უჩვეულო გამოსახულება ცაზე – შემაძრწუნებელი ფოტო გადაიღო

0
357

შემაძრწუნებელი ადამიანის მსგავსი ფიგურა გამოჩნდა ღრუბლებში ზამბიაში, სუპერმარკეტის თავზე. ქალაქ კიტვეში, სავაჭრო ცენტრის თავზე ჰუმანოიდის ფორმის ას მეტრამდე სიგრძის სხეული გამოისახა. მისი დანახვისას თვითმხილველები პანიკაში ჩავარდნენ.

ზოგს ეს ღმერთის გზავნილი ეგონა, ზოგმა გადაწყვიტა პატივი მიეგო მისთვის. ფიგურა ცაში ნახევარ საათს იყო გამოკიდებული. მას შემდეგ რაც თვითმხილველის მიერ გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ინტერნეტმომხმარებლებმა ის “ჰარი პოტერის” ფილმებიდან ბოროტ არსება დემენტორს შეადარეს.

წყარო: ambebi.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი