სროლა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან თავდასხმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან

0
230

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან თავდასხმის შედეგად ქალი გარდაიცვალა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. თავდასხმის დეტალები უცნობია, თუმცა, მოწმეებმა დაშავებული ადამიანები დაინახეს – ასევე, მამაკაცი დანით, რომელსაც პოლიციამ ესროლა. არსებული ინფორმაციით, მან პოლიციის ოფიცერი დაჭრა. ასევე, გავრცელდა ცნობები იმაზე, რომ ვესტმინსტერის ხიდზე მანქანამ ადამიანები გაიტანა.

ადგილზე პოლიციის ათეულობით მანქანაა მობილიზებული, ასევე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები. პოლიცია მომხდარს ტეროტისტულ აქტად განიხილავს.

წყარო: tabula.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი