვთქვათ, რომ – ისე, როგორც ეს მოხდა აფხაზეთის და აფხაზების შემთხვევაში, როდესაც ეთნიკურად – ანთროპოლოგიურად, გენეტიკურად, ენობრივად, ისტორიულად ქართველური მოდგმის ხალხი, ერთიანი ქართული ეთნოსის ერთ ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლები, საქართველოს ისტორიული მხარე (როგორც ვთქვათ იმერლები, მეგრელები, სვანები, გურულები, თუშები, ქისტები (!) და ა.შ.) რუსულმა იმპერიულმა პოლიტიკამ აფხაზების იდენტობის ,,შეცვლის” და ,,დარღვევის” გზით განაცალკევა ქართული კულტურული სივრციდან, რაც მოხდა როგორც პოლიტიკურად ასევე პირველ ყოვლისა კულტურულად რასაც საფუძვლად დაუდო სწორედ უპასუხო სამეცნიერო მიდგომები. რითიც იმპერიამ აფხაზეთი საქართველოს არა მარტო პოლიტიკურად და ტერიტორიუალად წაგლიჯა, არამედ კულტურული იდენტობის და ეთნიკური თვალსაზრისითაც… და ასე მოხდა სწორედ იმის გამო რომ ქართულმა მეცნიერებამ ვერ მოახერხა აფხაზების ,,იდენტობის” მეცნიერული – ფაქტობრივი სახით შენახვა შენარჩუნება…
    თუნდაც გაგახსენებთ ქისტებს, რომლებსაც დღესაც მრავალი არ აღიქვავს ქართული კუტურის და ეთნოსის განუყოფელ, ერთიან ნაწილად (აღარაფერს ვამბობ თვითონ ქისტებზე, რომლებსაც ჩვენ თვითონ ვუბიძგებთ განცალკევებისკენ)…

    ,,ქართველური კულტურული იდენტობისთვის”საჭირო, ,,ისტორიული ეთნიკური ერთბის” დამადასტურებელი საჭირო ობიექტური მეცნიერული საფუძვლები, ისტორიული რეალობის დამადასტურებელი თეორიული და პრაქტიკული ხედვები ქართულმა მეცნიერებამ სამწუხაროდ დღემდე ვერ შექმნა (თუ არა?). პირიქით ზოგ შემთხვევაში საკუთარი უმოქმედობით და ზოგჯერ ,,შეგნებულად არასწორი კვლევებითაც” ხელი ეწობოდა იმპერიული იდეოლოგიის გამარჯვებას … ამიტომ რუსულმა მეცნიერებამ აფხაზები, რომელთა ენაც იყო ქართველურის მონათესავე (როგორც ლაზური, სვანური თუ მეგრული – ერთი ფუძე ქართული ენის ცალკე განვითარებული ენობრივი ხაზი) – გამოყვეს ქართულიდან, შემდგომ აფხაზები ანთოპოლოგიურადაც და ისტორიულადაც ,,ჩამოაცილეს” ქართველურ კულტურას და ამას წინ ვერ აღუდგა ქართული მეცნიერება…
    დღესაც იგივე გრძელდება… ,,იმპერიული პოლიტიკის” იდეოლოგი ვალერი კოროვინი მართალია ზედაპირული (და არასწორი) პოლიტიკური კუთხით მსჯელობს საქართველოს ისტორიულ ყოფიერებაზე… მაგრამ სწორედ იმპერიული პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი თეორიული მიდგომა საკმაოდ ლოგიკური ხდება (ყოველ შემთხვევაში იმპერიის ქმედებების გასამართლებლად!) – და ვ. კოროვინის პოზიცია გარკვეული სახით მისთვის სწორედ ლოგიკური იქნება იმ შემთხვევაში – თუ მას მეცნიერულად (ფაქტობრივად) დასაბუთებული პასუხი არ გაეცემა, რომ მისი თეორიული მიდგომა საქართველოს შემთხვევაში (!) სრულიად არასწორია – რომ საქართველო თავისი ისტორიით, კულტურული განვითარებით და ეთნიკური მხარეებით არის სწორედ იმ ერების რიცხვში, რომლებიც მან იგულისხმა სიტყვებში – ,,ყველა არა”-ო – ანუ ზოგი ერი მონოეთნიკურიაო, მაგრამ, არა ქართველებიო, თქვენ ისევე ხართ როგორც ჩვენ, რუსები რუსეთშიო… ანუ გამოდის მეგრელები, სვანები (და აფხაზები) დაპყრობილი გვყოლია და მოგვიხდენია მათი ასიმილაცია დანარჩენ ქართველებს (გურულებს, იმერლებს, თუშებს, კახელებს და ა.შ) – რაც სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს, რადგან ეს რომ ესე არ არის ძნელია მსოფლიოს დაუმტკიცო სწორედ ,,იმპერიის ,,ფსევდო” სამეცნიერო თეორიული ლოგიკის არსებობის გამო – რომელიც ეფუძნება საქართველოს პოლიტიკური და ისტორიული რეალობის არასწორ ანალიზს და მრავალმილიონიან იმპერიის ბიუჯეტს და მეცნიერებას.
    მსოფლიოს კი არა და ბევრი ქართველიც არის ამ ,,არასწორი თეორიის” გავლენის ქვეშ რომ მეგრელი, სვანი, ლაზი არ არიან ქართველები, რახან ენა აქვთ ,,საკუთარი”, იმას კი არავინ უყურებს (იჩქმალება) რომ მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია ის, რომ ამ ენების საფუძველი არის ერთიანი ქართული (ქართველური) პროტოენა – რომელმაც დაიწყო ძვ. წთ-ის 4 ათაწსლეულში ჯერ კილოკავებად დაყოფა და შემდეგ სწორედ ამ ენებად ჩამოყალიბდა – მეგრულად, ლაზურად, სვანურად და ქართულად (როგორც ჩანს ქართული იყო გამაერთიანებელი და ყველაზე ახლოს პროტო ენასთან, ხოლო ესე რატომ მოხდა არის მეცნიერული კვლევის საკითხია და პოლიტიკასთან რა კავშირშია?!), ასევე ყურადღება არ ექცევა არც იმას, რომ გენეტიკურად და ანთროპოლოგიურად ყველა ქართული ეთნოსი (და არა მხოლოდ, ზოგი ავტოქტონური ჩრდილო კავკასიურიც) არის ქართველური კულტურის განუყოფელი ნაწილი, ერთიანი კულტურის განვითარების – ეთნოგრაფიული ხაზები. და ეს ხდება იმიტომ, რომ ქართული სამეცნიერო ელიტა რატომღაც დუმს, სამეცნიერო აკადემიაში არ ხდება ამ საკითხების მიზანმიმართული, მუდმივი კვლევა, საზოგადოებრიობას და სახელმწიფოს კი ,,რატომღაც” არ აინტერესებს რატომ ხდება ეს ასე!? მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერული თვალსაზრისით ,,ჩვენ” დღემდე არ ვიცით, არ გვაქვს ჩამოყალიბებული პასუხი იმაზე თუ ისტორიუალად რა იყო ადრე საქართველო? რა არის საქართველო დღეს? ვინ არის ქართველი და რას ნიშნავს იყო ქართველი?
    და ვინ უნდა გასცეს პასუხი ამ შეკითხვას? ვინ უნდა იზრუნოს ამ საკითხზე? ვინ უნდა დაუდოს ქართულ (კავკასიურ) პოლიტიკას საფუძვლად რეალური კულტურული და ისტორიული სინმადვილე? ბიუჯეტზე მჯდომი ორგანიზაცია ,,მეცნიერებათა აკადემია” დღეს საკუთარი დუმილით, პასიურობით, ზოგჯერ ქმედებებითაც კი (თუ სისუტით? არაპროფესიონალიზმით?) რატომ უნდა უწყობს ხელს კრემლის იმპერიული პოლიტიკის ,ყალბი მეცნიერული საფუძვლების” საყოველთაოდ გავრცელებას (მითუმეტეს კავკასიაში) და ,,მეცნიული, ფაქტობრივი, ლოგიკური” მიდგომებით არ ახდენს ამ ,,ყალბი მეცნიერული თეორიების” განეიტრალებას?

  3. შეხედულება: ამ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორც საქართველოს მოქალაქემ და ქართველმა ადამიანმა, მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი: ჯერ ერთი: ვინც იცის საქართველოს (!) ისტორია, რომლის შესწავლაც დღემდე არც თუ ადვილი (!) აბავია, იმან იცის რომ ეს ადამიანი ,,არაკომპეტენტურია” ანუ სიღრმისეულად არააქვს შესწავლილი საქართველოს ისტორია კულტურა და ქართველების ეთნიკური წარმომავლობა… ანუ მას არააქვს რეალური ისტორია ,,შესწავლილი” არამედ მისი თეორია ეფუძნება თითქმის საუკუნის განმავლობაში წარმოებულ რუსული იმპერიული მეცნიერების კვლევებსა და მიდგომებს (რომლის საფუძველს წარმოადგენს ,,დაყავი და იბატონეს” პრინციპი)… აი სწორედ ამ იმპერიული მეცნიერების საფუძველზე დაყრდნობით ამბობს იგი, რომ – ,,საქართველო პოლიეთნიკურია, ის შედგება მრავალი ეთნოსისგან. რა არის ქართველი? ეს არის პოლიეთნიკური ხალხი, ისევე, როგორც რუსები, რომელმაც მოახდინა სხვადასხვა ეთნოსის ინტეგრირება.” –
    უამრავი იმპერიული მეცნიერული კვლევების მიხედევით, რომლებიც უამრავია, ეს თეორია საკმაოდ ლოგიკურია… და არა მარტო რუსთისთვის, რაც უფრო ,,საშიში” ამბავია საქართველოსთვის, რადგან დედამიწაზე მართლაც არსებობს მრავალი ,,პოლიეთნიკური” სახელმწიფო თუ ,,ერიოვნება” (მათ სორის ბევრი ცივილიზირებულიც, მაგ: ამერიკა, პრინციპში დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და სხვები) და ასეთი უმრავლესია, ძირითადად დიდი სახელმწიფო წარმონაქმნები თუ (გენეტიკურად, ანთროპოლოგიურად თუ ენობრივად) სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისგან შემდგარი გაერთიანებები, რომლებიც ნაციად ჩამოყალიბდა. ამიტომ ასეთი თეორიის არსებობა მისაღებია და გასაგებია და აქტუალურია მრავალი ,,პოლიეთნიკური” კულტურისთვის, და მათ მიერ წარმოებული პოლიტიკისთვის…

    მაგრამ, მეორეს მხრივ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ ალექსანდრ დუგინის მარჯვენა ხელის, ვალერი კოროვინის იდეოლოგიური შეხედულებიდან ერთი ფრაზა, კერძოდ
    სადაც ის ამბობს – ,,ყველა არა, მაგრამ უმეტესობა. ქართველობა არის კოლექტიური იდენტურობა. მაგრამ, თუ ადამიანი ამბობს, რომ მეგრელია, ესე იგი, ის მეგრელია; თუ ადამიანი ამბობს, რომ ქართველია, ის ქართველია, მას არ შეუძლია, იყოს ერთდროულად ქართველიც და მეგრელიც…” – რაც იმას ნიშნავს, რომ იგი აქვე აკეთებს იმ დაშვებულებას, რომ დედამიწაზე ,,პოლიეთნიკური” სახელმწიფოების თუ ერების გარდა, ასევე არსებობსო – ,,მონოეთნიკური” (!) სახელმწიფოები, უფრო ზუსტად ერებიო (მხოლოდ ვალერი კოროვინი მათ რიცხში არ თვლის ქართველებს!)…
    მაგრამ, როგორ უნდა ავხსნათ, ვთქვათ რომ საქართველოსადმი ეს მიდგომა არასწორია? მითუმეტეს როგორ უნდა აუხსნათ ქართული კულტურის ისტორიული რეალობა პრაგმატულ და ლოგიკურ უცხოელებს, როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითზე ჩამოყალიბებულ, ზუსტ და ლოგიკურად დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ იძლევა თვითონ ქართული ,,მხარეც”?!
    სწორედ ამაშია მთავარი საშიშროება, ამიტომაც თვლის ეს ადამიანი ამგვარად, რომ მას, სწორედ,,ჩვენ” ანუ ქართული მეცნიერება ვერ პასუხობს ,,საჭირო” სახით; ანუ იმპერიულ თეორიას და პოლიტიკას ვერ ეწინააღდეგება ,,საჭირო” მეცნიერული ,,განმარტების” მხარდაჭერი და მასზე დაფუძნებული სახელმწიფოს პოლიტიკით.
    იმპერიულ იდეოლოგიას ჩვენ ფაქტობრივად, ,,საჭირო” სახით ვერ ვუმტკიცებთ ჭეშმარიტებას, რადგან ვერ ვახერხებთ რეალობის და რეალური, ობიექტური ისტორიის მეცნიერულ წარმოჩენას…
    და აბა რას იტყვის ეს ,,იმპერიის ” გამოზრდილი მეცნიერი? მითუმეტეს, როდესაც ზედაპირულად მართლაც ესე სჩანს, საქართველოს ისტორია და კულტურის მეცნიერული შესწავლა ძირითადად ხდებოდა ,,იმპერიულ სისტემაში” და ეს იყო იმპერიის პოლიტიკის მათავრი საკითხი რომლის დადასტურებას და დამკვიდრებას რამოდენიმე საუკუნე შესწირა ჯერ რუსეთის ცარისტულმა იმპერიამ, შემდგომ კომუნისტური იმპერიის კგბ-ს მეცნიერებამ და ამჟამად ფსბ-ს სამეცნიერო აკადემიამ და იმპერიული კრემლის მრავალმილიარდიანმა კავკასიურმა პოლიტიკამ!
    მაგრამ დღეს რაღა ხდება? დღეს, 25 წლის შემდგომ, ესე თუ ისე, დამოუკიდებლობის პირობებში მაინც რატომ ვერ ვანეიტრალებთ იმპერიული პოლიტიკის იდეოლოგიას? რატომ არ ვცდილობთ ამას? უპირველესად რისი და ვისი ბრალია ეს? მოდით ამასაც ნუ დავაბრალებთ ,,სხვებს” და ვაღიაროთ რომ უპირველესად ეს მდგომარეობა არის ზუსტად დღევანდელი ,,ქართული მეცნიერების” და ბიუჯეტზე მჯდომი ,,მეცნიერებათა აკადემიის” (სისტემის) ,,ბრალი” თუ შესაძლოა დანაშაულიც კი (რასაც რა თქმა უნდა ააქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები)…

    ისე როგორც ეს მოხდა აფხაზეთის და აფხაზების შემთხვევაში, როდესაც ეთნიკურად – ანთროპოლოგიურად, გენეტიკურად, ენობრივად, ისტორიულად ქართველური მოდგმის ხალხი, ერთიანი ქართული ეთნოსის ერთ ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლები, საქართველოს ისტორიული მხარე (როგორც ვთქვათ იმერლები, მეგრელები, სვანები, გურულები, თუშები და ა.შ.) რუსულმა იმპერიულმა პოლიტიკამ აფხაზების იდენტობის ,,შეცვლის” და ,,დარღვევის” გზით განაცალკევა ქართული კულტურული სივრციდან, რაც მოხდა როგორც პოლიტიკურად ასევე პირველ ყოვლისა კუტურულად რასაც საფუძვლად დაუდო სწორედ უპასუხო სამეცნიერო მიდგომები. რითიც იმპერიამ აფხაზეთი საქართველოს არა მარტო პოლიტიკურად და ტერიტორიუალად წაგლეჯა, არამედ კულტურული იდენტობის და ეთნიკური თვალსარისითაც… და ასე მოხდა სწორედ იმის გამო რომ ქართულმა მეცნიერებამ ვერ მოახერხა აფხაზების ,,იდენტობის” მეცნიერული – ფაქტობრივი სახით შენახვა შენარჩუნება… მეცნიერებმა არ თუ ვერ შექმნეს ისტორიული რეალობის დამადასტურებელი თეორიული და პრაქტიკული საფუძველი, პირიქით ზოგ შემთხვევაში საკუთარი უმოქმედობით და ზოგჯერ ,,შეგნებულად არასწორი კვლევებითაც” ხელი შეუწყვეს იმპერიული იდეოლოგიის გამარჯვებას … ამიტომ რუსულმა მეცნიერებამ აფხაზები, რომელთა ენაც იყო ქართველურის მონათესავე (როგორც ლაზური, სვანური თუ მეგრული – ერთი ფუძე ქართული ენის ცალკე განვითარებული ენობრივი ხაზი) – გამოყვეს ქართულიდან, შემდგომ აფხაზები ანთოპოლოგიურადაც და ისტორიულადაც ,,ჩამოაცილეს” ქართველურ კულტურას და ამას წინ ვერ აღუდგა ქართული მეცნიერება…
    დღესაც იგივე გრძელდება… ,,იმპერიული პოლიტიკის” იდეოლოგი
    ვალერი კოროვინი მართალია ზედაპირული (და არასწორი) პოლიტიკური კუთხით მსჯელობს საქართველოს ისტორიულ ყოფიერებაზე… მაგრამ სწორედ იმპერიული პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი თეორიული მიდგომა საკმაოდ ლოგიკური ხდება (ყოველ შემთხვევაში იმპერიის ქმედებების გასამართლებლად!) – და ვ. კოროვინის პოზიცია გარკვეული სახით მისთვის სწორედ ლოგიკური იქნება იმ შემთხვევაში – თუ მას მეცნიერულად (ფაქტობრივად) დასაბუთებული პასუხი არ გაეცემა, რომ მისი თეორიული მიდგომა საქართველოს შემთხვევაში (!) სრულიად არასწორია – რომ საქართველო თავისი ისტორიით, კულტურული განვითარებით და ეთნიკური მხარეებით არის სწორედ იმ ერების რიცხვში, რომლებიც მან იგულისხმა – სიტყვებში ,,ყველა არა”-ო ანუ ზოგი ერი მონოეთნიკურიაო, მაგრამ, არა ქართველებიო თქვენ ისევე ხართ როგორც ჩვენ, რუსები რუსეთშიო… ანუ გამოდის მეგრელები, სვანები (და აფხაზები) დაპყრობილი გვყოლია და მოგვიხდენია მათი ასიმილაცია დანარჩენ ქართველებს (გურულებს, იმერლებს, თუშებს, კახელებს და ა.შ) – რაც სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს, რადგან ეს რომ ესე არ არის ძნელია მსოფლიოს დაუმტკიცო სწორედ ,,იმპერიის ,,ფსევდო” სამეცნიერო თეორიული ლოგიკის არსებობის გამო – რომელიც ეფუძნება საქართველოს პოლიტიკური და ისტორიული რეალობის არასწორ ანალიზს და მრავალმილიონიან იმპერიის ბიუჯეტს და მეცნიერებას.
    მსოფლიოს კი არა და ბევრი ქართველიც არის ამ ,,არასწორი თეორიის” გავლენის ქვეშ რომ მეგრელი, სვანი, ლაზი არ არიან ქართველები, რახან ენა აქვთ ,,საკუთარი”, იმას კი არავინ უყურებს რომ მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია ის, რომ ამ ენების საფუძველი არის ერთიანი ქართული (ქართველური) პროტოენა – რომელმაც დაიწყო ძვ. წთ-ის 4 ათაწსლეულში ჯერ კილოკავებად დაყოფა და შემდეგ სწორედ ამ ენებად ჩამოყალიბდა – მეგრულად, ლაზურად, სვანურად და ქართულად (როგორც ჩანს ქართული იყო გამაერთიანებელი და ყველაზე ახლოს პროტო ენასთან, ხოლო ესე რატომ მოხდა არის მეცნიერული კვლევის საკითხია და პოლიტიკასთან რა კავშირშია?!), ასევე ყურადღება არ ექცევა არც იმას, რომ გენეტიკურად და ანთროპოლოგიურად ყველა ქართული ეთნოსი (და არა მხოლოდ, ზოგი ავტოქტონური ჩრდილო კავკასიურიც) არის ქართველური კულტურის განუყოფელი ნაწილი, ერთიანი კულტურის განვითარების – ეთნოგრაფიული ხაზები. და ეს ხდება იმიტომ, რომ ქართული სამეცნიერო ელიტა რატომღაც დუმს, სამეცნიერო აკადემიაში არ ხდება ამ საკითხების მიზანმიმართული, მუდმივი კვლევა, საზოგადოებრიობას და სახელმწიფოს კი ,,რატომღაც” არ აინტერესებს რატომ ხდება ეს ასე? მოკლედ ჩვებნ შეიძლება ითქვას მეცნიერული თვალსაზრისით დღემდე არ ვიცით, არ გვაქვს ჩამოყალიბებული პასუხი იმაზე თუ რა იყო და არის საქართველო? ვინ არის ქართველი და რას ნიშნავს იყო ქართველი?
    და ვინ უნდა გასცეს პასუხი ამ შეკითხვას? ვინ უნდა იზრუნოს ამ საკითხზე? ვინ უნდა დაუდოს ქართულ (კავკასიურ) პოლიტიკას საფუძვლად რეალური კულტურული და ისტორიული სინმადვილე? ბიუჯეტზე მჯდომი ორგანიზაცია ,,მეცნიერებათა აკადემია” დღეს საკუთარი დუმილით, პასიურობით, ზოგჯერ ქმედებებითაც კი (თუ სისუტით? არაპროფესიონალიზმით?) რატომ უნდა უწყობს ხელს კრემლის იმპერიული პოლიტიკის ,ყალბი მეცნიერული საფუძვლების” საყოველთაოდ გავრცელებას (მითუმეტეს კავკასიაში) და ,,მეცნიული, ფაქტობრივი, ლოგიკური” მიდგომებით არ ახდენს ამ ,,ყალბი მეცნიერული თეორიების” განეიტრალებას?

  4. ბიმოს.
    მაინტერესებს სტალინის რომელ ნაშრომიდან გაქვთ თქვენს კომენტარში მოყვანილი მისი ამონარიდი ამოღებული.
    მე ჩემს კომენტარში ნათქვამი მაქვს:
    “Имеретины, мегрелы, аджарцы, карталины, кахетинцы и другие коренные жители Грузии не различные этносы, как это трубят российские империалисты, а разные племена одного и того же этноса карты (картвелы), дифференцирование региональными признаками”.
    მინდა წარმოგიდგინოთ ამ ამონარიდის დამადასტურებელი მაგალითები.
    ენის ელემენტური თეორიის მიხედვით (კარლო ბარბაქაძე. ენის ელემენტური თეორია. თბილისი, 2003) ტოპონიმი ქართი ჰუარუათუაჰია კომპლექსიდან არის ნაწარმოები, რომელიც ნიშნავს მზე თავი მაღლა (მზის ამოსვლის ქვეყანა). ეთნიკური სახელი მარგალი ტოპონიმისაგან მარგალითა (მარგალათი) არის მიღებული, რომელიც ჰმაჰუარუათუაჰია კომპლექსისგან არის ნაწარმოები და ეტიმოლოგიით ნიშნავს როგორც მამა (ახლოდასავლეთი) მზე თავი მაღლა, ასევე მამა (ახლოდასავლეთი) ქართი. ამავე კომპლექსისგან არის როგორც ტოპონიმი იმარალთა (იმართა, მარათი), ასევე მათი შესატყვისი ეთნიკური სახელები იმარალ (იმარ, მარი) ნაწარმოები. მისგანვეა საკუთარი სახელები მართაი და მარიამ (მარია) მიღებული.
    ეთნიკური სახელი აფხაზი ტოპონიმისაგან აფხაზათი არის მიღებული, რომელიც სუაჰფაჰუარუათუაჰია კომპლექსისგან არის ნაწარმოები და ეტიმოლოგიით ნიშნავა როგორც სვა ჭაბუკი (ცენტრალური) მზე თავი მაღლა, ასევე სვა ჭაბუკი (ცენტრალური) ქართი. უსლარის მიხედით სიტყვა ჰართ (ქართ კ.ბ.) აფხაზურად ნიშნავს ჩვენ, რაც აფხაზების ქართულ წარმომავლობაზე მიგვანიშნებს. გარდა ამისა ტოპონიმური სახელი აფხაზია სუაჰფაჰუარუაჰია კომპლექსისგან არის ნაწარმოები. ამავე კომპლექსისგან შედგენილი სახელი აფა (ვაჟიშვილი აფხაზურად) გრუზია მიიღება.
    ეთნიკური სახელი ოსი ტოპონიმისაგან ოსითა (ოსათი, ოუსათი//ოვსათი) არის მიღებული. რომელიც სუაჰუარუათუაჰია კომპლექსისგან არის ნაწარმოები და ეტიმოლოგიით ნიშნავს როგორც სვა მზე თავი მაღლა, ასევე სვა ქართი. ამავე კომპლექსისგან არის ტოპონიმი საქართველო მიღებული.
    ეთნიკური სახელი სუანი ტოპონიმისაგან სუანათი არის მიღებული, რომელიც სუაჰმაჰუარუათუაჰია კომპლექსისგან არის ნაწარმოები და ეტიმოლოგიით ნიშნავს სვა მამა ქართი. ამავე კომპლექსისგან მიიღება სიტყვები სამარგალოთი და იმარათისა.
    ტოპონიმს გურია აგილმდებარეობის მიმანიშნებელი თ ბგერა (ისევე, როგორც ტოპონიმებს გრუზია, აბხაზია შუმერი და სხვა) აქვს მოკვეცილი, რომლის აღდგენით ტოპონიმი გურიათა მიიღება. ეს ტოპონიმი ისევე, როგორც ტოპონიმი ქართი, ჰუარუათუაჰია კომპლექსისგან არის ნაწარმოები.
    აღნიშნულებისაგან განსხვავებით ტოპონიმისაგან აჭარა შუაჰუარუატუა კომპლექსი აღდგება, რომელიც ეტიმოლოგიით ნიშნავს შვა მზე ძირი (მზის ჩასვლის ქვეყანა). ამ ტოპონიმს ბევრი მკვლევარი სატომო სახელს ჭანი უკავშირებს, რისი გათვალისწინებით ტოპონიმი აჭარა ტოპონიმის აჭარანი შეკვეცილი ფორმა იქნება. ეს ტოპონიმი შუაჰმაჰუარუატუაჰია კომპლექსისგან არის ნაწარმოები და ეტიმოლოგიით ნიშნავს შვა მამა მზე ძირი დაბლა (მამა მზე შატია _ მზის ჩასვლის ადგილი). ამავე მნიშვნელობის არის ტოპონიმი გურჯია, რომლის ანტონიმიც არის ტოპონიმი გურძია (და არა გრუზია. იაპონლები საქართველოს ყოველთვის სახელით გურუძია მოიხსენიებდნენ).

  5. სტალინის ამ განცხადებით გამოცხადდა” საქართველო მცირე იმპერიად”, კერძოდ , მან თქვა ,რომ „ქართველები მებრძოლი შოვინისტები არიან – ისინი საშინლად ავიწროებენ სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს; ქართველები არა ეროვნება, არამედ კონგლომერატია; საქართველოს არ შეუძლია რუსეთის გარეშე არსებობა“..სტალინმა საინგილოს აზერებისთვის გადაცემით დაიწყო ქართების მიერ დაპყრობილი ინგილოები
    ს “განთავისუფლება” (საინგილოს აზებაიჯანისთვის გადაცემაზე ხელი სტალინს აქვს ხელმოწერილი..),შემდგომ ეს გააგრძელა შევარდნაძემ აფხაზებისა და ოსების “განთავისუფლებით და ახლა მისი ბანდა ცდილობს მათი დამოუკიდებლობის აღიარებით იურიდიულად გაფორმებას …..სახაროვის-მამარდაშვილის გეგმას( საქართველო-”მცირე იმპერია”) იზიარებდნენ პრაღის 24-ე რეზოლუციით,ტალიავინი თავისი ქართველი ექსპერტებით( რეგიონალიზაციის კონცეფციის მხარდამჭერები) … ანუ ” მცირე იმპერიას ”- საქართველოს უნდა გამოეყოს თვითგამორკვევის პრინციპით აფხაზები, ოსები, სვანები(მით უმეტეს არსებობს სვანური ენა), მეგრელები(მეგრული ენა არსებობს), აჭარლები, ჯავახები…ეს უბინძურესი დოკუმენტი შეიქმნა სახაროვ -მამარდაშვილის ”მცირე იმპერიის” კონცეფციის შესაბამისად …მასში მონაწილეობდნენ ვითომდა დისიდენტები -კგბ-ს შნირები გორბაჩოვის,შევარდნაძის ..დავალებით და დაფინანსებით…ამ დოკუმენტით ქართების დაპყრობილი ოსები,აფხაზები,სვანები,მეგრელები,ჯავახები,აჭარლები… ჰელსინკის თვითგამორკვევის პრინციპიდან გამომდინარე უნდა ”განთავისუფლდნენ” ქართველთა ბატონობისაგან ,რაც ნაწილობრივ შევარდნაძის ბანდამ განახორციელა 1992-93 წწ. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსებისთვის გადაცემით. …საქართველოს ეროვნული ფრონტის პრესსამსახური, 2012 წლის 1 ნოემბერი…საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავრე გაფრთხილებთ:.ამ რეფერენდუმის საჶუძველზე არც პარლამენტს ,არც პრეზიდენტს არა აქვს უფლება აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა …რეფერენდუმის შედეგების გაუქმების უფლება აქვს მხოლოდ განმეორებით რეფერენდუმს ,ვინაიდან რეფერენდუმის შედეგების შედეგად მიღებული აქტი უმაღლესი ძალის იურიდიული დოკუმენტია! . მეჩითოვის “კონცეფცია” სრულ ჰარმონიაშია სტალინის,სახაროვის,მამარდაშვილის, ალიხანოვ-ბონერის,პარუნ აირიკიანის(პრაღის 24-ე რეზოლუცია) ….. საქართველო ,როგორც “მცირე იმპერიის” თეორიასთან,ქართველებისს მიმართ სიძულვილთან ..შედარეთ მეჩითოვი ა
    მბობს:” გურულებს რაღაც აკლიათ, რაღაც მინერალი. მის სოფელს მამათი ერქვა. მათ უჭირთ საღად აზროვნება. ძალიან პოლიტიზირებულნი არიან. ზოგჯერ ამბობენ, კი გურული ვარ, მაგრამ მომარჩინესო – ეუბნება იური მეჩითოვი უცნობ რუსულენოვან თანამოსაუბრეებს. მეგრელები სხვა ხალხია. სხვათა შორის ძალიან აქტიურები არიან, მამაჩემს 14 წელი მეგრელი საყვარელი ყავდა. მეგრელები ეშმაკები არიან. იციან სამი ენა, მეგრული, ქართული და რუსული. მილიონ ნახევარზე მეტნი არიან. რუსეთის იმპერიაში არ თვლიდნენ მათ ქართველებად. რაც შეეხება აჭარას, ქართველებმა ყოველდღე რუსეთის იმპერიის სადღეგრძელო უნდა სვან, რუსეთმა ორი ომი გადაიტანა თურქეთთან, რომ აჭარა საქართველოს შემადგენლობაში ყოფილიყო. ”
    https://www.facebook.com/photo.php?fbid=1729407930430&set=a.1006882187738.765.1695441047&type=3&theater

  6. სახაროვის-მამარდაშვილის გეგმას( საქართველო-”მცირე იმპერია”) იზიარებდნენ პრაღის 24-ე რეზოლუციით,ტალიავინი თავისი ქართველი ექსპერტებით( რეგიონალიზაციის კონცეფციის მხარდამჭერები) … ანუ ” მცირე იმპერიას ”- საქართველოს უნდა გამოეყოს თვითგამორკვევის პრინციპით აფხაზები, ოსები, სვანები(მით უმეტეს არსებობს სვანური ენა), მეგრელები(მეგრული ენა არსებობს), აჭარლები, ჯავახები…ეს უბინძურესი დოკუმენტი შეიქმნა სახაროვ -მამარდაშვილის ”მცირე იმპერიის” კონცეფციის შესაბამისად …მასში მონაწილეობდნენ ვითომდა დისიდენტები -კგბ-ს შნირები გორბაჩოვის,შევარდნაძის ..დავალებით და დაფინანსებით…ამ დოკუმენტით ქართების დაპყრობილი ოსები,აფხაზები,სვანები,მეგრელები,ჯავახები,აჭარლები… ჰელსინკის თვითგამორკვევის პრინციპიდან გამომდინარე უნდა ”განთავისუფლდნენ” ქართველთა ბატონობისაგან ,რაც ნაწილობრივ შევარდნაძის ბანდამ განახორციელა 1992-93 წწ. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსებისთვის გადაცემით…https://www.youtube.com/watch?v=AwI6ct3YB00

  7. ჩემი ქართველობა ჩემს მეგრელობაშია ! მე ვარ ქართველი რითაც ვამაყობ ასე იყო ასე არის და ასე იქნება ! დიდება საქართველოს !!!!!❤️❤️❤️

  8. ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით მინდა მოვიყვანო ამონარიდი წიგნიდან: კარლო ბარბაქაძე. წერილების კრებული I. თბილისი, 2010.
    “После завоевания Кавказа Россия немедленно приступила к этническому отчуждению друг от друга его братских аборигенных племен. С этой целью она объявила многие кавказские племена неграмотными этносами и начала создавать им письменность для того, чтобы углубить различие в их языках и на этнической почве противопоставить друг другу. Об этой “заботе” России достаточно привести цитату из книги П. К. Услара [49], являющегося одним из первых создателей письменности народов Кавказа.
    “Если смотреть на грузинскiй алфавитъ въ отношенiе къ самому грузинскому языку, то нельзя не сознаться, что онъ удовлетворяетъ всемъ условiям: едва ли это не есть совершеннейшiй изъ всехъ сушествующихъ алфавитов. Каждый звукъ выражаеться особымъ знакомъ, и каждый знакъ постоянно выражаетъ одинъ и тотъ же звукъ. . . . . Сошлёмся, однако, на мненiе одного изъ известнейшихъ въ Европе филологовъ, Георга Розена, который, изследовавъ языки лазскiй, мингрельскiй, осетинскiй, сванетскiй и абхазскiй, утверждает, что въ нихъ система звуковъ одна и та же съ грузинскою, и грузинскiй алфавитъ для нихъ совершенно удобенъ, при помощи несколькихъ дополненiй. То же самое г. Шёгренъ пишетъ о языке северныхъ осетинъ, г. Шифнеръ о тушскомъ наречiй кистинского языка, отецъ Цискаровъ распространяетъ этотъ отзывъ на все наречiя кистинскiя и чеченскiя. . . .
    Отсюда видно, что система грузинской азбуки можетъ быть принята за основанiе для обшей азбуки всехъ кавказскихъ языковъ, чуждыхъ до сихъ поръ грамотности” [49, с.8-49].
    Несмотря на это, практические рекомендации П. К. Услара о создании письменности горных народов Кавказа, с учетом имперских амбиции России, был таким:
    “Итакъ, остаётся применить, съ необходимыми добавленiями, начертанiя русскихъ буквъ къ грузинской азбуке” (там же).
    С объявлением сванов, мегрелов, аджарцев и абхазов неграмотными этносами Россия приступила к дроблению грузинского этноса и заложению в корни грузинской государственности мин замедленного действия. В этом контексте уместно вспомнить высказывание академика Андрея Сахарова “Грузия _ маленькая империя”, являющегося громким выражением имперской политики “разделяй и властвуй” правителей России. Учёные Грузии не дали достойный ответ этому бредовому заявлению известного русского учёного не историка, а физика. Имеретины, мегрелы, аджарцы, карталины, кахетинцы и другие коренные жители Грузии не различные этносы, как это трубят российские империалисты, а разные племена одного и того же этноса карты (картвелы), дифференцирование региональными признаками. Для приверженцев заявлений Андрея Сахарова хотим отметить, что Грузия не маленькая империя, а маленькая страна, общипанная своими соседями, особенно северным, который и ныне старается разделить ее на маленькие лакомые куски и без особого осложнения проглотить их”.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი