„ქართული ოცნებიდან“ 37 დეპუტატი მილიონერია, ოპოზიციიდან – 4, მთავრობაში კი ექვსი მილიონერი მინისტრია

0
407

მმართველი პარტიის 115 დეპუტატიდან 37 მილიონერია, მინისტრთა კაბინეტში კი, დეკლარაციების მიხედვით, 6 მილიონერი მინისტრია. ამ სკანდალური კვლევის შედეგები დღეს მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორი“ და პოლიტიკურმა პარტიამ „ახალი საქართველო“ წარმოადგინეს.

სოფო მუზაშვილის (“მედიატორი”) განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატების 35%, ანუ, ყოველი მესამე დეკლარირებული მილიონერია, ანუ მათი უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს. ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1. შოთა შალელაშვილი – 34. 907.760 ლარი

2. გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე – 13 მლ. ლარი (“ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ეს პირი გასამართლებულია საბიუჯეტო სახსრების მითვისებისთვის).

3. კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია – 12.414.270 ლარი

4. პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი -10 მილ. ლარი

5. ქუთაისის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი – 7.672.000 ლარი

რაც შეეხება მოქმედი მთავრობის მინისტრებს:

კახა კალაძე – 36.604.500 ლარი

ტარიელ ხეჩიკაშვილი – 11.253.000 ლარი

ქეთევან ციხელაშვილი – 9.748.000 ლარი

გიორგი გახარია – 5.019.000 ლარი

ზურაბ ალავიძე – 2.442.000 ლარი

დიმიტრი ქუმსიშვილი – 1.965.000 ლარი.

საინტერესოა, რომ კვლევაში მოხვდნენ დეპუტატები ოპოზიციური პარტიებიდანაც: „პატრიოტთა ალიანსის “ დეპუტატი ნატო ჩხეიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია და ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე დეკლარირებული მილიონერები არიან:

ნატო ჩხეიძე – 51.039.798 ლარი

კობა ნაყოფია – 8.033.500 ლარი

სერგო რატიანი – 1.560.900 ლარი

აკაკი ბობოხიძე – 1.219.450 ლარი.

წყარო: allmedia.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი