ღია მიკროფონი დედამიწის საათისთვის – 25 მარტს 19:00-დან 22:00 საათამდე

0
309

პროექტი „ღია მიკროფონი არტი“ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი აქციის – დედამიწის დღესთან დაკავშირებით, აწყობს ღონისძიებას – Open Mic Art.

25 მარტს 19:00-დან 22:00 საათამდე კულტურულ ცენტრში ფაბრიკა (DiveXFabrica), გაიმართება პროექტის მიერ აღმოჩენილი ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტი.

ამ დღეს, მილიონობით ადამიანი ზუსტად ერთი საათით (თბილისის დროით 21:00) უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამ ფორმით, პლანეტის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს.

პროგრამა:

პროექტ “ღია მიკროფონის” მიერ აღმოჩენილი ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების კონცერტი (მუსიკა: ინდი, ალტერნატივა).

ლოკაცია: DiveXFabrica

დღე: 25 მარტი

დრო: 19:00 – 22:00 (21:00-დან შევუერთდებით აქციას. ჩაქრება შუქი, კონცერტი გაგრძელდება ალტერნატიული განათების ფონზე 1 საათის განმავლობაში)

დასწრება თავისუფალია!

ღონისძიების ორგანიზატორია რადიო JAKO FM. მედია პარტნიორები – რადიო შოკოლადი, მარკეტერი. პროექტს ჯანსაღი ენერგიით ამარაგებს წრე და Bikes.ge

გადაცემის შესახებ:

“ღია მიკროფონი” რადიო JAKO FM-ის პლატფორმაა, რომელიც ნაკლებად ცნობილ მუსიკოსებს წარმოგვიდგენს. გასართობი გადაცემა ინტერესდება მუსიკის სფეროში მიმდინარე სიახლეებით და მოვლენებს განსხვავებული რაკურსით გვთავაზობს.

გადაცემის ფარგლებში ხდება მუსიკოსებისთვის აუდიო/ვიდეო კონტენტის მომზადება. JAKO FM უზრუნველყოფს მათთვის სიმღერის ჩაწერას უახლესი აპარატურით და სტუდიური ვიდეო კლიპის გადაღებას უსასყიდლოდ.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი