“ჩემი ქალიშვილი ერთ-ერთი წამყვანი მინისტრი გახდება”– ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

0
414

ქართველის წინასწარმეტყველის თქმით, მისი ქალიშვილი ემზადება პოლიტიკისთვის და ის ძალიან სერიოზულ ადგილს დაიკავებს.

ამის შესახებ ლელა კაკულიამ ექსკლუზიურად ,,პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„აი, ერთს გეტყვით, ჩემი ქალიშვილი ემზადება პოლიტიკისთვის და ის ძალიან სერიოზულ ადგილს დაიკავებს. ერთ-ერთი წამყვანი მინისტრი გახდება. თან თამარს წინასწარმეტყველური უნარებიც აღმოაჩნდა, თუმცა ამ უნარებს არ ვუღვივებთ. პოლიტიკაში ეს ყველაფერი მას დაეხმარება. ახლა განათლებას უცხოეთში იღებს და იქიდან ძალიან ძლიერი და ჩამოყალიბებული დაბრუნდება. თამარი იქნება გიორგი ბრწყინვალის გუნდის წევრი. რა თქმა უნდა, ამით დროს არ ვუსვამ ხაზს, გიორგი ბრწყინვალის მოსვლას, მაგრამ ესეც საინტერესო დეტალია”, – განაცხადა ლელა კაკულიამ.

წყარო: geotimes.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი