საქართველოში ყველაზე პოპულარული ვებგვერდი პორნოსაიტია – Alexa.com-ის რეიტინგი

0
457

ვებგვერდების პოპულარული მთვლელის Alexa.com-ის მიხედვით, დღეისათვის საქართველოში ყველაზე პოპულარული ვებგვერდი პორნოსაიტია –  Porn555.com

საქართველოში ყველაზე პოპულარული 10 ვებგვერდი ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

  1. Porn555.com
  2. Youtube.com
  3. Google.ge
  4. Google.com
  5. Ok.ru
  6. Facebook.com
  7. Mail.ru
  8. Myvideo.ge
  9. Vk.com
  10. Google.ru

Alexa.com მხოლოდ ვებგვერდების შედეგებს ითვლის და მისი მონაცემები არ ეხება (და შესაბამისად არ ითვლება) მობილურ აპლიკაციებს, რომლის მეშვებოთაც სმარტფონის მომხმარებლები სარგებლობენ სხვადასხვა სოციალური ქსელით, მაგალითად ფეისბუკით.

ზემოხსენებული პორნოსაიტი აზერბაიჯანში მე-18 ადგილზეა, სომხეთში მე-10 ადგილზე, უკრაინაში 28 ადგილზე, თუმცა ზოგადად პორნოსაიტი პირველ ადგილზე საქართველოს მეზობელ არც ერთ ქვეყანაში არ არის.

Porn555.com მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული ვებგვერდების რეიტინგებში 97-ე ადგილზეა, თუმცა მან ბოლო თვეში 39 ადგილით წაიწია წინ. ეს ვებგვერდი გერმანიაში მე-60 ადგილზეა, ხოლო ინდოეთში 43-ზე.

Alexa.com-ის მიხედვით, ვებგვერდის მომხმარებლების უმრავლესობა კაცები არიან. ვებგვერდზე ძირითადად სახლიდან შედიან.

წყარო: netgazeti.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი