უკრაინაში აღარ მიშვებენ და ამიტომ მივდივარ აფრიკაში – მიხეილ სააკაშვილი

0
298

მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ იგი უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფრთხის ქვეშ დგას.

“22 ივნისის 2 მოწვევა მაქვს. ერთი ტანზანიის ხელმძღვანელობისგან დარ-ეს-სალამში (აფრიკა) კონფერენციაზე და მეორე კი ბრიუსელის სამიტზე, ევროპის სახალხო პარტიიდან. ახლახან სანდო წყარომ მაცნობა, რომ ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ უკრაინაში აღარ შემიშვებენ, ვინაიდან პოროშენკო, რომელიც ასევე იქნება ბრიუსელის სამიტზე. უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევს. მე თავიდანვე არ ვგეგმავდი ბრიუსელში წასვლას და მივდივარ აფრიკაში. ასე რომ პეტრო პოროშენკო, ნუ დარდობ, არ გაგიფუჭებთ განწყობას ბრიუსელში, ვინაიდან თქვენგან 11 000 კილომეტრის დაშორებით ვიქნები აფრიკაში და შეეშვით ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ფიქრს, ვინაიდან მე მაინც დავბრუნდები მშობლიურ კიევში” – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

წყარო: marshalpress.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი