სიგარეტი კიდევ გაძვირდება ? და რამდენით ?

0
171

თბილისში თამბაქოს სხვადასხვა ჯიხურებში თამბაქოს ნაწარმზე ფასის მატება შეიმჩნევა. როგორც დღეს ,,ნიუპოსტის” კორესპონდენტ თამბაქოს სარეალიზაციო ჯიხურებში განუცხადეს, ფასის მატება დღეიდან დაიწყო და თითქმის ყველა სიგარეტი მინიმუმ 10 თეთრით გაძვირდა.

გასულ წელს დაანონსდა, რომ 2017 წლიდან სიგარეტზე ფასები უნდა გაძვირებულიყო. მთავრობის გეგმის მიხედვით, ყოველ წელს ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის გადასახადი დაახლოებით 40 თეთრით უნდა გაიზარდოს, შესაბამისად, თამბაქოს პროდუქტი, 40-50 თეთრით გაძვირდება. აქედან გამომდინარე, ყველაზე იაფი სიგარეტის (სტანდარტული კოლოფის) ფასიც კი 2,5 ლარს გადააჭარბებს. ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან იმპორტიორები, რომლებიც მთავრობას საკუთარ გეგმას სთავაზობენ. ისინი უფრო ნაკლები განაკვეთის დაწესებას მოითხოვენ.

გადასახადის ზრდას ითვალისწინებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც აქციზიდან შემოსავალი 1.085 მლრდ ლარს უტოლდება. 2016 წლის გეგმის მიხედვით, აქციზიდან შემოსული თანხა 1.012 მლრდ ლარია.

ბიუჯეტი, აქციზის გადასახადის დამატებით 73 მლნ ლარს მიიღებს. მატება, ძირითადად, თამბაქოს პროდუქციაზე დამატებითი გადასახადის ხარჯზე მოხდება.

რაც შეეხება უკანასკნელ დღეებში თამბაქოს ნაწარმზე მომატებულ ფასებს, როგორც „ნიუპოსტს“ ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, მათი მხრიდან ამ კუთხით არავითარი ცვლილება არ განხორცილებულა და არც აქციზზე არ მომატებულა ფასები.

კომპანია „თ&რ დისთრიბუშენის“ წარმომადგენელი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დღეს მოხდა მათ მიერ შემოტანილ თამბაქოს ნაწარმზე ფასების მატება, თუმცა ვერ ასახელებს კონკრეტულად მიზეზს, რამაც აღნიშნული გამოიწვია. როგორც „ნიუპოსტს“ კომპანიაში განუცხადეს, მათ ნაწარმზე ფასები ყველაზე ბოლოს მოემატა. „თ&რ დისთრიბუშენს“ შემოაქვს: KENT-ის, PALL MALL-ის, Rothmans-ის, VOGUE-ის, LUCKY STRIKE-ისა და VICEROY-ს თამბაქოს ნაწარმზე.

თამბაქოს ფასებმა მოიმატა სადისტრიბუტორო კომპანია „ჯეი თი აი კავკასუსის“ პროდუქციაზეც, კომპანიას შემოაქვს: Winston-ის, Camel-ის, Sobranie-ს, Glamour-ის ნაწარმი.

წყარო: tzona.org

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი