უკვე ცნობილია, თუ ვინ ააშენა პირამიდები, ატლანტიდის არსებობის ზუსტი პერიოდი და დაღუპვის მიზეზი

0
1116

დიდი ხნის მანძილზე, მიმდინარეობს კამათი იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა უძველესი მუ, ლემურია, ჰიპერბორე, ატლანტიდა და სხვა მითიური კონტინენტები. იყო, თუ არა, დასახლებული გონიერი არსებებით და არსებობდნენ თუ არა, ჩვენი ცივილიზაციის გარდა, სხვა ცივილიზაციები დედამიწაზე.
ერთადერთი უძველესი ცივილიზაცია (შუმერებამდე), რომლის შესახებაც კონკრეტული მონაცემები არსებობს, ატლანტიდა არის. მის შესახებ, პლატონი ყვებოდა თავის დიალოგებში – «ტიმეოსსა» და «კრიტიაში». აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთადერთი წყაროა, ატლანტიდის ცივილიზაციის შესახებ, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.

როგორც ცნობილია, პლატონი არ გამოირჩეოდა დიდი ფანტაზიის უნარით და ამიტომ, მისი ნდობა შეიძლება. მითუმეტეს, «კრიტია» ეთნოგრაფიული ბალადა კი არა, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შექმნილი ნაშრომი არის. ატლანტიდის არსებობის ყველა დანარჩენი «ფაქტი» – ნათელმხილველების მონათხრობია, ე. წ. «საინფორმაციო ველებთან» კონტაქტის შემდეგ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლებელია მოგონილიც კი იყოს, მაგრამ სწორედ მათი წყალობით გაჩნდა ისეთი «მეცნიერება», როგორიც ატლანტოლოგია არის. უფრო მეტიც, არსებობს ინსტიტუტები, რომლებშიც ატლანტების ცივილიზაციას სწავლობენ და ყველა ატლანტოლოგს, საკუთარი ვერსია აქვს, ატლანტების ცხოვრების და მათი ქალაქ-სახელმწიფოს დაღუპვის შესახებ.

ყველაზე ცნობილი ნათელმხილველი, რომელიც ამ სფეროში მუშაობდა, ედგარ კეისი (1877-1945) და ელენა ბლავატსკაია (1831-1891) იყო. ყველაფერი, რასაც ისინი ყვებოდნენ, ძალიან საინტერესო არის, მაგრან მტკიცებულებები არ გააჩნიათ. სკეპტიკოსებს შორის, ყველაზე დიდ ეჭვს კი ის იწვევს, რომ კონტაქტის დროს, ყველა ნათელმხილველი «საინფორმაციო ველთან» კონტაქტში, საკუთარ ენაზე შედიოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ელენა ბლავატსკაია XIX საუკუნის ბოლოს ცხოვრობდა, ხოლო ედგარ კეისი –XX ს. I ნახევარში და იმ პერიოდებში, კომპიუტერზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ და ატომური ენერგიაც, სულ ახალი აღმოჩენილი იყო. მიუხედავად ამისა, მათ ნაშრომებში ისეთი ტერმინებია ნახსენები, როგორებიც არის: კოსმოსური ხომალდი, ატომური ენერგია, გამანადგურებელი მანქანები, ატომურ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავენი და ა. შ. ყოველივე ამის შესახებ, ე. კეისი 1930 წ. წერდა «ცხოვრების წაკითხვაში». მაშინ ჯერ არაფერი იყო ცნობილი ატომურ რეაქტორებზე. ამ სფეროში, პირველი საჯარო ინფორმაცია, მხოლოდ 1935 წელს გამოჩნდა, როდესაც იაპონელმა ფიზიკოსმა, ჰიდეკი იუკავამ ბირთვებშორისი ურთიერთობების პირველი მოდელი შექმნა. მის მიერ ტექნოლოგიურ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში, ნათქვამი იყო ბირთვული ენერგიის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ და მხოლოდ 1955 წ. შეძლეს მეცნიერებმა და გემთმშენებლებმა, ატომურ რეაქტორზე მომუშავე წყალქვეშა ნავის წყალში ჩაშვება.

მაშ, ასე, გვინდა ეს თუ არა, ატლანტიდაზე როდესაც ვსაუბრობთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ ყველა სახის ინფორმაცია – დაზუსტებული თუ, ნაკლებად სარწმუნო წყაროებიდან.

როგორც პლატონი წერდა, ატლანტიდა მდებარეობდა ატლანტიკის ოკეანეში, «ჰერკულესის სვეტებს» (გიბრალტარის სრუტე) მიღმა. მთავარი კუნძულიზ ზომა 540 х 360 კმ. იყო. მასზე, სანაპიროდან 8-9 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა მაღალი მთა, რომელსაც იმ პერიოდში, ჩამქრალ ვულკანად მოიხსენიებდნენ. მაგრამ, რატომ ცხოვრობდა ასეთი განვითარებული და ძლიერი ცივილიზაცია მხოლოდ ამ კუნძულზე? პლატონი მათ ტერიტორიად მხოლოდ ამ კუნძულს ასახელებს. რატომ არ მოხდა მათ მიერ ამერიკის ან აფრიკის კოლონიზაცია? როგორც «წყაროები» ამტკიცებენ, ატლანტები უბადლო ზღვაოსნები იყვნენ და მათთვის ოკეანის გადაცურვა, დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა.
ვინც ძველი ცივილიზაციების ისტორიაში ჩახედული არის, იტყვის რომ, ატლანტებმა თავიაანთი კვალი სხვა კონტინენტებზეც დატოვეს, რომ გიზის და მის გასწვრივ პარალელზე, სხვადასხვა კონტინენტებზე, მდებარე პირამიდები, სწორედ მათ მიერ არის აშენებული. მაგრამ, ეს მხოლოდ ვარაუდია.

შესაძლებელია, ატლანტები კიდეც სტუმრობდნენ აფრიკის კონტინენტს და მისი დაპყრობაც კი უცდიათ, მაგრამ პირამიდები მათი აშენებული არ არის. რა თქმა უნდა, მათთვის ყველაფრის მიწერა შეიძლება, რაც ჩვენთვის უცნობი ტექნოლოგიით არის გაკეთებული, მაგრამ მტკიცებულებები არ არსებობს.

პირამიდების მშენებლობა ატლანტებს ტუაიოს («ტუაიო» ლინგვისტური პარალელები აქვს მაიას, აცტეკების და შუმერების ენებთან და ითარგმნება, როგორც «ცეცხლმოკიდებული, ან ალმოდებული ქვა») კრისტალის გამო დაუკავშირეს. როგორც ე. კეისი ამბობდა, ეს კრისტალი

ატლანტიდაზე, პირამიდის ფორნის ტაძრის თავზე იყო მოთავსებული და ის ენერგიის დასაგროვებლად გამოიყენებოდა. კრისტალი ენერგიას მზის, ვარსკვლავების და მიწის სიღრმიდან იღებდა. მისი ზედა ნაწილი, დაგროვილი ენერგიის ინდიკატორიც იყო – რაც უფრო ძლიერ ანათებდა, მით უფრო მეტი ენერგია იყო ბატარეაში (შესაძლებელია ეს უკანასკნელი, მიწისქვეშ იყო მოთავსებული). მისივე თქმით, კრისტალში ისეთი რაოდენობის ენერგიის დაგროვება შეიძლებოდა, რომ შეეძლო მთელი კუნძულის განადგურება და არა მარტო კუნძულის. მისი მსგავსი, შედარებით პატარა კრისტალი, ჩინეთში მდებარე, თეთრ პირამიდაზე აღმოაჩინეს და დედამიწაზე არსებული ყველა პირამიდის მშენებლობა ატლანტებს მიაწერეს.

ომი პირამიდებთან. 8 670 წ. ჩვენს ერამდე

როდესაც ღმერთი მარდუკი (ერთ-ერთი ღმერთი, ღმერთების შუმერულ პანთეონში) ახლობლებმა უმცროსი ძმის გარდაცვალებაში დაადანაშაულეს, მან თავი დიდ პირამიდას შეაფარა, იცოდა რა მისი გამოყენება ომის პირობებში.

მარდუკი, ერთ დროს, ეგვიპტური ცივილიზაციის განვითარებით იყო დაკავებული და ის ძველეგვიპტურ ჩანაწერებში, ღმერთი რას სახელით არის მოხსენიებული.

შენიშვნა: ნუ იფიქრებთ, რომ აქ მოთხრობილი ისტორია ზღაპარია. ეს ყველაფერი დოკუმენტალურად არის დადასტურებული მეცნიერთა მიერ, შუმერული ჩანაწერების დეშიფრირების შემდეგ.

P.S. შუმერები ღმერთებად ზებუნებრივი ძალების მქონე ადამიანებს მიიჩნევდნენ.
იმ დროს, როდესაც მარდუკი დიდ პირამიდაში (იგულისხმება ხეოფსის პირამიდა) გამაგრდა, პირამიდის თავზე კრისტალი იყო დამაგრებული, რომელიც ფერს მიღებული ენერგიის სახეობის მიხედვით იცვლიდა და ღია ცისფერიდან დაწყებული, კაშკაშა წითლით დამთავრებული, სპექტრის ყველა ფრად ანათებდა. მის ასამუშავებლად, პირამიდის შიგნით, რამოდენიმე პატარა კრისტალი იყო მოთავსებული, რომლის მეშვეობით, ენერგიის გენერირება და კრისტალისთვის მიწოდება ხდებოდა. ჩართვის შემდეგ, კრისტალი, პირამიდის ირგვლივ, ძლიერ გრავიტაციულ ველს ქმნიდა და შეეძლო დედამიწის ბუნებრივი მიზიდულობის ძალის «გათიშვაც». როდესაც გარვიტაციული ველი იქმნებოდა, მის პერიმეტრში შესული საფრენი აპარატი მიწაზე ვარდებოდა. ამიტომ, მარდუკის მტრები პირამიდასთან ვერ მიდიოდნენ და არც სარაკეტო და ლაზერულმა შეტევამ მოუტანა მათ წარმატება. მარდუკი მხოლოდ მას შემდეგ დანებდა, რაც წყლის არხი გადაკეტეს, რომელიც მდინარე ნილოსს პირამიდის საძირკველში მდებარე ჭასთან აკავშირებდა. წყლი პირამიდაში ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად იყო საჭირო, რომლის გარეშეც, ვერც კრისტალი იმუშავებდა და არც დამცავი ველი შეიქმნებოდა.

ამ ომის აღწერის შემდეგ, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ იმ დროს, დედამიწაზე გრავიტაციული იარაღი არსებობდა და მისი მეშვეობით, შესაძლებელი იყო დედამიწის გრავიტაციული ველის გაძლიერება ან განულება.

მარდუკის დამარცხების შემდეგ, მისმა მოწინააღმდეგებმა ჯერ პირამიდაში არსებული პატარა კრისტალების დემონტაჟი მოახდინეს, ხოლო შემდეგ, დიდი კრისტალიც დაამსხვრიეს.

სფინქსი, პირამიდები და ატლანტიდა

დღემდე ამტკიცებდნენ, რომ პირამიდები ატლანტებმა ააშენეს, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან პირამიდები უფრო ადრე აშენდა, ვიდრე ატლანტიდა. აქამდე ფიქრობდნენ, რომ პირამიდები ლომის ეპოქის დასაწყისში (იხ. «ეგვიპტის პირამიდები ჩვენი ცივილიზაციის მიერ არ არის აშენებული»), 12 000 წლის წინ არის აშენებული. ეს თარითი მეცნიერებმა სფინქსის მდებარეობის მიხედვით განსაზღვრეს. მაგრამ, დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ, დადგინდა, რომ სფინქსს კავშირი არა აქვს პირამიდებთან და ის უფრო გვიან არის გაკეთებული. გამოდის რომ, ჩვენს ერამდე, 10 000 წლის წინ, სფინქსი შექმნეს და არა პირამიდები. რაც შეეხება ატლანტიდის მშენებლობას, ისწარღვნის შემდეგ, ძვ. წ. აღრ. 10 963 წ. დაიწყო.

როგორც ზევით იყო აღნიშნული, პირამიდების მშენებლობის დროს, დედამიწაზე გრავიტაციული ძალის გათიშვის შესაძლებლობა არსებობდა და ასეთ პირობებში, 2, 5-დან – 80 ტონამდე მასის მქონე ქვების გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდა. სწორედ უწონობის პირობებში აშენდა პირამიდები და არა მონური შრომის გამოყენებით, როგორც ამას ეგვიპტოლოგები ამტკიცებენ.

და აქ ისმის კითხვა: როგორ გაჩნდა ანტიგრავიტაციული იარაღი დედამიწაზე?

ან კითხვაზე პასუხის გაცემა შუმერებს შეუძლიათ, რომლებიც დღეს ცნობილი ძველი სახელმწიფოებიდან, ყველაზე უძველესში – შუამდინარეთის ქალაქ-სახელმწიფოებში ცხოვრობდნენ.

შუმერები

როგორც თავად შუმერები გვატყობინებენ, მათი სახელმწიფი ანუნაკების («ზეციდან მოსულები» – აქადების და ასირიელების ღმერთები) მიერ იყო დაარსებული. შუმერების ღმერთების პანთეონში 12 ღმერთია. მათ შორის, ყველაზე მთავარი ღმერთი ანუ, და მისი ორი ვაჟი: ენლილი და ენკი (ეა) არიან. ღმერთების ბერძნულ პანთეონშიც 12 ღმერთი არის. ყველაზე მთავარი, ბერძნებისთვის, ზევსი და მისი ორი შვილი: აიდი და პოსეიდონი იყვნენ. ე. ი. ორ სხვადასხვა პანთეონში, სათავეში სამი ერთნაირი ღმერთი არის.

შუმერული ცივილიზაციის აყვავების პერიოდი ძვ. წ. აღრ. 4 000 – 2 000 წწ. იყო, ხოლო ძველი ბერძნული სახელმწიფოს ჩასახვა, ძვ. წ. აღრ. 2 500 – 3 000 მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილი აქვს მემკვიდრეობითობას და თუ შუმერებისთვის ხსენებული ღმერთები რეალურად არსებობდნენ, ბერძნებისთვის ისინი უკვე მითიურები იყვნენ –ბერძნებმა შუმერების ღმერთები აღიარეს და სახელები შეუცვალეს:

ანუ – ზევსი;

ენლილი – აიდი;

ენკი (ეა) – პოსეიდონი.

პლატონი «კრიტიაში» წერს: «ღმერთები შეიკრიბნენ და მთელი დედამიწა გაიყვეს». პოსეიდონს კუნძული ატლანტიდა ერგო და რადგან პოსეიდონი და ენკი ერთი ღმერთია, გამოდის რომ ენკიმ (ეა) შუა ოკეანეში მდებარე კუნძული მიიღო საკუთრებაში. იმ დროს, კუნძული უკაცრიელი იყო, მაგრამ მასზე დამალული იყო ანუნაკების იარაღი, რომელიც იქ, მათი დედამიწაზე ჩამოსვლის პერიოდიდან ინახებოდა.

ეს იარაღი იმდენად ძლიერი და სახიფათო იყო, რომ მისი გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს შეიძლებოდა. სწორედ ასეთი იარაღით გაარღვიეს ასტეროიდების საზღვარი ანუნაკებმა, როდესაც დედამიწისკე მოდიოდნენ.

ძვ. წ. აღრ. 445 000 წელს ანუნაკები დედამიწაზე პლანეტა ნიბირუდან ჩამოვიდნენ და სარაკეტო დანადგარი, ატომური და ბირთვული ბომბებით და გრავიტაციული იარაღი, შუა ოკეანეში მდებარე კუნძულზე დამალეს. ეს კუნძული მესოპოტამიიდან არც თუ ისე შორს მდებარეობდა და კარგი ორიენტირიც იყო.

ატლანტიდა

«მას შემდეგ, რაც პოსეიდონმა ატლანტიდა მიიღო, დაასახლა თავისი შვილებით, რომლებიც მოკვდავი ქალისგან შეეძინა» – წერდა პლატონი. შუმერული ჩანაწერებიდან კი ირკვევა, რომ ანუნაკები დედამიწელებზე ქორწინდებოდნენ და ენკი (პოსეიდონი) ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა. ღმერთებსა და ადამიანებს შორის ქორწინება კანონიერად არ ითვლებოდა, მაგრამ არც იგმობოდა. ასეთ ქორწინების შედეგად, იბადებოდნენ ნახევრადღმერთები, რომლებიც ღმერთებს დედამიწელებთან კონტაქტის დამყარებაში ეხმარებოდნენ.

როგორც პლატონი წერს, პოსეიდონს (ენკის) დედამიწელი კლეიტონისგან 10 ვაჟი შეეძინა, 5-ჯერ ტყუპები და როდესაც ბიჭები გაიზარდნენ, მან რაზმი შექმნა, კუნძულზე დამალული იარაღის დასაცავდა. თანდათანობით ატლანტიდაზე ადამიანები ჩადიოდნენ და თავდაცვის რაზმებში წევრიანდებოდნენ. კუნძულზე აგებდნენ დამცავ კედლებს, გაჰყავდათ არხები და პარალელურად, ეკონომიკაც ვითარდებოდა. დროთა განმავლობაში, ატლანტიდამ ისეთი სახე მიიღო, როგორადაც პლატონი აღწერდა თავის დიალოგებში: ქალაქი-სახელმწიფო დიდი პორტებით, რომლებშიც დიდი სავაჭრო გემები შედიოდნენ.

პლატონის ნაშრომების კითხვისას, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ატლანტიდა ძვ. წ. აღრ. 9 645 წ. დაიღუპა, წარღვლის შედეგად. როგორც მეცნიერებმა, ბოლოდროინდელი კვლევების შედეგად დაადგინეს, წარღვნა ჩვენს ერამდე 10 963 წელს მოხდა. ხოლო ატლანტიდა უფრო გვიან დაითუპა. რადგან პლატონი ყვებოდა, რომ ატლანტიდაზე სავაჭრო გემები შედიოდნენ, სავარაოდოდ, მასზე 2-3 მლნ. კაცი უნდა ყოფილიყო. როგორც მეცნიერებმა გამოთვალეს, ატლანტიდის მოსახლეობას ამ რაოდენობისთვის რომ მიეღწია, მინიმუმ 2 ათასი წელი იყო საჭირო და ის ხმელთაშუა ზღვის პირეთის ქვეყნებთან (სამხ. ევროპა, ჩრდ. აფრიკა) დაპირისპირების დროს დაიღუპა. პლატონი სწორედ ამ ბრძოლაზე საუბრობს, როდესაც ამბობს: «და ეს უდიდესი ძალა დაუპირისპირდა სრუტის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებს». მაგრამ, ის არაფერს ამბობს დაპირისპირების მიზეზზე. იმაზე, თუ რამ გამოიწვია ომი, რომელმაც დაღუპა ატლანტიდა. ის წერს: «და აი, ზევსმა დაინახა, რა საფრთხე, რომელიც ატლანტიდიდან მოდიოდა, შეკრიბა ღმერთები და მათ მიმართა: ცოდვა ჩაიდინეს და დამსახურების მიხედვით უნდა მიეზღოთ».

იმ პერიოდში, ომები ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მხოლოდ ომის გამო არ დასჯიდნენ მთელს ცივილიზაციას. იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა სინამდვილეში, უკან უნდა დავბრუნდეთ ძველ ეგვიპტეში, მესოპოტამიაში და კიდევ უფრო შორეულ წარსულში.

უკან წარსულში

დედამიწის კოლონიზაციის მომენტიდან, როდესაც ყველაზე დიდმა ღმერთმა ანუმ (იგივე ზევსი, ბერძნულ მითოლოგიაში) შვილებს შორის უფლებამოსილება გაანაწილა: უფროსს ვაჟს – ენლილს მესოპოტამია და დედამიწის ჩრდ. ნახევარსფერო მისცა სამართავად, ხოლი უმცროსს, ენკის – სამხ. ნახევარსფერო, როგორც თავად ამბობდა, «ცხელი აფრიკა და წყალი». გარდა ამისა, მას პლანეტაზე ინფრასტრუქტურის მოწყობაც დაევალა. ენკი ამის გამო, თავს დაჩაგრულად გრძნობდა და დაიწყო დაპირისპირება ძმებს შორის.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მასში პირამიდების მშენებლობა იგულისხმებოდა და უკმაყოფილების მიუხედავად, ენკიმ მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულა. ანუ პირამიდები ენკიმ ააშენა და არა ატლანტებმა (მართალია მანვე ააშენა ატლანტიდა, მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდა).

როგორც აღმოჩნდა, პირამიდების 4 კომპლექსი, თითქმის (მაგნიტური პოლუსი მუდმივად გადაადგილდება) თანაბარი მანძილით არის დაშორებული ჩრდ. მაგნიტური პოლუსიდან და ერთმანეთისგან. თუმცა, რისთვის იყო დაცული ასეთი სიზუსტე, ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის. სავარაუდოდ, პირამიდები საჰაერო-სანავიგაციო სარტყელს ქმნიდნენ, რომელზეც მფრინავი ობიექტები მოძრაობდნენ.

ატლანტიდის დაღუპვა

ღმერთ ენკის ორი ვაჟი ჰყავდა. უფროსს მარდუკი ერქვა, უმცროსს – დიმუზი.

ღმერთ ენლილსაც ორი ვაჟი ჰყავდა: ნანა და ნინურტა.
პირამიდების მშენებლობის შემდეგ გავიდა წლები და როდესავ მათი შვილები წამოიზარდნენ, დაპირისპირება ოჯახებს შორის, კიდევ უფრო გამწვავდა. მაშინ, მთავარი ღმერთი ანუ აღარ იყო დედამიწაზე, ხოლო ძმები, მათ შორის არსებულ უთანხმოებას ვერ აგვარებდნენ.
როგორც ზევით იყო აღნიშნული, ღმერთებმა დედამიწა წარღვნის შემდეგ გაიყვეს და ენკის (პოსეიდონს) ატლანტიდა ერგო წილად. სავარაუდოდ, წარღვნაც, რომელიც ბიბლიაში არის აღწერილი, ძმებს შორის არსებული დაპირისპირების შედეგი იყო. როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, წარღვნა დედამიწაზე ენლილის კლანმა მოაწყო. ხოლო მარდუკმა გაიგო მოსალოდნელი სტიქიის შესახებ და ხალხი (ნოე) გააფრთხილა.
კლანებს შორის დაპირისპირების უკანასკნელი ფაზა საბედისწერო აღმოჩნდა ატლანტებისთვის. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დიმუზს თავისი ბიძაშვილის შვილი – ინანი შეუყვარდა. ამ ქორწინებას ოჯახებს შორის არსებული კონფლიქტი უნდა მოეგვარებინა, ხოლო მათი შვილი, დედამიწის ერთპიროვნული მმართველი გახდებოდა.
ეს არანაირად არ აწყობდა მარდუკს. მას თავად უნდოდა პლანეტის მმართველობის ხელში ჩაგდება და ქორწილის ჩაშლის მიზნით, პროვოკაცია მოუწყო საკუთარ ძმას. მაგრამ, დიმუზი უფრო სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე მას წარმოედგინა და ის მიღებული სტრესის გამო გარდაიცვალა. მისმა საცოლემ, ინანმა შურისძიება გადაწყვიტა და დაიწყო ღია ომი კლანებს შორის. ღმერთებიც ორად გაიყვნენ: ერთი ნაწილი მარდუკს უჭერდა მხარს, მეორე – ინანს. სწორედ ეს ომი აღწერა პლატონმა თავის დიალოგებში. ეს კლანებს შორის ომი იყო და არა დაპყრობითი, როგორც ამას ის ამტკიცებდა.
მას შემდეგ, რაც მარდუკმა თავი დამარცხებულად სცნო, ენკიმაც აღიარა დამარცხება და ბრძოლა შეწყვიტა. ატლანტები კუნძულზე დაბრუნდნენ და თავდაცვისთვის მოემზადნენ, რადგან იცოდნენ, რომ მარდუკის ყველა მომხრეს რეპრესიები ელოდა. თავად მარდუკი პირამიდაში გამოამწყვდიეს და ინანის მომხრეებმა გეზი ატლანტიდისკე აიღეს.

კუნძულზე არსებული კრისტალი ტუაიო ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე დიდი პირამიდის კრისტალი. მისი გამოყენების შემთხვევაში, ენკის კლანი გაიმარჯვებდა, მაგრამ, სავარაუდოდ, დედამიწა დაიღუპებოდა და ამის შესახებ იცოდა ენკიმ. კრისტალის გარდა, კუნძულზე გრავიტაციული რაკეტაც იყო, რომელიც ე. კეისის თქმით, ორპოლუსიანი ბატარიის მსგავსად იყო მოწყობილი და მისი ერთი ბოლო მზის ენერგიით იყო დატენილი, ხოლო მეორე – მიწის. როგორ იმართებოდა ეს მოწყობილობა, უცნობია, მაგრამ ცნობილია მისი აფეთქებოის შედეგი – კუნძული და ქალაქი ატლანტიდა გაქრა. მოხდა სივრცითი სინგულაცია (მატერია ანტიმატერიად გადაიქცა) და კუნძულის ადგილზე შავი ხვრელი გაჩნდა, ისეთი, როგორიც ვარსკვლავის აფეთქების შემდეგ ჩნდება. ამის გამო, ძალიან ხშირად სვამენ კითხვას: არსებობდა კი ატლანტიდა? რომელზეც კითხვითვე შეიძლება პასუხის გაცემა: რატომ დაერქვა ატლანტიკის ოკეანეს ეს სახელი? ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა არცერთ ძველ ენას არ უკავშირდება.

ამრიგად, ატლანტიდამ, დაახლოებით, 2000 წლის მანძილზე იარსება (ძვ. წ. აღრ. 10 963 – 8 670 წწ) და უკვალოდ გაქრა.

და კიდევ, პლატონმა ატლანტიდის შესახებ, მას შემდეგ დაწერა, რაც ეგვიპტეში იმოგზაურა. ხოლო ჩვენამდე მოსული ინფორმაციის თნახმად, «… ქალაქ საისში, ერთ-ერთი ტაძრის უზარმაზარ სვეტებზე, იეროგლიფებით ამოტვიფრული იყო ისტორია ატლანტიდის შესახებ» (მ. ბეიჯენტი. «აკრძალული არქიტექტურა»).
ატლანტიდის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ეგვიპტიდან მოდის. ამის მიზეზი ის არის, რომ ქ. საისის მრავალრიცხოვან ტაძრებს, საუკუნეების მანძილზე, ქურუმები იცავდნენ, რადგან სწამდათ, რომ მთელი სიბრძნე და მთელი ცოდნა, რაც გააჩნდათ, ღმერთებმა მისცეს, მათი ცივილიზაციის ჩასახვის საწყის ეტაპზე.
ძველ ეგვიპტეში ყველაზე დიდი ღმერთი რა იყო! რომელიც, შუმერული ღმერთების პანთეონში, მარდუის სახელით არის ცნობილი.

წყარო: intermedia.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი