შავი სამყაროს მუსულმანურმა ფრთამ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა?

0
479

რუსეთის კრიმინალური სამყაროს მუსულმანური სარწმუნოების მიდევარმა გავლენიანმა პირებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ეთნიკურად ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს რუსლან გეგეჭკორს, იგივე “შლაპა უმცროსს”, რომელიც ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული “კანონიერი ქურდის” როლანდ გეგეჭკორის (“როლანდ შლაპა”) ვაჟია. შავი სამყაროს მუსულმანური ფრთის რისხვა “შლაპა უმცროსმა” იმის გამო დაიმსახურა, რომ ტუვის ერთერთ კოლონიაში მეჩეთი დაარბია, როდესაც მუსულმან პატიმარს თანამოაზრეებთან ერთად გაუსწორდა. 

ინციდენტის შესახებ, რომელიც ტუვის რესპუბლიკის ერთერთ კოლონიაში მოხდა, “ოლმედია” ადრე იტყობინებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მუსლიმმა პატიმარმა “შლაპა” სცემა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ჩეჩენი ერი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია. ამის შემდეგ მეჩეთში სალოცავად წასულ პატიმარს, რომელიც იქ შვიდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა, “შლაპა” დაახლოებით ოც თანამოზარე და მხარდამჭერთან ერთად მიუვარდა, სასტიკად სცემა და მეჩეთი დაარბია.

ინვციდენტს გაგრძელება მოჰყვა: კრიმინალური სამყაროს გავლენიანმა მუსლიმმა წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ “შლაპას” ამ საქციელს არ შეარჩენდნენ. როგორც დეტალებში ჩახედული პირები რუსულ ფორუმებზე წერენ, გასული კვირის ბოლოს მოსკოვში, სავაჭრო ცენტრ «Садовод»-თან მდებარე კაფეში შეკრებილმა კრიმინალებმა და ბიზნესმენებმა რუსლან გეგეჭკორს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, ხოლო მის თანამოაზრეებზე სრულიად რუსეთის მასშტაბით დევნის დაწყება დაანონსეს.

პოლიციამ უკვე გააძლიერა კონტროლი მოსკოვის იმ რაიონებში, სადაც შეტაკებებია მოსალოდნელი. ფორუმებზე უფრო შორს მიდიან და იმასაც წერენ, რომ “შლაპას” უკვე გაუსწორა ანგარიში ეთნიკურად აზერბაიჯანელმა კრიმინალმა, 31 წლის ალი მუსაიბ ოღლი გეიდაროვმა, იგივე “ალბერტ პიტერსკიმ” (ზოგნი მას მოიხსენიებენ, როგორც “წითური ალბერტს” (Альберт Рыжий). ამ ინფორმაციის მიხედვით, ალბერტმა სცემა “შლაპა”, ეს უკანასკნელი კი დაიმალა, რითაც დაადასტურა, რომ “კანონიერი ქურდი” აღარაა.

თუმცა, ამ ინფორმაციის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან თვითონ “წითური ალბერტი”, სხვა ვერსიით, კონფლიქტურ სიტუაციაშია რამდენიმე “კანონიერ ქურდთან” და მისი სტატუსი შეჩერებულია სიტუაციის საბოლოოდ გარკვევამდე. თუ ინფორმაცია ნამდვილია, ეს ამბავი აშკარად შეუწყობს ხელს ალბერტ გეიდეროვს, ძველი გავლენები და სტატუსი დაიბრუნოს.

ასევე გთავაზობთ   წყარო: allmedia.ge  -ს ადრე გამოქვეყნებულ სტატიას, 

მას შემდეგ, რაც სამხრეთ ციმბირში, ტუვის რესპუბლიკაში განთავსებულ ერთერთ ციხეში ჩეჩენი ეროვნების პირები სხვა პატიმრებთან ერთად სცემა, შესაძლოა, ე.წ. კანონიერ ქურდს რუსლან გეგეჭკორს („შლაპა უმცროსი“) „ჩეჩნური შურისძიება“ ემუქრებოდეს.როგორც „როსბალტი“ წერს, გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდის როლანდ გეგეჭკორის („როლანდ შლაპა“) შვილმა – რუსლანმა საკანში არცთუ კორექტულად მოიხსენია ჩეჩნები, როგორც ერი, რის შემდეგაც ის ერთერთმა პატიმარმა, ეთნიკურად ჩეჩენმა, ერთი დარტყმით ნოკაუტში ჩააგდო.

ინციდენტის შემდეგ ის პატიმარი, ვინც „კანონიერ ქურდზე“ ხელი აღმართა, შვიდ თანამოსაკნესთან ერთად კოლონიის მეჩეთში სალოცავად წავიდა. როგორც „როსბალტის“ წყარო იტყობინება, „შლაპა უმცროსმა“ ოცი თანამოაზრე პატიმარი შეაგროვა, ჩეჩენ პატიმრებს მეჩეთში შეუვარდა და რვავე სცემა, ხოლო შემდეგ მან და მასთან ერთად მყოფმა პირებმა მეჩეთი დაარბიეს.

ინციდენტის შესახებ სწრაფად შეიტყვეს კრიმინალური სამყაროს ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა და პირობა დადეს, რომ ამ ამბავს უყურადღებოდ არ დატოვებდნენ. ამასთან, მათი თქმით, პასუხი მოეთხოვება არამარტო უმცროს, არამედ უფროს გეგეჭკორსაც, ანუ, რუსლან გეგეჭკორის მამას და ყველას, ვინც ვენდეტის აღსრულებას წინ გადაუდგება.

„კრიმინალურ რუსეთში ახლა ეს ყველაზე აქტუალური თემაა, დიდი სისხლისღვრის დაწყება წუთი-წუთზეა მოსალოდნელი“, -წერს გამოცემა სამართალდამცველებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი