საქართველოში ჩამოტანილი აპარატურით მე-4 სტადიის სიმსივნის მკურნალობა იქნება შესაძლებელი

0
426

უახლესი თაობის რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით, რომელიც ონკოლოგიური პაციენტებისთვის აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკაში იქნება ხელმისაწვდომი, 1 მილიმეტრამდე სიმსივნის დასხივება იქნება შესაძლებელი, ისე რომ გვერდით მდებარე ქსოვილები არ დაზიანდეს. 

როგორც “აიპრესს” ონკოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ონკოლოგიის დარგში მაკა მაღლაკელიძემ განუცხადა, ახალი აპარატურით მეოთხე სტადიის სიმსივნის მკურნალობაც არის შესაძლებელი. ავადმყოფობის ამ ეტაპზე მკურნალობა პროცესის შეჩერებისკენ იქნება მიმართული.

“საერთოდ ქირურგიული მეთოდები ზოგადად გამოიყენება სიმსივნეების ყველა სტადიაზე მკურნალობისთვის, უბრალოდ განსხვავება არის იმაში, რომ სიმსივნის საწყის სტადიაზე მკურნალობა და მათ შორის რადიოქირურგიული მკუნალობა მიმართულია სრული გამოჯანმრთელებისაკენ, თუმცა უკვე ეს სისტემა მოგვცემს იმის შესაძლებლობასაც, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნეებსაც ვუმკურნალოთ, ანუ შესაძლებელი გახდება მეტასტაზური სიმსივნეების დასხივება, თუმცა მკურნალობას ექნება, რა თქმა უნდა, მიზანი პროცესის შეჩერებისა, სიცოცხლის გახანგრძლივებისა და კარგი ხარისხის შენარჩუნებისა”,-აცხადებს მაკა მაღლაკელიძე.

წყარო: ipress.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი