სრულად იკრძალება მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში?

0
500

უახლოეს დღეებში საქართველოს საკანონმდებლო ორგანო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის სასესიო განხილვებს დაიწყებს. წარმოდგენილი კანონპროექტით, სრულად იკრძალება მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (რესტორნებში, კაფე-ბარებში, სტადიონებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში, არასამარშრუტო ტაქსიში, მეტროპოლიტენში, მატარებელში, ტრამვაისა და ტროლეიბუსში, გემზე, კატერებსა და სხვა სანაოსნო საშუალებებზე); იკრძალება ყველანაირი რეკლამა (გარე, ბეჭდური) და ყველანაირი მარკეტინგული აქტივობა; ასევე, იკრძალება გაყიდვის წერტილებში თამბაქოს გამოსაჩენ ადგილებზე განთავსება;

ჯანმრთელობისთვის თამბაქოს მავნებლობის შესახებ შეტყობინების ზომა იზრდება 30-დან 65%-მდე; აკრძალვა შეეხება ელექტრონული სიგარეტებსაც, რადგან ისიც თამბაქოს პროდუქტებში შედის (მათი რეგულაცია იქნება სხვა თამბაქოს პროდუქციის ანალოგიური); საჯარო მოხელეებს არ ექნებათ უფლება, შეხვდნენ თამბაქოს ბიზნესის წარმომადგენლებს; თამბაქოს წარმოებით და მოხმარებით გამოწვეულ ზიანზე ვალდებულება ეკისრებათ თამბაქოს ბიზნესებს; და ბოლოს, თამბაქოს ბიზნესებს აეკრძალებათ სხვადასხვა კულტურული და სოციალური მიზნით თანხების გაღება.

წყარო: postalioni.com

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი