ქართველთა ოჯახების სახლების ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა აფხაზეთში, გალში, სოხუმში, გაგრაში და კიდევ რამდენიმე ადგილას

0
626

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ხალხო, წაიკითხეთ! შოკი მაქვს!… ეს ფოტოები კი აღნიშნული პიროვნების ამ პოსტის კომენტარებში დადეს მოქალაქეებმა! დიდება უფალს!

 დავით გუა:

„აფხაზეთში საოცრებები ხდება!!!

 ახლა დამირეკეს ოკუპირებული ზემობარგებიდან, აღდგომის დღესასწაულებზე აფხაზეთში, გალში, სოხუმში, გაგრაში და კიდევ რამდენიმე ადგილას, ქართველთა ოჯახების სახლების ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა. ხალხი გაოცებულია – ჩადიან სხვადასხვა ქალაქებიდან, ჩადიან ავტობუსებით და მითხრეს დღეს მოსკოვიდან სასულიერო პირები ჩავიდნენო. აფხაზები განიცდიან, რომ მხოლოდ ქართულ ოჯახებში გამოისახაო წმინდანები. ეხლა ჩემები მანქანით მოძრაობენ ფოტოების გადასაღებად-საღამოს მომაწვდიან. დიდება უფალს. პ.ს. ჩემებმა თავიანთი თვალით ნახეს. ამიტომ სინამდვილეა!”

 საოცრებაა! ტანში ჟრუანტელი მივლის!… დიდება უფალს!” – წერს ნინო ლაბარტყავა.

წყარო: reportiori.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი