საქართველოში ქარხნის მშენებლობაზე ქართულმა მხარემ Tesla-სთან კომუნიკაცია დაამყარა

2
774

საქართველოში ქარხნის მშენებლობაზე ქართულმა მხარემ Tesla-სთან პირველადი კომუნიკაცია დაამყარა,- ამის შესახებ „საქმიანი დილას“ პირდაპირ ეთერში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ციკოლიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ ინტერესი დააფიქსირა და კომპანიისგან პასუხს ელოდება.

“პირველადი კომუნიკაცია შედგა, ჩვენ ჩვენი ინტერესი დავაფიქსირეთ და პასუხად მივიღეთ, რომ შემდეგი ეტაპისთვის გადასვლისთვის შიდა ანალიზი მოხდება და იმ შემთხვევაში თუ კომპანიის პროექტებში ჯდება ჩვენი რეგიონი, კომუნიკაციის გაგრძელების საშუალება გვექნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან დამატებით ვეცდებით კომუნიკაციის კიდევ სხვა გზები ვიპოვნოთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ საქართველო პოზიტიურად წარმოვაჩინოთ და ყველა დადებითი მხარე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია ინფორმაცია მივაწოდოთ”,- განაცხადა გიორგი ციკოლიამ.

შეგახენებთ, უახლესი ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია Tesla ქარხნის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც ადგილმდებარეობა ჯერ არ შეურჩევია.

ტესლა ქარხანა კალიფორნიაში: https://www.tesla.com/factory

წყარო: bm.ge

2 კომენტარები

  1. სარწმუნეობრივ პოლიტიკურ ორგანიზაცია ,,ძლევაი საკვირველ”-ში გვყავს წევრი რომელმაც სრულად იცის თუ როგორ შექმნას ელექტრო ძრავი რომელსაც დატენვაც არ ჭირდება ის მხოლოდ აკუმულიატორზე იმუშავებს და მანამდე ვიდრე აკუმულიატორს გარანტია აქვს 1-1,5 წელიწადი. ეს ცოდნა 1%- არ შეადგენს რაც ჩვენი ორგანიზაციის წევრებს გააჩნია(ძვირფასი მეტალების მოპოვების შესახებ, სასმელი წყლის მოპოვება-გასაღებაზე, ნავთობის და გაზის საბადოების ადგილ მდებარეობაზე და ა.შ.) ასე რომ მთავარია გავეკლესიურდეთ და შემდეგ უფლისგან გამოვითხოვოთ თავის-უფლება!

    • ილონ მასკმა ვითომ ღმერთისაგან გამოითხოვა თავის ქარხნის მშენებლობის უფლება ?

      ჰა კაი დავუშვათ ეს მასკი მორწმუნე ბაპტისტია ან იეღოველი.. ათეისტმა კომუნისტებმა როგორ შექმნეს გიგანტური ინდურსრტრია და როგორ დაასწრეს მორწმუნე ამერიკელებს კოსმოსში ადამიანის გაშვება ?

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი