ჩინეთი – საქართველოს მეგობრობის დღე – მთელი დღის განმავლობაში გაიმართება – რიყის პარკში 9 ივნისს

0
107

საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად, თბილისში „ჩინეთი-საქართველო, მეგობრობის დღე“ აღინიშნება. დღესასწაული რიყის პარკში 9 ივნისს, 11:00-დან 22:00 საათამდე გაიმართება.

„ჩინეთი-საქართველო, მეგობრობის დღე“ იმართება საერთაშორისო მედია-ჰოლდინგის საქართველოს წარმომადგენლობის, GBTIMES Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ოფიციალურ ნაწილს 13:00 საათზე გახსნიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იანჩი და საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან თბილისის მერი დავით ნარმანია, მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები.

მთელი დღის განმავლობაში გაიმართება: ჩინური კომპანიების პროდუქციის გამოფენა, ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების მასტერკლასები, ეროვნული სამოსის ჩვენება,  ჩინური სამზარეულოს დეგუსტაცია, გასართობი ღონისძიებები, გამოფენები და კონცერტები.

პირველად საქართველოში, დღესასწაული სტუმრები იხილავენ გრანდიოზული დრაკონების  შთამბეჭდავ შოუს და ჩინური ლომების ტრადიციულ ცეკვას.

ღონისძიებაში ჩინეთიდან მოწვეული ხელოვანების ჯგუფი მონაწილეობს, რომელიც აუდიტორიის წინაშე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი პერფორმანით წარსდგება.

ღონისძიებას გრანდიოზული კონცერტი და  ფეიერვერკი დაასრულებს.

დღესასწაულის მიზანია: ორი ქვეყნის დაახლოება და ურთიერთობების გაუმჯობესება.

ღონისძიების მედია პარტნიორია რადიო JAKO FM და რადიო შოკოლადი.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი