ტრამპი: ჩვენ ვამდიდრებდით სხვა ქვეყნებს და ვიცავდით მათ საზღვრებს, ეს წარსულში დარჩება

0
324

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკისგან სხვა ქვეყნების საზღვრების დაცვა არასწორი დამოკიდებულება იყო.

თავის პირველ სიტყვაში, რომლითაც მან ამერიკელებს უკვე პრეზიდენტის ამპლუაში მიმართა, აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი მთავრობა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნებს.

„ჩვენ გვაქვს ერთი გული და ერთი სახლი. ფიცს გაძლევთ, როდესაც ოვალურ ოფისს გადავიბარებ, მხოლოდ ამერიკელი ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილებებს მივიღებთ.

ჩვენ ვიცავდით სხვა ქვეყნების საზღვრებს და ამავე დროს, ჩვენი სამხედრო ძალის დასუსტება დავუშვით. გავიღეთ ტრილიონობით დოლარი სხვა ქვეყნების გამდიდრებაში, როცა ამერიკაში ინფრასტრუქტურა დაირღვა და დაიშალა.

ქარხნები ერთმანეთის მიმდევრობით დაიხურა, მილიონობით მუშა უმუშევარი დარჩა. საშუალო ფენის სიმდიდრე გაქარწყლდა და სხვა ქვეყნებს დაურიგდა, მაგრამ ეს იქნება წარსულში, ახლა, ჩვენ მხოლოდ მომავალს ვუყურებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სრულიად ახალი ხედვით იმუშავებს და, ვაჭრობა, გადასახადები თუ საგარეო საქმეები, მხოლოდ ამერიკელი ხალხის ინტერესებზე იქნება დაფუძნებული.

„ეს იქნება ამერიკელი მუშების ინტერესებზე. აღარ უნდა დავუშვათ, რომ სხვა ქვეყნებმა მოიპარონ ჩვენი სიმდიდრე. მე ვიბრძოლებ თქვენთვის ბოლო ამოსუნთქვამდე და არასდროს, არასდროს არ გიღალატებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
წყარო: mpress.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი