სკანდალი – ეშელონური შეტევა საქართველოზე 2017

0
491

საქართველოს თავდაცვის ერთ-ერთი ბოლო ეშელონი შეიძლება დაეცეს. თბილისში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრის პარალელური ვიზიტების შემდეგ ერევანი საქართველოს გავლით ახალი სატრანსპორტო დერეფნის შესახებ ალაპარაკდა. შეთანხმებების დეტალებს არ ამხელენ, მაგრამ ვარიანტების სიმწირე სულ უფრო გვიბიძგებს დასკვნისკენ – თბილისი დაეთანხმა ან შეიძლება მალე დაეთანხმოს აფხაზეთზე რკინიგზის გახსნას. ყველა ლოგიკური შედეგით – სეპარატისტების, როგორც მხარის აღიარებით, რუსეთიდან სომხეთისკენ გაგზავნილი ტვირთების გაუკონტროლებლობის რისკითა და საქართველოსთვის ნულოვანი ეკონომიკური ეფექტით. ამ დასკვნისკენ დამკვირვებლებს ივანიშვილის ოდინდელი დოქტრინაც უბიძგებს – რკინიგზის აღდგენის საკითხი აღარ განიხილება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოთხოვნასთან ერთად.

 

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი