ღამის მგლების წევრები თბილისში არიან?

0
482

თბილისში, სავარაუდოდ, ღამის მგლების წევრებმა შემოსვლა მაინც მოახერხეს. On.ge-ს მკითხველმა ფოტო გამოუგზავნა, სადაც ასახულია პირი, რომელსაც “ღამის მგლების” ქურთუკი აცვია. როგორც ფოტოს მომწოდებელმა გვითხრა, ფოტო თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზეა გადაღებული.

ფოტოზე ჩანს მოტოციკლი, რომელსაც რუსული სანომრე ნიშნები აქვს.

On.ge ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება განმარტებას.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს განაცხადა, რომ მესაზღვრეებმა რუსი ბაიკერები, “ღამის მგლები” საქართველოში არ შემოუშვეს.

“ღამის მგლები” კრემლთან დაახლოებული კლუბია, რომელსაც ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირები აქვს.

წყარო: on.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი