ჩემი შვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი – ელისო კილაძე

0
405

„ჩემი შვილი დანაშაულს არ აღიარებს, ჩაუდეს ზუსტად იმ რაოდენობის ნარკოტიკი, რომ ძალიან მძიმე სასჯელი მიიღოს,“ – აცხადებს გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორი.

ელისო კილაძე ამბობს, რომ დავით ხარშილაძემ დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ დღეს მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ელისო კილაძის შვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისო კილაძის შვილისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

დავით ხარშილაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად, თუმცა ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და სამართალდამცველებს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატი დავით ხარშილაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა, პროკურატურამ კი წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა.

„მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. თავზე ძალიან მძიმე ტრავმა აქვს გადატანილი, გამომდინარე აქედან, ის, ალბათ, ამას გაუძლებს ერთი კვირა ან 10 დღე,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

ის არ გამორიცხავს, რომ პროტესტის უკიდურეს ზომას თავადაც მიმართავს.

ელისო კილაძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

„ჩემი შვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი და მისი პირადი მძევალი. გაცნობიერებული მაქვს, რომ ჩემი შვილი ციხეში იჯდება ზუსტად იმდენი წელი, რამდენი წელიც ხელისუფლებაში იქნება ბიძინა ივანიშვილი,“ – ამბობს ელისო კილაძე და დასძენს, რომ ის გეგმავს, ყოველდღიურად „თითო აგური დადოს ამ ხელისუფლების დემონტაჟისათვის“.

პროკურორის განცხადებით, ნაკროტიკული საშაულების წარმომავლობის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი