შორენა თეთრუაშვილს ეპისტოლეს შედგენასა და რუსეთის ,,კგბ“-სთან კავშირში ამხელენ

0
530

,,კგბ“-ს მიერ შორენა თეთრუაშვილის ,,დავერბოვკება“ მოხდა 70-იანი წლების ბოლოს, თუმცა 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თეთრუაშვილის საქმე მოსკოვში გაიტანეს”. ვინ არის პატრიარქის მდივან-რეფერენტი და რატომ ადანაშუალებენ მას, რუსეთის მითითებით, უწმინედესის დისკრედიტაციაში?

,,მიზანი მიღწეულია, პატრიარქზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა. ეპისტოლეს ავტორი და შემსრულებელი საპატრიარქოში უნდა ვეძებოთ, ვინც არა ქართული, არამედ რუსული ინტერესი გაატარა, ვინც პატრიარქის წინააღმდეგ ხალხი აამხედრა და სუროგატი დედის გზით ახალი სიცოცხლის გაჩენა ისე გამოიტანა, რომ ამ გზით დაბადებული ბავშვების დისკრედიტაცია გამოიწვია“, – წერს გაზეთი ,,ალია“ და ინკოგნიტო სასულიერო პირზე დაყრდნობით საშობაო ეპისტოლეს შედგენასა და პატრიარქის დისკრედიტაციის მცდელობაში პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილსა და მღვდელ ხარაზიშვილზე მიუთითებს.

,,სასულიერო პირის თქმით, ეპისტოლე მომზადებულია პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის კარნახითა და მისი შეხედულებით. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ქალბატონი ყოველთვის რუსეთის საპატრიარქოს ინტერესებს ატარებს და ამ გზით რუსეთზე მუშაობს, რუსეთი დაინტერესებულია პატრიარქის დისკრედიტაციით, რომელიც დღეს საქართველოში ყველაზე დიდი ნდობის მანდატით სარგებლობს“, – წერს ,,ალია“.

გამოცემასთან საუბარში ინგოგნიტო წყარო აცხადებს, რომ თეთრუაშვილთან ერთად, ეს ხდება მღვდელ ხარაზიშვილის მეშვეობით. ,,ეს უკანასკნელი რუსეთის სპეცსამსახურებს ,,ნაციონალების“ დახმარებით გამოჭერილი და დაკომპრომეტირებული ჰყოლიათ არატრადიციული სექსის მიმდევრობაში, ანუ მამათმავლობაში, რაზეც წყაროს ცნობით, არსებობს ფარული ვიდეო-მასალები“.

ინკოგნიტო რესპოდენტი ,,ალიას“ შორენა თეთრუაშვილის რუსულ კავშირებზეც უყვება, ,,კერძოდ ქალბატონი შორენა, ახლო კონტაქტზე ყოფილა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელთან, მიტროპოლიტ ილარიონთან, მის მოადგილე ნიკოლოზ ბალაშოვთან, კოლომენსკის მიტროპოლიტ იუვენალსა და ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიასთან, რომელიც მოსკოვში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარეა“, – წერს ,,ალია“.

როგორც გაზეთი წერს, შორენა თეთრუაშვილს დამფინანსებელი ჰყავს როგორც რუსეთში ასევე საქართველოში, კერძოდ თეთრუაშვილის ერთ-ერთი ძირითადი დამფინანსებელი ვლადიმერ იაკუნინია, რუსეთის რკინიგზის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ეს პიროვნება ასევე არის რუსული ,,ანდრია პირველწოდებულის ფონდის“ და ,,ეროვნული დიდების ცენტრის თავმჯდომარე“.

რაც შეეხება საქართველოში შორენა თეთრუაშვილის დამფინანსებელს, “ალიას” ცნობით, ,,ქალბატონ შორენას მეგობრად სახელდება მანანა შარაშიძე. წყაროს ცნობით, მანანა შარაშიძე იყო ,,პოსეიდონის“ მფოლბელი, რომელიც თბილისში ცნობილ ,,ბორდელად“ ითვლება. შარაშიძესვე ეკუთვნის თბილისში რამდენიმე სასტუმრო“, – წერს ,,ალია“.

გაზეთის წყაროს ცნობით, ,,კგბ“-ს მიერ შორენა თეთრუაშვილის ,,დავერბოვკება“ მოხდა 70-იანი წლების ბოლოს, კერძოდ თეთრუაშვილს ავარიის დროს შემოაკვდა მისი მეგობარი, ამ ინციდენტის შემდეგ ,,სუკმა“ განახორციელა მისი გადაბირება, ,,თუმცა 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თეთრუაშვილის საქმე მოსკოვში გაიტანეს. შორენა იძულებული გახდა, მათ ნებას დაჰყოლოდა… მოეხდინა საპატრიარქოს დისკრედიტაცია და საპატრიარქოში შეექმნა რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ მღვდელმსახურთა ერთობა, რომელსაც გამოიყენებდა თავისი მიზნების მისაღწევად…“- ამბობს წყარო ალიასთან სუაბარში და დასძენს, რომ შორენა თეთრუაშვილი ყოველგვარი ევროპულის და ამერიკულის მტერია, ფანატიკოსი რუსეთუმე, ეროვნულობის ნიღაბს ამოფარებული ფაშისტი, საპატრიარქოს საბიუჯეტო კომიტეტის ფარული შეფი… მოკლედ, რუხი კარდინალია.

,,თუ შორენა გამოვა და დაგმობს ზემოთქმულს, გპირდებით, რომ მისი მხილებით დავკავდები და იმაზე მეტს გავშიფრავ, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია…“, – განუცხადა ,,ალიას“ ინკოგნიტო სასულიერმა პირმა.

წყარო: newposts.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი