შალვა ნათელაშვილი – ამ ხალზე ინტერპოლით უნდა გამოცხადდეს ძებნა

0
326

„მინიმალურ დონეზე ოდნავ თავმოყვარე სახელმწიფო რომ ვიყოთ, ამ პირებზე ინტერპოლით გამოსაცხადებელია საერთაშორისო ძებნა, სამშობლოს ღალატისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის უმძიმესი დანაშაულის ფაქტზე,“ – ასე გამოეხმაურა „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „თაიმერის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებს ეხებოდა.
„ჩვენ ყველას ვედავებით, ვთხოვთ თანადგომას, მაგრამ სახელმწიფო თვითონ არ აკეთებს ელემენტარულსაც კი, რათა ამ დამნაშავეთა ფეხქვეშ მიწა იწვოდეს და თავისუფლად მაინც არ „იგრიალონ“ უცხოეთის ბალ-მასკარადებსა თუ აეროპორტებში,“ – აღნიშნავს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ: „თაიმერმა“, სპუტნიკზე“ დაყრდნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტში 26 მარტს არჩეული 35 დეპუტატი გააცნო. ესენი არიან: 1. გივი კვარჭია, 2. ალმას ჯაფუა, 3. ვალერი აგრბა, 4. ბატალ აიბა, 5. ლაშა აშუბა, 6. რაულ ლოლუა, 7. ალხას ჯინჯოლია, 8. ახრა აბუხრა, 9. ბესლან სმირი, 10. იური ხაგუში, 11. ასტამურ არშბა, 12. ალექსანდრ ციშბა, 13. ლევონ დაშიანი, 14. დიმიტრი დბარი, 15. დიმიტრი არძინბა, 16. მიხაილ სანგულია, 18. ალექსანდრ ანქვაბი, 19. დმიტრი გუნბა, 20. ნატალი სმირი, 21. ალმასხან არძინბა, 22. ლევონ გალუსტიანი, 23. ვალერი კვარჩია, 24. აშოტ მინოსიანი, 25. საიდ ხარაზია, 26. ილია გუნია, 27. ვენორი ბებია, 28. ასტამურ ლოგუა, 29. ასტამურ თარბა, 30. ბატალ ტაბაღუა, 31. ასლან ბჟანია, 32. ინალ ტარბა, 33. ტაიფუნ არძინბა და 34. ომარ ჯინჯოლია.

წყარო: timer.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი