რეკლამა რომლითაც იშოვება ფული – შენი წარმატების გარანტი

0
60
One hundred dollar bills in the shape of a heart isolated on white background The love of money

ბოლო წლებში განსაკუთრებულად განვითარდა სოციალური მედია და ციფრული მარკეტინგი. კომპანიის სარეკლამო სტრატეგიის ამ მიმართულებით დაგეგმვაც სულ უფრო მიზანშეწონილი ხდება. ეს არის არსებულ ან პოტენციურ მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომის ეფექტური საშუალება. მოდით გავიგოთ, რას გვირჩევენ ახალგაზრდა მეწარმეთა საბჭოს (Young Entrepreneur Council – YEC) წარმომადგენლები 11 ყველაზე მომგებიანი ინტერნეტ პლატფორმის შესახებ.

WeChat marketing 

WeChat არის Twitter–ისა  და Facebook–ის ჩინური ვერსია. კომბინირებული მარკეტინგული მიდგომა და კონტენტი. ვისაც აღმოსავლეთ აზიის ბაზარი აინტერესებს, უეჭველად დასჭირდება ამ პლატფორმის გამოყენება, რომელშიც უკვე 650 მილიონი მომხმარებელია დარეგისტრირებული.

Snapchat geofilters 

2015 წელს Snapchat-მა დაიწყო geofilters  სისტემით რეკლამირება ისეთი ბრენდისთვის, როგორიცაა McDonald’s. 2016 წლიდან კი იგეგმება ამ მიმართულების განვითარება. ეს პლატფორმა ერთ–ერთი უდიდესია მსოფლიოში და თავისი განსხვავებული მიდგომით ხელს უწყობს ბრენდებს ჩამოყალიბებაში, ცნობადობის გაზრდასა და  მომხმარებელთან კავშირში.

Pinterest advertisements 

2016 წელს დიდი ინვესტირება  განვახორციელეთ Pinterest–ში.  დავაკვირდით, რომ ROI იზრდება, როდესაც ამ საიტისთვის კონტექსტურ ინფორმაციას ვქმნით. შემოსავალი მოაქვს ყოველ დაწკაპუნებას, მომხმარებელიც კმაყოფილია და ბიზნესიც ვითარდება. ამ მზარდი მაჩვენებლის წყალობით, მოვახდინეთ Pinterest–ის მასშტაბირება, ახალ საფეხურზე გადასვლა, რაც უფრო გაზრდის ინტერესს სხვა სეგმენტებშიც.

Psychographic targeting 

კვლევებმა აჩვენა, რომ YouTube–სა და Facebook-ზე განთავსებული ვიდეო რეკლამა სერიოზულად ზრდის  ROI–ს . 2016 წლის მიზანია, გავზარდოთ ვიდეორეკლამის რაოდენობა YouTube–სა  და  Facebook-ზე, მოვარგოთ  სხვადასხვა  სეგმენტს და მოქნილად შევთავაზოთ მომხმარებელს.  ვიდეოს ავტომატური გაშვება საშუალებას იძლევა გამოვიმუშაოთ მეტი თანხა და გავზარდოთ მაყურებელთა რაოდენობა მთელს ინტერნეტში. დღევანდელი მომხმარებელი რეკლამისგან ელის მეტ სიმარტივეს, მხიარულებას, გართობას და თუ ამ ყველაფერს სამიზნე აუდიტორიასთან ფსიქოგრაფიულ მიდგომას დაუმატებთ, მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

Facebook to Instagram integration 

მას შემდეგ, რაც Facebook-მა და Instagram-მა თანამშრომლობა დაიწყეს, შესაძლებელი გახდა მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტურად წინ წაწევა.  ადრე ეს ხელმისაწვდომი მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის იყო, დღეს კი მცირე და საშუალო ბიზნესის რეკლამირებაც, პარალელურ რეჟიმში, Facebook– სა და Instagram–ზე, სერიოზულ შედეგს გვაძლევს.

Video content

2016 წლის დასაწყისიდან საგრძნობლად იზრდება ვიდეო კონტენტის რიცხვი. ეს მიდგომა გაზრდის როგორც ბრენდების ცნობადობას, ისე ტრაფიკს საიტზე.

Native advertising 

ტენდენციები იცვლება და ბოლო პერიოდია ვაკვირდებით სიტყვიერი რეკლამის ეფექტიანობას. ეს მომავლის სარეკლამო მიმდინარეობაა. ბრენდებმა, გამომცემლების მსგავსად, ხარისხიანი მასალის შექმნა დაიწყეს. ამგვარად, მომხმარებელს მეტად ხარისხიან ინფორმაციას აწვდიან, შედეგად ზრდიან კავშირსა და ნდობას მათთან. კონტენტი რეკლამის მომავალია.

External content marketing

ჩემი ბიზნესი ეფუძნება მომხმარებლებს, რომელთაც საერთო იდეები აქვთ. მე დაინტერესებული ვიყავი გამეყიდა ჩემი ბიზნესი, ასევე  იყვნენ ადამიანები, ვისაც თავისი ბიზნესისთვის სჭირდებოდა კონტენტი და ტრაფიკი, ამიტომ შევქმენი მომგებიანი კონტენტი, რომელმაც გააერთიანა ჩემი და მათი ინტერესები. შედეგად, სამივე მხარე მოგებული დავრჩით ისე, რომ ჩემი ბიზნესის რეკლამა ერთი ცენტიც არ დამიჯდა.

AdWords call-only advertisements 

ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე სარეკლამო კამპანია,  რომელიც გულისხმობს მხოლოდ სატელეფონო კავშირს– call-only, დამკვეთი კი იხდის მხოლოდ კლიკებზე pay-per-click.  ასეთი მიდგომა აუმჯობესებს ურთიერთობას მომხმარებელსა და კომპანიას შორის. მომხმარებელმა უნდა შეავსოს მხოლოდ რამდენიმე მარტივი ველი, ყოველგვარი წერილობითი უკუკავშირის გარეშე.  თანამედროვე ტენდენცია ამტკიცებს, რომ ყველას აქვს პირადი მობილური ტელეფონი, ამიტომ მომხმარებელი დროულად ღებულობს საჭირო ინფორმაციას სატელეფონო ზარის საფუძველზე. რეალურ ადამიანთან, კომპანიის წარმომადგენელთან სატელეფონო საუბარი  საგრძნობლად ზრდის გაყიდვების ალბათობას.

Influencer advertising 

დავაკვირდით, რომ ბანერული რეკლამის შედეგიანობამ იკლო, ამიტომ უფრო ინტენსიურად განვიხილავთ შთამაგონებელ რეკლამას. როგორც თამაშების შემქმნელმა კომპანიამ, საკმაოდ კარგი შედეგიც მივიღეთ მსგავსი მიდგომით. მომხმარებლები ერთმანეთს სრულიად უნებლიედ უზიარებენ გამოცდილებას კონკრეტულ თამაშზე და ამ გზით გადასცემენ ინფორმაციას. სულ უფრო მეტი ბიზნესი დაიწყებს ამ მიდგომის დანერგვას.

Instagram ads 

EVENTup იყენებს რეკლამის ვიზუალურ მოდელს, ამიტომაც ავირჩიეთ Instagram.  ფოტოები უზრუნველყოფენ ვიზუალურ  ეფექტს, ჩვენ კი ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი, მომხმარებელი შემოვიყვანოთ ჩვენს გვერდებზე, შევქმნათ მეტი დაინტერესება და ამით გავზარდოთ ჩვენი კომპანიის ცნობადობა.

წყარო: marketer.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი