ქვეყნები, სადაც ემიგრანტებისთვის სამუშაოდ საუკეთესო პირობებია

0
285

ბრიტანულმა ბანკმა HSBC-მ გამოაქვეყნა კვლევა – მსოფლიოს 10 საუკეთესო ქვეყანა ემიგრანტებისთვის სამუშაოდ. კვლევაში 190 ქვეყნიდან 27 ათასი ადამიანი გამოიკითხა.

კვლევის თანახმად, ემიგრანტებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ-ათეული გამოკითხულთა პასუხების მიხედვით დადგინდა – თუ სად უფრო მარტივია მათთვის ცხოვრება, მუშაობა და ოჯახის ფეხზე დაყენება.

ემიგრანტებისთვის სამუშაოდ საუკეთესო ქვეყნების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1 – შვეიცარია, სადაც ემიგრანტის საშუალო ხელფასი 188.275 დოლარია;
2 – გერმანია, სადაც საშუალო ხელფასი 97.693 დოლარია;
3 – შვედეთი, ემიგრანტის საშუალო ხელფასი იქ 84.802 დოლარია;
4 – არაბეთის გაერთიანებული საამიროები, სადაც ემიგრანტებს საშუალოდ 112.820 დოლარი აქვთ ხელფასი;
5 – ნორვეგია – ემიგრანტებს საშუალო ხელფასი 97.486 დოლარია;
6 – სინგაპური, ემიგრანტებს იქ საშუალოდ 138.641 დოლარი აქვთ ხელფასი;
7 – ავსტრია, ემიგრანტების საშუალოდ 85.288 დოლარიანი ხელფასით;

8 – ჰონგ-კონგი, სადაც საშუალო ხელფასი ემიგრანტებისთვის 169.756 დოლარია;
9 – გაერთიანებული სამეფო 83.227 დოლარიანი საშუალო ხელფასით;
10 – ბაჰრეინი, სადაც ემიგრანტთა საშუალო ხელფასი 98.622 დოლარია.

წყარო: bpn.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი