ქართველ პაციენტებს თურქეთში, ან გერმანიაში სასწრაფოდ გამგზავრება აღარ დასჭირდებათ

0
313

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობის დაწყების თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა. საერთაშორისო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ განთავსდება. პროექტს ერთობლივად განახორციელებენ “თიბისი ჰოლდინგი”, “კონტი ჯგუფი” და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი.

როგორ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას აცხადებს, საერთაშორისო სტანდარტის სერვისის მიღება ჯანდაცვის კუტხით საკმაოდ რთულია.

“ჩემი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, საუბარია ჩემი მეუღლის დედაზე, მისმა ავადმყოფობამ დამანახა, თუ რამდენად რთულია იმ სერვისს მიაღწიო, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს სჭირდება და შეესაბამება. მე მასთან ერთად ვიყავი თურქეთში, საფრანგეთში და დავინახე, რომ ეს შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მე ამის საშუალება მქონდა, დავინახე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც შეჭირვებულია სწორედ ამ პრობლემის გამო.

ქართველ პაციენტებს თურქეთში, ან გერმანიაში სასწრაფოდ გამგზავრება აღარ დასჭირდებათ. ძალიან მინდა, რომ პროექტი შედგეს და ამიტომაც ვარ ჩართული მასში”, – განაცხადა ხაზარაძემ.

წყარო: businesscontract.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი