ღვიძლის გაწმენდის, უჯრედების განახლების და წონაში კლების უმარტივესი საშუალება

1
881

სუფთა სისხლი – სუფთა ღვიძლია! ადამიანის ორგანიზმის ამ მთავარ ორგანოს 600 წელი შეუძლია იმუშაოს. თუმცა, ადამიანი დაახლოებით 60 წელში ახერხებს მის განადგურებას. არასწორი კვება და ალკოჰოლი დიდ დარტყმას აყენებს მას.

სტატიაში გაგაცნობთ თუ როგორ გაიწმინდოთ ღვიძლი და ორგანიზმი გაიჯანსაღოთ. მხოლოდ ორ დღეში თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ, მოგეხსნებათ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამასთან, ეს კარგი საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკების შესამცირებლად.

როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი სახლის პირობებში?

გთავაზობთ ქიშმიშის ნახარშის მომზადებას, რომელსაც ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესების აქტივაცია შეუძლია, ამასთან, სისხლს და ღვიძლს ტოქსინებისგან წმენდს. ეს არაჩვეულებრივი თვისებების მატარებელი პროდუქტია.

შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ქიშმიშის ფერს: აირჩიეთ უფრო ნატურალური, მუქი შეფერილობის. სუფთა, სწორი ფორმის, არც ძალიან მაგარი და არც ძალიან რბილი. გაითვალისწინეთ, რომ თუ ქიშმიში პრიალებს, ეს იმას ნიშნავს რომ სპეციალური ხსნარითაა დამუშავებული.

ქიშმიშის ნახარში საღამოს უნდა მოამზადოთ

ინგრედიენტები:

– 2 ჭ. წყალი

– 150 გრ. ქიშმიში

მომზადების წესი:

საგულდაგულოდ გარეცხეთ ქიშმიში. მიიყვანეთ წყალი დუღილამდე და ჩაყარეთ. ადუღეთ 20 წუთის. დატოვეთ ნახარში მთელი ღამის მანძილზე. დილით გადაწურეთ და ცოტა შეათბეთ. ის უკვე მზადაა მოხმარებისთვის!

მიიღეთ დილით უზმოზე. ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ. მოხარშული ქიშმიში კი შეგიძლიათ შვრიის ფაფას დაუმატოთ – ძალიან სასარგებლო საუზმეს მიიღებთ.

იმ მიზნით რომ ღვიძლის გაწმენდის პროცედურა უფრო ეფექტური იყოს, თქვენს მენიუს დაუმატეთ ისეთი პროდუქტები როგორიცაა: ჭარხალი, სტაფილო, ვაშლი, კომბოსტო, შავი ქლიავი, ისპანახი. სასარგებლოა ხორცისა და რძის პროდუქტების შეზღუდვა. თუ ქიშმიშის ნახარშს თვეში 4 დღე მაინც მიიღებთ, შედეგს ნამდვილად მიაღწევთ!

დაიმახსოვრეთ! ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია თავის დაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესი – უარი თქვით მავნე პროდუქტებზე, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებაზე, იმოძრავეთ უფრო მეტი, ყოველდღიურად მიიღეთ საშუალოდ 2 ლ. სასმელი წყალი, რათა შეინარჩუნოთ ყველაზე ძვირფასი რამ – ჯანმრთელობა!

წყარო: intermedia.ge

1 კომენტარი

  1. ღვიძლს კარგად წმენდს ჩინური პრეპარატი “ვარდის პასტა”. ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას,ხელს უწყობს საჭმლის მონელებასა და საკვებ ნივთიერებათა ათვისებას; აძლიერებს იმუნიტეტს; იცავს ღვიძლს და აუმჯობესებს მის მუშაობას; აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს; აუმჯობესებს კანის მდგომარეობას;
    21 საუკუნის ახალი მცენარეული შაქარი დიაბეტიკებისთვის. ახალშობილებისთვის დედის რძის შემცვლელია (შეიცავს ბიფიდუმს, ვიტამინებს) გამოიყენება სახის კოსმეტიკური ნიღბებისათვის
    პასტა ”ვარდი- fohow”ს შემადგენლობაშია ვარდის ყვავილის ექსტრაქტი, რომელსაც გააჩნია ღვიძლის გამწმენდი და დამცავი, კუჭნაწლავის ტრაქტის მოსაწესრიგებელი და ზოგადკოსმეტოლოგიური ეფექტი. პროდუქტში შემავალი ბიფიდოფაქტორი ხელს უწყობს ორგანიზმში სასარგებლო მიკროფლორის – ბიფიდობაქტერიების და სხვ. სწრაფ გამრავლებას. იგი არეგულირებს ნაწლავთა მიკროფლორის ბალანსს და აწესრიგებს დისბაქტერიოზს; დადებითად მოქმედებს ნაწლავთა გამავლობაზე; აუმჯობესებს სახის კანის ხარისხსა და ფერს; აშკარა დადებით ზემოქმედებას ახდენს ალერგიის არსებობისას და ანელებს კუნთების დაბერების პროცესს.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი