ჩვენს წმინდა პატრიარქს ტალახს ნუ ესვრით – დღესაც ასევე იმუქრებიან თუ პატრიარქი ეროვნულ მოძრაობას ღიად დაუჭერს მხარს!

0
2655

დღეს უკვე საიდუმლო აღარაა, რომ 1991-92 წ. საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობა იყო დაგეგმილი აშშ-რუსეთის დანაშაულებრივი ტანდემის მიერ! სულმნათი ეროვნული ზ. გამსახურდია არ აწყობდათ არც ამერიკას და არც რუსეთს. ამიტომ საქართველოს საპატრიარქოში 1991-92 წწ. ერთდროულად ტელეფონზე რეკდნენ, როგორც აშშ-დან ჯ.ბუშის ადმინისტრაცია, ისე რუსეთიდან ელცინის ადმინისტრაცია და ემუქრებოდნენ უწმინდესს, რომ თუ კანონიერი ხელისუფლების დამხობას ოდნავ მაინც გააკრიტიკებდა, მაშინ საქართველოს სამუდამოდ გადააქცევდნენ სამხედრო პოლიგონად – ავღანეთის ნაირ, შეიარაღებული ბანდ-ფორმირებებით მოთარეშე, ქვეყნად!

ხოლო საქართველოში მშვიდობის სანაცვლოდ კი, ჩვენი პატრიარქისგან მოითხოვდნენ, აშშ-რუსეთის საერთო ფავორიტთან – ნაძირალა ე.შევარდნაძესთან, თბილისის აეროპორტიდანვე კეთილგანწყობის შექმნას; ურცხვად იმასაც კი მოითხოვდნენ აშშ-რუსეთი, რომ ფოტო და ტელე ობიექტივებში საზოგადოებისათვის პატრიარქს უნდა ეჩვენებინა ბედნიერი სახე, როდესაც გახრწნილი ე.შევარდნაძე დაიბარებდა ხოლმე თავისთან!

ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და წარმოიდგინოს: თავად როგორ მოიქცეოდა პატრიარქის ადგილზე, როდესაც სასწორზე საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი იდო? როდესაც მსოფლიოში ორი უდიდესი სუპერსახელმწიფოს პრაქტიკა ასეთია! ვინც აწყობთ იმას ნიშნავენ! და ვინც აღუდგება წინ, ის ქვეყანა ნადგურდება: ავღანეთი, ლიბია, ალჟირი, ტუნისი, ეგვიპტე, ერაყი, სირია, უკრაინა და ა.შ.

ასე რომ გირჩევთ ჩვენს წმინდა პატრიარქს ტალახს ნუ ესვრით, თორე ღმერთი მოგკითხავთ იცოდეთ ადრე თუ გვიან!

პატრიარქი ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მოყოლებული ფარულ ტყვეობაშია, მაშინაც დაახლოებით იგივეს ამბობდნენ და ეხლაც ამას აძახებენ ბევრი საქმეში ჩაუხედავი, რომ თითქოს “შევარდნაძის ჩამოყვანაც მისი ბრალი იყო”-ო, მაგრამ ბოლოს ხომ გაირკვევა რა არაადამიანური ზეწოლის ქვეშ იყო! დღესაც და მაშინაც პატრიარქს სხვა არჩევანი არ ჰქონდა! და ნუ ბრძნობენ ისენი, ვისაც 1921 წლის მაგალითი მოჰყავთ, როდესაც წმ. პატრიარქმა ამბროსმა (ხელაიამ) გენუის კონფერენციას მისწერა გასაბჭოების საპროტესტო წერილი.. ამ წერილის შემდეგ, გენუის კონფერენციამ მაინც არ დაუჭირა მხარი საქართველოს, რადგან არ სურდა რუსეთთან ურთიეთობის გაფუჭება.. უფრო მეტიც, რადგან გენუის კონფერენციამ ამ წერილს მხარი არ დაუჭარა, ეკლესიის დევნა გაათკეცდა!

ვსვავ შეკითხვას: ჩვეენს პატრიარქს 1992 წელს, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გამო “გაერო”-სათვის, რომ მიეწერა საპროტესტო წერილი, შევარდნაძეს აღარ დანიშნავდა საქართველოს სათავეში, აშშ-რუსეთის დანაშაულებრივი ტანდემი?? ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და გასცეს ამ კითხვას პასუხი!

25 წლის მერეც არაფერი არ შეცვლილა: დღესაც ასევე იმუქრებიან თუ პატრიარქი ეროვნულ მოძრაობას ღიად დაუჭერს მხარს! დღეს კიდევ უფრო მძიმედაა საქმე: ამ 25 წლის მანძილზე თავისი ლობისტი სასულიერო პირები შეაგზავნა დასავლეთმაც და რუსეთმაც სინოდშიც და რიგით სასულიერო პირებადაც და მრევლს მოუწოდებენ პროდასავლურ ან პრორუსულ პარტიებს დაუჭირონ მხარი!

უარესის თავიდან ასაცილებლდად კი ბევრ რამეზე უწევს თვალის დახუჭვა უწმინდესს.. იმაზე არ გიფიქრიათ, რომ სინოდში წმინდა ეროვნული მეუფეები უმცირესობას, რომ წარმოადგენენ უკვე და სინოდის ვადამდელი კრების მოწვევით უმრავლესობას შეუძლია არაეროვნული იდეების (პრორუსული-პროდასავლური ტანდემის იდეების) გამტარებელი პატრიარქის მოყვანა, როგორც ეს იკადრეს რუმინეთისა და იერუსალიმის საპატრიარქოებში?

აი მაშინ კი ნამდვილად გაგვასწორებენ მიწასთან როგორც მართმადიდებელ ერს! ამის თავიდან აცილებას ეწირება პატრიარქი და ბევრი უვიცი და თავხედი, ბოღმით სავსე ადამინის სალაპარაკო ხდება, რომლებიც თითქოსდა უფლის სახელით საუბრობენ! არადა არაფერი არ აქვთ საერთო არც უფალთან და არც სიმართლის ძებნასთან – ეკედლებიან პატრიარქთან დაპირისპირებულ და ეკლესიიდან განდგომილ ცრუ მოძღვრებს!

მასეთი საქციელი სულის სამუდამო წარწყმედაა და მეტი არაფერი, ხოლო ვისაც ნამდვილად უნდა ჩვენს მაცხოვრთან, იესო ქრისტესთან მარადიული ნეტარებით თანამყოფობა ორთავ სოფელში, იგი უნდა გაეკლესიურდეს და დაელოდოს პატრიარქის მოწოდებას – “გავდივართ მთებში, მაცხოვრის – იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესაგებებლად”, რამეთუ “ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება!”. ამინ!

დავით ამაშუკელი
მოძრაობა “ძლევაი საკვირველი” – ავრცელებს თავის ფეისბუქ გვერდზე, რასაც უცვლელად გთავაზობთ.

წყარო: https://www.facebook.com/giorgi.lazi/posts/993886137405211

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი