“ფეისბუქზე არ არის სალოცავი ადგილი. ნურც ხატებით ააჭრელებთ აქაურობას“ – ბერი იერონიმე

0
985

პეტრას წმინდა მონასტრის ბერი იერონიმე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
“ყველას გთხოვთ…კომენტარებში ნუ მიწერთ: უფალო შეგვიწყალენ, დიდება შენდა უფალო, სამწმინდაოს, ტროპარ-კონდაკებს, მოსახსენებელს ცოცხალთა და მიცვალებულთა, იესოს ლოცვას, მამაო ჩვენოს და ა.შ.მიზეზი:ფეისბუქზე არ არის სალოცავი ადგილი, არც იერონიმეა ღმერთი რომ ”უფალო შეგვიწყალენ” დაუწეროთ.ვისაც გსურთ რომ წმინდა მთაზე ლოცვებში მოგიხსენოთ. ძალიან გთხოვთ კომენტარებში კი ნუ წერთ მოსახსენებელს, არამედ მომწერეთ პირადში და მე გადავიტან ჩემს მოსახსენებელ წიგნაკში.

არ არის ასევე საჭირო დაკომენტარება: უფალმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ, მოგიხსენოთ და შეგიწყალოთ, თუკი ჩემთვის ლოცვა გინდათ, გულში თქვით: ღმერთო მოიხსენე

შენს სასუფეველში ცოდვილი მონოზონი იერონიმე.მართლა ვაკნინებთ სარწმუნოებას ჩვენდა უნებურად ხშირად ადამიანები, ამიტომ ვინმეს დასაცინი რომ არ გავხდეთ, შევინარჩუნოთ ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან და არა ვირტუალური, რადგან ყოვლადწმიდა სამება ჩვენს გულშია და არა ფეისბუქში. უფლის მესამე მცნება, რომელიც კაცობრიობას მოსე წინასწარმეტყველის მეშვეობით მიეცა, ასე ჟღერს: “არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“. ნურც საკუთარ პირად განცდებსა და სინანულს გამოხატავთ საჯაროდ, რადგან ეს დაფარული უნდა იყოს ყველასგან.

ასევე არ არის საჭირო ყველა ფოტოზე, მათ შორის უბრალოდ სკამზე მჯდომ სასულიერო პირის ფოტოზე სიტყვა: “ამინ”, რადგან აღნიშნული სიტყვა ნიშნავს “ჭეშმარიტად” და ყოვლად შეუსაბამოა ფოტოს შინაარსთან.სოციალური ქსელი კი გამოიყენეთ ადამიანებთან საკომუნიკაციოდ, სოციალური აქტივობისთვის. როგორც ადრე ადამიანები წერდნენ ერთმანეთს წერილებს, დღეს ეს უკვე გაცილებით მარტივია, შესაბამისად გამოიყენეთ ამ კუთხით.ნურც ხატებით ააჭრელებთ აქაურობას, ხატებისთვის არის ადგილი, სალოცავი კუთხე და ეკლესია.იმედია არ გეწყინებათ, შენდობას ვითხოვ.

ქრისტესმიერი სიყვარულით, მონოზონი იერონიმე“.

წყარო: f.dainteresdi.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი