შედეგად კი ნახევარი თბილისი სასმელი წლის გარეშე დარჩება

0
344

ნახევარ მილიონ დოლარად შედგენილი დოკუმენტი, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიის ეკონომიკურ მიმზიდველობას ასაბუთებს. სარეკრეაციო ზონა შესაძლოა სამშენებლო პოლიგონად იქცეს და თბილისის რეზერვუარში წყალი დააბინძუროს და სასმელი წყლით ქალაქის მომარაგების ფუნქცია ჩამოერთვას. შედეგად კი ნახევარი თბილისი სასმელი წლის გარეშე დარჩება.

მსგავს ცვლილებებს დღეს მოქმედი წყლის კანონი კრძალავს, თუმცა დავით ნარმანიას განცხადებით, იმისათვის, რათა ინვესტორებმა თბილისის ზღვის სანაპიროს ათვისება შეძლონ, წყლის კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანა სავარაუდოდ საჭირო გახდება.

ექსპერტები კი აცხადებენ, რომ წყლის კანონის ამ კუთხით შეცვლა მიუღებელია, მეტიც, კანონმდებლობა ევროკავშირის წყლის დირექტივასთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს და რაც მთავარია, ქალაქს წყლის რესურსი არ უნდა წაართვან.

მერის განცხადებით, გენერალური გეგმის ჯგუფი თბილისს წყალმომარაგებისთვის ალტერნატიულ წყაროს სთავაზობს, რაც გრძელვადიანი პრესპექტივაა.

სასმელი წყლის გარდა, თბილისის ზღვას ავიაციისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით, სტრატეგიული ობიექტის ფუნქციაც აქვს, მას ავარიული დაშვების ალტერნატიული დანიშნულება აქვს.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

წყარო: rustavi2.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი