საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, გუჯა სურგულაძე 24 წლის ასაკში გარდაიცვალა

0
286

24 წლის ასაკში, „ლელო სარასენსის“ მორაგბე, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი გუჯა სურგულაძე გარდაიცვალა. 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

„სრულიად ქართული სარაგბო თემის სახელით სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ 21 მაისს 24 წლის ასაკში გარდაიცვალა ლელო სარასენსის და მზარდი საქართველოს მორაგბე, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, გუჯა სურგულაძე. საქართველოს რაგბის კავშირისა და სარაგბო ოჯახის სახელით თანავუგრძნობთ გუჯას ოჯახსა და მეგობრებს“, – ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მორაგბის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

წყარო: primenewsgeorgia.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი