ქართველი მეომარი დავით მაყიშვილი გია ცერცვაძეზე

0
547

უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომარი დავით მაყიშვილი გია ცერცვაძის საქმეზე საუბრობს და ხელისუფლებას აკრიტიკებს. მისი თქმით, ხელისუფლება გიორგი ცერცვაძის ამბის შემდეგ უკრაინაში მყოფ სამხედროებს არ დაკავშირებია. როგორც მაყიშვილი განმარტავს, რუსულ საიტებზე მათი სახელებით გამოქვეყნდა ინფორმაცია, მათი მონაცემები კი რუსეთს ქართულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა მიაწოდეს.

„სიმართლე გითხრათ ხელისუფლების იმედი არ მაქვს, მათ გაწირეს გია ცერცვაძე, უკრაინის მთავრობამ უფრო მეტი ღირსება გამოჩინა,“ – აცხადებს დავით მაყიშვილი.

მისი თქმით, უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედროები აპირებენ ინტერპოლს მიმართონ, რათა მათი სახელები ძებნილთა სიიდან ამოიღონ.

დავით მაყიშვილმა კომენტარი გააკეთა ირაკლი სესიაშვილის განცხადებაზეც, სადაც ის სახმედროებს ურჩევს პოლიტიკურ სპეკულაციებს თავი დაანებონ.

„ჯობია მან თავის საქმეს მიხედოს. მისი მოვალეობაა პირადად დაიცვას ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი და ჩვენს ღირსებას ნუ შეეხება,“-განაცხადა მაყიშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი