ყელში ჰქონდა ამოსული – გია გაჩეჩილაძე ნიკა გვარამიას ცემაზე

0
396

ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე ეჭვმიტანილი ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი, რატი გაჩეჩილაძე აღმოჩნდა, რომელმაც თავად განაცხადა ამის შესახებ და ვაკის პოლიციის განყოფილებაში ბიძასთან, გია გაჩეჩილაძესთან ერთად გამოცხადდა.

გია გაჩეჩილაძემ მომხდარ ფაქტზე მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა ” ყელში ჰქონდა ამოსული, შემთხვევით გადაეყარა, ეს იყო ბუნებრივი რეაქცია და წინასწარ არაფერი ყოფილა დაგეგმილი. ყელში ჰქონდა ამოსული” – აცხადებს გია გაჩეჩილაძე.

„წავიდა პოლიციაში, კომუნიკაცია მქონდა, სახლში იყო და წავიდა, ადამიანური მომენტია, დაინახა და გული აერია, ემოციურად”, – ასეთ კომენტარს აკეთებს ტელეკომპანია „მაესტროს” დამფუძნებელი ლევან გაჩეჩილაძე მისი შვილის რატი გაჩეჩილაძის მიერ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტის აღიარებასთან დაკავშირებით.

 „რატომ უნდა დაიჭირონ, ხელის დარტყმისთვის? ემოციის კონტროლი შეუძლებელია იმ განვლილი წლების შემდეგ, რა წლებიც მე და ჩემმა მეგობრებმა და ოჯახმა გაიარა, ნიკა გვარამია ერთ-ერთი სათავე იყო ბოროტების და დღემდე არის, ეს ანგარიშსწორება არ ყოფილა, ანგარიშსწორება არის როცა დაგეგმავ, და როცა შემთხვევით გადაეყრები, ეს სხვა რამე არის, პატარა სილას ააწნი, ეს ანგარიშსწორება არ არის, ბოდიში გვარამიამ მოუხადოს მთელ საქართველოს. უშუალოდ ნიკა გვარამიასგან ნოემბრიდან რომ დაიწყო, დღემდე გრძლდება, ცილისწამება, უხეშობა, მილიონი შეურაცხყოფა, ძალადობა ზევიდან, კინოდან რომ დაიწყო და ბოროტად გამოყენება ტელევიზიის. პროკურორის ტყავიდან ვერ გამოვიდა”, – აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი