ღვთისმშობლის ხატის მცველები დუმულს არღვევენ! როგორ უმალავენ პატრიარქს იმას რაც მათ ინტერესებში არ შედის და რა გზა გაიარა ხატმა სამების ტაძრიდან ჯვრის მონასტრამდე?!

0
535

ღვთისმშობლის ხატი “დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი“  ათონის მთაზე, ივერონში დაბრძანებული “ივერიის ღვთისმშობლის-პორტაიტისად“ წოდებულის ზუსტი და უნიკალური ასლია. ღვთისმობლის ხატს დიდი სასწაულები და წინააღმდეგობები ახლავს თან რომლის შესახებაც არაერთხელ დაგვიწერია. დღეს კი გთავაზობთ ხატის მცველების ვრცელი წერილიდან შემოკლებულ ვერსიას სადაც საუბარია სასულიერო პირების თვითნებობასა და შიდა დაპირისპირებაზე რომელიც მცველებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს. საუბარია განსაცდელზე რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ ღვთისმშობლის ხატი და მისი მცველები თუ რა გზა გაიარეს ჯვრის მონასტერში ქართველთა კუთხის შესაქმნელად და ხატის ასლის დასაბრძანებლად.

უკავშირდება თუ არა სამების ტაძრის ხანძარი და ვარძიის გადაწვა სასწაულმოქმედი ხატის დევნას?

ისტორია რომელსაც ახლა მოისმენთ პირველად იწერება, თუმცა ამ ჯერადაც იქნება ძალიან მცირედი იმ დიდი ამბისა, რომელსაც ოდესმე გიამბობთ. ნათქვამია ხალხი ბრბოაო, მაგრამ ეს ალბათ იმათი პირიდან, ვინც ხალხს ასეთად მიიჩნევს, მაგრამ უფალმა შეიყვარა სწორედ ეს ხალხი და ევნო მათთვის. ესაა, ამბავი სიყვარულისა და ღალატისა, ამბავი თანგანწირვისა და უღირსობისა, ეს ამბავი მოგითხრობთ ფარისევლობასა და უფლის ღირსეულად დახვედრის შესახებ. მაშ ასე:

შარშან, როდესაც გაჩნდა ქართველთათვის სანუკვარი ქართველთა კუთხის შექმნის შესაძლებლობა წმინდა მიწაზე, დიდმა სიხარულმა დაისადგურა ჩვენს გულში. მართალია იმის ილუზია არ გვქონია, რომ აეროპორტში მთელი ერი დაგვხვდებოდა (რაც ასეთი მოვლენების დროს ასეც უნდა ხდებოდეს) მაგრამ არც იმისი მოლოდინი გვქონდა, რაც მოხდა შემდგომ. მივყვეთ მოვლენებს და ბევრი რამ შევამოკლოთ, ისიც საკმარისი იქნება.
როდესაც ჩამოვედით უდიდესი სიხარული ვაუწყეთ ხალხს ტელევიზიით, დაიწერა პრესაშიც ჟურნალებშიც და ინტერნეტ სივრცეშიც, რომ სამ საუკუნეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, პირველად გვეძლეოდა ქართველებს შანსი, შეგვექმნა ქართველთა კუთხე იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. გავრცელდა ვიდეო მასალებიც და გულში იმედიც გაჩნდა. ეს იყო ოქტომბრის თვე. ჩვენ ჩამოსვლისთანავე დავიწყეთ ზრუნვა ხატის შექმნაზე და დიდი სიხარულით მივმართეთ საპატრიარქოს, რომ ეს უდიდესი სიხარული მიგვეტანა მის უწმინდესობამდე და მისი გული გაგვეხარებინა, გული რომელიც მუდამ სავსეა უამრვაი ტკივილით. მივედით ანთებული გულებით რკინის კარამდე, მაგრამ უკან მოგვაბრუნეს! აქედან დაიწყო უამრავი მცდელობა, რომ უწმინდესისთვის ხმა მიგვეწვდინა, მაგრამ ამაოდ.  საპატრიარქოში სიარულს თვეზე მეტი მოვანდომეთ უშედეგოდ. ამავდროულად სამების ტაძარშიც მივედით, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშივილი დაგვხვდა ჩვენ ვუთხარით, რომ მიუხედავად იმისა, რომ უწმინდესის კურთხევა არსებობდა მაინც არ მივაბრძანეთ ხატი პირდაპირ და წინასწარ შეთანხმება ვარჩიეთ. მოაბრძანეთო გვითხრა და ჩვენც გახარებულები დავბრუნდით კვლავ. შობის მარხვა დაიწყო და მრევლმაც დიდი სურვილი გამოთქვა ხატის მოლოცვისა, ჩვენც კვლავინდებურად მივაბრძანეთ ხატი სამების ტაძარში, მაგრამ.. მაგრამ ღვთისმშობელი გამოაგდეს ტაძრიდან. მერე რა, რომ პატრიარქის კურთხევა გაქვთ, წადით და ხელახლა გაარკვიეთ ეგ ამბავიო და ხატიანად უკან გამოგვაბრუნეს. ამ ამბავს ბევრი ადამიანი შეესწრო. იმედგაცრუებული ხალხი ეზოში ცდილობდა ხატის მოლოცვას, ჩვენ კი თავზარდაცემულები მივყვებოდით სამების ეზოს, ნუთუ ეს დღეც გათენდა და დედა ღვთისას ადგილი აღარაა უკვე სამების ტაძარში?! უკვე ორი მიზეზი გაჩნდა უწმინდესის ნახვისა, ერთი ის, რომ ხატის დევნა სცოდნოდა და მეორე ის რომ ჯვრის მონასტრის ამბავი შეეტყო! ამბის გარკვევასა და კარდაკარ სიარულში შობამაც ჩაიარა. ბოლოს დავუკავშირდით მამა ილია ნასიძეს, სამების ტაძრის წინამძღვარს და ისიც მხოლოდ ტელეფონით. დავრეკეთ “დაააააააააა” ისმის ყურმილში.. ვესაუბრეთ და გვითხრა საკმაოდ ცივად, რომ მხოლოდ ნათლისღებისთვის შეძლება პატრიარქისგან კურთხევის აღებას ხატის გამობრძანებაზე. მოვიდა ნათლისღებაც და სამების წინამძღვარმა კვლავ ტელეფონით გვამცნო, რომ უწმინდესს ვერ დაელაპარაკა, წადით და საპატრიარქოში არკვიეთ ყველაფერი შორენასთანო. იმ შორენასთან დღეს რომ პოპულარობის გამო ლამის ოპრა უინფრის შოუშიც კი მიიწვიონ. ამასობაში ხატის წერაც დაიწყო, მაგრამ ჰოი საოცრებავ, არ ვიცი თუ გინახავთ მწვანე ღვთისმშობელი, მაგრამ ახალი ტენდენციაა ხატწეროაშო. არ გვინდა ეს მწვანე ღვთისმშობელი, მაგრამ ვინ გისმენს, ყველაფერი დაძაბულობამდე და ჩხუბამდე მიჰყავთ, რათა როგორმე კონფლიქტის ფონზე ჩაიშალოს ხატის შექმნაც. ბოლოს სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ ხატი “დედოფლის” გაქრობის საშიშროებაც კი დადგა და ხატი ქვეყნიდან გავაქციეთ. ამ დეტალებზე დღემდე არ ვსაუბრობთ, ეს ძალიან მძიმეა და სახიფათო, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რაც მომლოცველებსაც ახსოვთ, ხშირად ჩვენს უნებართვოდ ქრებოდა “დედოფალი” სამების ტაძრის შუატაძრიდან, ხან საკურთხეველში იყო შებრძანებული და ხან რა იყო მიზეზი. ხალხს ეუბნებოდნენ მცველებმა წააბრძანესო, ერთმა სტიქაროსანმა რომელიც ჯერ კიდევ არ გვიცნობდა სახეზე მცველებს, ჩვენვე გვითხრა როცა ხატი მოვიკითხეთ, მახათაზე გადააბრძანესო, ამ დროს კი “დედოფალი” სამების ტაძარში იყო დამალული. როდესაც ხალხი ადგილსამყოფელს გვეკითხებოდა ხატისას, ჩვენ გვიწევდა ამ ყველაფრის დამალვა და ვცდილობდით ეკლესიის სახელი არ შელახულიყო. დაიწყო დევნა ღვთისმშობლისა. არ აღმოჩნდა არცერთი მღვდელი არცერთი ტაძრისა, ვინც მრევლს მისცემდა საშუალებას ხატი მოელოცათ. რამოდენიმე თვე იმყოფებოდა ხატი უცხოეთში. ამავდროულად ჩვენ კვლავ ვცდილობთ უწმინდესთან შეხვედრას, ვხვდებით სხვადასხვა სასულიერო პირებს და ვთხოვთ დახმარებას, მაგრამ ყველა ამბობს უარს. ბოლოს უკვე გაჩნდა მუქარა და მინიშნება ჩვენი სიცოცხლის ხელყოფისა. ხატის გვერდზეც კი წერდა ზოგიერთი “მრევლი” ამას. ძირითადად ისინი ვინც ოპონირებას გვიწევდნენ უმთავრესად სასულიერო პირების ან ოჯახის წევრები იყვნენ ან ახლობლები. ერთ-ერთ შეხვედრაზე საკმაოდ “მაღალხარისხოვანმა” სასულიერო პირმა რამოდენიმეჯერ გვითხრა, ფრთხილად იყავით არ მოგკლანო. ამას გვეუბნებოდა ზოგიერთი ცნობილი სასულიერო პირიც. ამის თქმა იყო და ზუსტად მესამე დღეს ხანძარი გაჩნდა სამების ტაძარში. სამება იწვოდა! თავად სამებაშიც არიან განსაკუთრებულად სუფთა და წმინდა მამები, მაგრამ ისინი ფონს ნამდვილად ვერ ქმნიან. იყო თუ არა სამების ხანძარი სასჯელი უფლისგან, მისი დედის დევნის გამო ეს თქვენთვის მოგვინდვია.

დრო გადიოდა და ბოლოს კიდევ ერთი დაძაბულობა შეიქმნა. დაგვპირდნენ მეუფე დანიელმა შემოგითვალათ, რომ ის შეგახვედრებთ უწმინდესს სამებაშიო, დაგვითქვეს კონკრეტული დღე. მივედით. მუდამ რომ უწმინდესის გვერდით დგას მეუფე დანიელი და ყოველ სიტყვაზე, რომ ემოწმება უწმინდეს თქვენის წინამძღოლობითო, მაინცადამაინც იმ დღეს არ მოვიდა და გვითხრეს არქიდიაკონია გაფრთხილებული და ის შეგიყვანთო. მოკლედ იქ ისეთი გაკითხვა გამოკითხვა ატყდა, გაჩერებად არ ღირდა, მაგრამ სხვა რა გზა იყო. ბოლოს როგორც იქნა ჩვენი რიგიც მოვიდა და არქიდიაკონმა წინასწარ გაგვაფრთხილა, მიგიყვანთ ოღონდ ხმა არ უნდა ამოიღოთო. მართალი გითხრათ ეს რას ნიშნავდა არც გვიფიქრია. უწმინდესთან მიგვიყვანეს, მუხლი მოვიყარეთ და უეცრად უწმინდესს ეუბნებიან, უწმინდესო ამათ დალოცვა უნდაო. უწმინდესი კარგად გვიცნობს მრავალი წელია, თან იცის, რომ უდიდესი ხატის მცველები ვართ. უწმინდესმა გაკვირვებულმა გადმოგვხედა ყველას, ასეთ სიგიჟეს არ ელოდა. ჩვენ ვუთხარით ჯვრისმონასტრის ამბავი და როგორც კი ნახეს, რომ ეს ამბავი ვუთხარით დაგვეჯაჯგურნენ გვეცნენ მკლავებში წამოგვაყენეს და საკურთხევლიდან გამოგვიყვანეს. ზედ საყვედურიც მოგვაყოლა არქიდიაკონმა. არც მანამდე ვაკლებდით სამებაში უწმინდესთან შეხვედრის მცდელობას, მაგრამ იქ როგორც წესი, უწმინდესის დაცვის წევრი, რომელიც მეუფე სერაფიმეს სიძედ ეკუთვნის, გვიღობავდა გზას. ყველას აფრთხილებდა, რომ საკურთხეველში არ შევეხვედრებინეთ ვინმეს უწმინდესთან. ერთხელაც ისე დაემთხვა, რომ წირვაზე თავად მეუფე სერაფიმე გახლდათ ჩამობრძანებული, ძალიან გავიხარეთ, რადგან მეუფეს კარგად ვიცნობდით და იმედი მოგვეცა, რომ უწმინდესს შეგვახვედრებდა. ჩვენ მეუფეს მანამდე ბორჯომშიც ვსტუმრობდით და “დედოფალიც” გვყავდა ჩაბრძანებული იქ. მეუფემ რომ დაგვინახა, მისთვის ჩვეული ღიმილით მოგვიკითხა. ჩვენ სიტუაცია ავუხსენით და ვუთხარით, რომ გამგზავრება ხატისა კარზე იყო მომდგარი, ხოლო უწმინდესმა არაფერი იცოდა და ამიტომ სასწრაფოდ გვინდოდა მისი ნახვა. მეუფემ ღიმილით გვიპასუხა, აბა მე რა შემიძლია, ამ ეპარქიაში სტუმარი ვარო და საკურთხეველში შევიდა. სახტად დავრჩით, მაგრამ რაც შემდგომ მოხდა ამან უფრო გაგვაკვირვა, გავიდა მცირეოდენი დრო და მეუფე სერაფიმე მართლაც რომ სტუმრად იქცა ქართულ ეკლესიაში. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენნი შენი. ჩვენ დღემდე ძალიან გვიყვარს მეუფე სერაფიმე და ვაფასებთ მის ამაგსა და ღვაწლს, შეუმცდარი არავინაა ამქვეყნად და არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს.

ერთ დღესაც, როდესაც მივედით გვენახა ხატის ასლი რა მდგომარეობაში იყო, მოულოდნელობამ თავზარი დაგვეცა. ხატი ეზოში გამოებრძანებინათ, ზედ გაურკვეველი წარწერები გაეკეთებინათ და ფოტოებს უღებდნენ. წარწერებზე მოხსენიებულნი იყვნენ ვიღაც უცხო მღვდლები, დიაკვნები, მონაზვნები, თითქოს ხატი კი არა ბლოკნოტი ყოფილიყოს, თანაც სრულიად გაუგებარი ხალხი. ჩვენს აღშფოთებას საზღვარი აღარ ჰქონდა, გადავწყვიტეთ, შეგვეწყვიტა ხატის იქ დაწერის პროცესი და ხატის წამობრძანება რომ გადავწყვიტეთ აი იქ ატყდა გაწევ გამოწევა. ხატს არ გვატანდნენ. არ ვიცი, როგორ და საიდან მაგრამ უაცრად ვიღაც ჩვენთვის უცხო მღვდლები, გვირჩევდნენ საქმესა და გვიწყვეტავდნენ ხატის წამობრძანების ამბავს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ ხატი წამოვაბრძანეთ, რომელიც სხვა ხატმწერმა დაასრულა. შემდეგ კიდევ იმდენად მძიმე ამბები მოხდა, რომ მათ ამ წერილში არ გავიხსენებთ. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დრო მოეგოთ, ვხვდებოდით, რომ რაღაცისთვის იგებდნენ დროს და ბოლოს ირკვევა შემდეგი..

ხელდახელ დაიწერა თამარ მეფის ხატი, რომელის იერუსალიმში წაბრძანებაც და ჯვრის მონასტრისთვის ჩუქებაც გადაეწყვიტათ. როგორც ტელევიზიით ითქვა საქმეს სათავეში ჩაუდგა სვეტიცხოვლის წინამძღვარი სერაფიმე. გასაგები იყო, რომ ქართველთა კუთხის თემის გადაფარვა მოინდომეს. მაშინ როცა ისტორიული ფაქტის სამზადისში ვართ, ეკლესია ფულს და თანაც დიდს ხარჯავს ამდაგვარ გაუგებარ სვლაში. მოკლედ წმინდა მეფე თამარის ხატი ჩააბრძანეს წმინდა მიწაზე და ეცადნენ სწორედ ის ადგილი დაეკავებინათ სადაც დედოფალი უნდა დაბრძანებულიყო.

ამ დროისთვის უკვე მრევლმა დაიწყო დახმარების გაწევა ჩვენთვის ხატი მზადდება, უკვე დასრულდა კიოტიც, მაგრამ უწმინდესის გარეშე შეიძლება მისი წაბრძანება? პატრიარქს ხომ უნდა ვცეთ პატივი და ამას ვფიქრობთ ისევ ჩვენ და არა ისინი, რომელთაც ეს პირდაპირ ევალებათ. ისევ ჩვენ ვცდილობთ პატრიარქი ცუდ მდგომარეობაში, სამარცხვინო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, ამიტომ ნებისმიერ ფასად უნდა მოხდეს მასთან შეხვედრა. ბოლოს გავედით კონტაქტზე მამა კახაბერთან, იმ მამა კახაბერთან საუკუნის გამოსვლა რომ ჰქონდა მარიამობისთვის იმედის ეთერში. დაგვპირდა უწმინდეს შეგახვედრებთო მაგრამ შეხვედრა არ მოხდა. ამავდროულად მოვახერხეთ შორენასთან შეხვედრა, რამაც შედეგი მაინც არ გამოიღო. ბოლოს გვითხრეს ღამის ლოცვაზე მოდითო. მივაბრძანეთ ეს უზარმაზარი და ულამაზესი ხატი პატრიარქთან. პატრიარქმა ხატი აკურთხა, როგორც იქნა ეს მოხდა და გზაც დაგვილოცა. ჩვენ შევძელით, რომ პატრიარქის სახელი გადაგვერჩინა, რადგან ეს იყო გადამწყვეტი, როდესაც ამხელა რამ ხდება და პატრიარქმა არ იცის არაფერი, ეს არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი.

როგორც იქნა მოვიდა დრო, როდესაც ფინანსები შევაკოწიწეთ და რეალური გახდა ხატის წაბრძანება წმინდა მიწაზე. ბიზნესმენებმაც უარი თქვეს და საპატრიარქოსაც არ გასჩენია სურვილი მრავალმილიონიანი ბიუჯეტიდან ორი ბილეთი მაინც ეყოდა ჩვენთვის. წავედით ფარულად. ყველაფრის გათვაისწინებით გადავწყვიტეთ არავი სცოდნოდა გაფრენის თარიღი. ყველა ყველაფერზე წამსვლელი იყო და ამის გამოცდილება მრავლად გვქონდა უკვე. ფული გვქონდა იმდენად ცოტა, რომ საჭმელზეც კი ვერ გვეყოფოდა, ამიტომ თბილისში ვიყიდეთ ორი თავი ყველი, რომელიც უნდა გვყოფნოდა ისრაელსა და პალესტინაში ყოფნის დროს. სულ ეს იყო ჩვენი საგზალი, მხოლოდ ერთი ტრაპეზი გვქონდა წმინდა მიწაზე და ჩვენი წაყოლებული საგზალი. ჩავედით და ჩავედით როგორ?! ორი ხატით, თანაც ერთი უზარმაზარი ხატი იყო თავისი დიდრონი სადგამით. ისე გამოვიყურებოდით თითქოს მთელი თბილისი თან წაგვეღოს. როდესაც ჩავედით არქიმანდრიტი კლავდიოსი ქალაქში არ აღმოჩნდა და ხატის დახვედრა დაავალა იქ მყოფ ქართველ სასულიერო პირს, რომელმაც განგვიცხადა მე არ მცალია მაგისთვისო, განა ღვთისმშობელზე მნიშვნელოვანი რა გაქვთ ასეთი თქო, ვკითხე გულუბრყვილოთ, მაგრამ ხაზგასმით მითხრა, ნუთუ რაიმე გაუგებრად გითხარით რომ არ მცალიაო. გასაგები იყო ყველაფერი…

ქართველთა კუთხე შეიქმნა, ხატი დაბრძანდა. ასევე მოვიპოვეთ ადგილი იერუსალიმის საპატრიარქო ტაძარშიც, გადავიღეთ ფილმი, გვქონდა უამრავი მნიშვნელოვანი შეხვედრა, მაგრამ მთავარი მოულოდნელობა წინ გველოდა. იერუსალიმში თბილისიდან ზარი გაისმა, ზარის ავტორი მოითხოვდა უკვე დაბრძანებული ხატის აღებას ქართველთა კუთხიდან და იქ სთავაზობდა რამოდენიმე თვით ადრე ჩაბრძანებული თამარ მეფის ხატის დაბრძანებას. სატელეფონო საუბარი დიდხანს გაგრძელდა, ბოლოს აღელვებულმა არქიმანდრიტმა ხმააწეულმა უთხრა, რა თამარ მეფე, რა თამარ მეფე! ეს ივერიის ღვთისმშობელია ნუთუ არ გესმითო!!! ძალიან შემრცხვა, შემრცხვა ქართველთა ეს საქციელი, თუმცა არა. ეს არ იყო ქართველთა საქციელი. ქართველებმა შექმნეს ქართველთა კუთხე, ეს იყო ერთი უგუნური ჯგუფის ახირება. მეორე დილას ჯერ კიდევ სასტუმროში ვიყავით, რომ გავიგეთ ვარძიის ტაძრის გადაწვა და ვკითხულობდით პანიკით სავსე სტატიებს, სადაც თამარ მეფის ფრესკის წაშლის საკითხს განიხილავდნენ.

სწორედ იმ ხანებში ტელეკომპანია “იმედმა” გააკეთა სპეციალური რეპორტაჟი ქართველთა კუთხის შექმნაზე და იმ პრობლემებზე რაც იყო შექმნილი. რამოდენიმე დღე ელოდნენ საპატრიარქოს პოზიციასა და კომენტარს და ბოლოს საპატრიარქოს სახელით მამა კახაბერი აკეთებს ასეთ განცხადებას თან მრავლისმეტყველი ღიმილით. “ეს არის კერძო ინიციატივა”. ანუ ქართველთა კუთხის შექმნა წმინდა მიწაზე იყო კერძო ინიციატივა მათთვის, რეალურად კი ეს მოვლენა იმხელა მასშტაბის არის, რომ წონის კიდეც არაერთი ეკლესიის მთელ საქმიანობას. აქვე მამა კახაბერი არ მოერიდა, რომ ეთვა სიცრუეც. ეს ბიჭები თავისი სურვილით წავიდნენო, თავისი სურვილით გადაწყვიტეს ხატის ჩაბრძანებაო. წმინდა მიწაზე გამგზავრების წინაც როდესაც პირველად მივდიოდით, ყველაფრი წინასწარ იცოდა უწმინდესმა, გზა დაგვილოცა, შემდეგ სამების ტაძარში შედგა გზის დალოცვაც, რომელსაც მრევლიც დაესწრო, მან კი ყოველივე გადაასხვაფერა. ძალიან ცუდია, როცა სამღვდელო პირი ცრუობ.

ერთი რამ ფაქტია, რომ დღესაც კი, როცა ქართველი სასულიერო პირები ჯვირს მონასტერში ჩადიან, არასოდეს ახვედრებენ კადრში ამ დიდებულ ხატს. ჯერ არ გამოჩენილა არცერთი სამღვდელო პირი, რომელსაც გამოუხატავს სიხარული ქართველთა კუთხის შექმნისა ან საერთოდ ქართული დიდებული ხატის გამოჩენისა წმინდა მიწაზე. ასეთ სასულიერო პირს ვერ იპოვნით
ალბათ ზოგი იფიქრებს, რომ განაწყენებულან მცველებიო, მაგრამ ეს ასე არ არის. საწყენი აქ არაფერია. ჩვენ ასეთი სულმოკლენი რომ ვყოფილიყავით არც ღვთისმშბელი აგვირჩევდა მცველად და ვერც ამდენ განსაცდელს გავუძლებდით. გულსატკენი ისაა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე ვერ აღვძარით სათნოებები იმ ადამიანებში, ვისაც ყველაზე მეტად უნდა ჰქონდეთ.

წყარო: fact2.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი