შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან – რა მოხდება ?

0
374

ნაციონალური მოძრაობის წევრები კიევში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ადასტურებენ. მათი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდეტთან შეხვედრისას პარტიის საპარლამენტო საქმიანობაზე, 20 იანვრის ყრილობის მზადებასა და განახლებული პარტიის გეგმებზე იყო საუბარი.

შეხვედრის ამსახველი ფოტოები პარტიის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

„საუბარი იყო როგორც 20 იანვრის ყრილობის მზადებაზე, ასევე ნაციონალური მოძრაობის სამომავლო, განახლებულ გეგმებზე. რა მექანიზმებით, რა ბერკეტებით, რა რესურსებით გვექნება ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ივანიშვილი არის სათავე და საფუძველი იმ ძალიან სერიოზული პრობლემების, ძალიან სერიოზული უბედურების, რაც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ეკონომიკური, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, მათ შორის კრიმინალის კუთხით. ამას სჭირდება ძალიან სწრაფი, ძალიან ეფექტური ბრძოლა და ამაზე იყო საუბარი, ბუნებრივია, კიევში. ეს ინფორმაცია საზოგადოებას ექნება და ყრილობა არის ამის მთავარი საფუძველი,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

 

წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი