სოსო რობაქიძე დააკავეს ?

0
377

”ყურადღება! სოსო რობაქიძე ახლახან პოლიციამ დააკავა!”, – ინფორმაციას სოციალური ქსელის პირად გვერდზე ჟურნალისტი ზაზა დავითაია ავრცელებს:
“ნაცების” მიერ სადისტურად მოკლული ბუტა რობაქიძის მამა და ბიძა, სოსო და ვასიკო რობაქიძეები რამდენიმე წუთის წინ დააკავეს და ახლა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. ეს ამბავი დიტო ჩუბინიძემ გადმომცა, რომელთანაც ვასიკო რობაქიძეს მოუხერხებია დაკავშირება. სოსო რობაქიძე ახალნაოპერაციებია. იმედია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაკავების მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ უამრავი სისხლიმსმელი, კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი ნაცი მშვიდად დადის ქუჩაში და დასჯის ნაცვლად, პირიქით ემუქრება საზოგადოებას!”, – წერს დავითაია.

სოსო რობაქიძესთან ერთად მისი ძმა, ვასილ რობაქიძეც დაკავებულია. ორივეს დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

წყარო: marshalpress.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი