საქართველოს პრეზიდენტის პრეს სპიკერი რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად – ქიბარ ხალვაშის სიტყვა

0
317

“მე არ ვაპირებ ტელევიზიის გაყიდვას, მაგრამ მე არ გპირდებით, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ვიქნები,” – ეს განცხადება ქიბარ ხალვაშმა ტვ პირველის ეთერში გააკეთა.

ხალვაში, რომელსაც დღეს უზენაესმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანიის წილის 60% მიაკუთვნა, აცხადებს, რომ ის კომერსანტია და აკეთებს ბიზნესს იმისთვის, რომ ქონება გაამრავლოს.

მისივე თქმით, მისთვის რუსთავი2 არის მატერიალური ქონება ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურებისთვის.

„მე ვარ კომერსანტი, მე ვარ ბიზნესმენი, რომელიც აკეთებს ბიზნესს იმისთვის, რომ თავისი ქონება გამრავლდეს. მე ტელევიზია არ მჭირდება იმისთვის, რომ დავიცვა პარტიული ინტერესი ან გავამრავლო ჩემი ქონება. ეს პრაქტიკაში არსებობს,  ორი წლის განმავლობაში ვიყავი ხელმძღვანელი და  არასდროს არ გამომიყენებია არც ერთი კონკურენტის წინააღმდეგ,  არ გამიკეთებია არც ერთი კრიტიკული გადაცემა რომელიმე ბიზნესის საწინააღმდეგოდ. ასე რომ, მე არ ვარ ის ადმიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება. ეს ჩემთვის არის მატერიალური ქონება და  ჩემი ზარალის ნაწილის ანაზღაურების საშუალება. მე არ ვაპირებ ტელევიზიის გაყიდვას, მაგრამ მე არ გპირდებით, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ვიქნები,“ -განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში, გაყიდის თუა არა ის ტელევიზიას საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანზე, ხალვაში პასუხობს: „მე მახსოვს პერიოდი, როდესაც პატარკაციშვილს სთავაზობდნენ რკინიგზას ტელევიზიის სანაცვლოდ. მახსოვს ეს ისტორია და ასე ყველაფერი ფული არ არის და ყველაზე მდიდარი ადამიანები ცნობილი არიან იმით, რომ ყველაზე მეტს არ იხდიან და ის ყველაზე კარგი მყიდველი აპრიორი არ შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, ეს გამორიცხულია და არავითარი პრიორიტეტი არ არსებობს,“ – აცხადებს ხალვაში.

რუსთავი 2-ის საქმე არ იყო სამართლებრივი დავა. იმიტომ, რომ ეს რომ ყოფილიყო სამართლებრივი დავა, სანერვიულო არაფერი იქნებოდა,“ – ასე აფასებს იურისტი დავით ჯანდიერი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.

არჩევანის ეთერში დავით ჯანდიერმა აღნიშნა, რომ დიდ პალატას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა.

„ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც ამ სასამრთლოს უნდა გამოეტანა, უნდა გაეუქმებინა სააპელაციო სასამართლოს უკანონო განაჩენი,“ – განაცხადა დავით ჯანდიერმა.

მწერალი მამუკა ხერხეულიძე გადაცემა არჩევანში განაცხადა, რომ „თუ არ იქნება სიტყვის თავისუფლება, არ იარსებებს არც ერთი უფლება, რომელსაც ადამიანები დაიცავენ“.

„რომ არ არსებობდა სასამართლო, ვიცოდით. ვიცოდით, რომ მიტაცებული იყო კონსტიტუციური უმრავლესობა, ვიცოდით, რომ ერთი ტელეფონის ზარით იმართება ქვეყანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვითმენდით. ვამბობდით იმას, რომ წითელი ზღვარი იქნებოდა რუსთავი2 და დღეს ეს ზღვარიც გადალახულია. ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურა, რაც დღეს გაფორმდა,“ – განაცხადა მამუკა უგრეხელიძემ.

რუსთავი2-ის მხარდასაჭერად სამაუწყებლო კომპანიის ეზოში ხალხს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ეკა მიშველაძე, შემოუერთდა.

„მე აქ ვიმყოფები, როგორც ჟურნალისტი, მე აქ ვიმყოფები, როგორც მოქალაქე, მე აქ ვიმყოფები ჩემი კოლეგების მხარდასაჭერად, მე აქ ვიმყოფები თავისუფალი სიტყვის დასაცავად, კრიტიკული, განსხვავებული აზრის დასაცავად და მე აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო კარგი, უფრო მყარი, უფრო ძლიერი დემოკრატია,“ – აცხადებს ეკა მიშველაძე.

მისი აზრით, სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებს ერთმანეთის მხარში დგომა ხშირად უწევთ. ის აცხადებს, რომ მას უკეთესის მოლოდინი აქვს და ფიქრობს, რომ რუსთავი2 გადარჩება.

„მე მინდა, რომ გაგამხნევოთ პირველ რიგში და მოვედი მართლა ამიტომ. მე მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი არ არის ისე ცუდად, როგორც ახლა ჩანს დღეს, აი აქ, როდესაც ხალხი არის ძალიან აღელვებული. თქვენს გვერდით არის ყველა. პრეზიდენტი ყოველთვის ამბობდა, რომ არის რუსთავი2-ის დამცველი, მხარდამჭერი. უბრალოდ, მე დღეს ვერ გეტყვით ოფიციალურ პოზიციას, ამის შესახებ ვრცლად ვისაუბრებთ ხვალ,“ – აცხადებს ეკა მიშველაძე.

„სამწუხაროდ, ის გამოცდა, რომელიც ქონდა უზენაეს სასამართლოს ვერ ჩააბარა,“ – ასე აფასებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.

„გუშინ ჩვენ ვიზეიმეთ ვიზალიბერალიზაციის ოფიციალურად გაფორმება, დღეს უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსთავი 2 აღარ არის ის რუსთავი 2, რომელიც იყო რამდენიმე საათის წინ,“ – განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხალვაში რუსთავი 2-ს არ მიცემს დამოუკიდებლობის საშუალებას.

„გადავდგით რიგითი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ტიპის გადაწყვეტილება,“ – ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა გააკეთა.

„გადავდგით რიგითი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ტიპის გადაწყვეტილება, სადაც არა მხოლოდ რუსთავი 2-თან მიმართებაში, არამედ თუ გავაანალიზებთ იმას, რა ხდება მედია სივრცეში ბოლო პერიოდში, ფაქტია, რომ სულ უფრო და უფრო მცირდება სივრცე კრიტიკული აზრისთვის და სულ უფრო მეტად მცირდება სივრცე განსხვავებული პოზიციების გამოვლენისთვის და ეს არის ძალიან შორს იმისგან, რომ ეს სივრცე ეზღუდებათ მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებს. ეს სივრცე ეზღუდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც უამრავ თემაზე ფიქრობენ განსხვავებულად, ვიდრე ერთი მმართველი პოლიტიკური ჯგუფია,“ – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

„გადავდგით რიგითი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ტიპის გადაწყვეტილება,“ – ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა გააკეთა.

„გადავდგით რიგითი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ტიპის გადაწყვეტილება, სადაც არა მხოლოდ რუსთავი 2-თან მიმართებაში, არამედ თუ გავაანალიზებთ იმას, რა ხდება მედია სივრცეში ბოლო პერიოდში, ფაქტია, რომ სულ უფრო და უფრო მცირდება სივრცე კრიტიკული აზრისთვის და სულ უფრო მეტად მცირდება სივრცე განსხვავებული პოზიციების გამოვლენისთვის და ეს არის ძალიან შორს იმისგან, რომ ეს სივრცე ეზღუდებათ მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებს. ეს სივრცე ეზღუდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც უამრავ თემაზე ფიქრობენ განსხვავებულად, ვიდრე ერთი მმართველი პოლიტიკური ჯგუფია,“ – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, ორგანიზაციამ მიაწოდა საქართველოში მოქმედ საელჩოებს რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია.

არჩევანის ეთერში ეკა გიგაურმა ქიბარ ხალვაშის მიერ გაკეთებულ განცხადებას არასერიოზული უწოდა.

„რაც შეეხება ამ ინფორმაციას და განცხადებებს, მგონი არასერიოზულია და ვხედავთ რამდენად არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი