ჩინეთმა კოსმოსის ათვისების პროგრამაში კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია

0
228

ჩინეთმა კოსმოსის ათვისების პროგრამაში კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. პირველი სატვირთო ხომალდი, რომელიც ქვეყანამ ორბიტაზე ორი დღის წინ გაგზავნა, ღია კოსმოსში გავიდა და ტიანგუნ ორის ლაბორატორიას მიუერთდა.

კოსმოსურმა ხომალდმა ჩინურ სადგურზე 6 ტონა საწვავი ჩაიტანა, მარაგის შევსების შემდეგ კი აპარატის საშუალებით ჩინელი მეცნიერები რამდენიმე ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებენ.

მისია ახალი პროექტის ფარგლებში დაიგეგმა. ოფიციალური პეკინი ორბიტაზე საკუთარ სადგურს აგებს, რომელიც ექსპლუატაციაში 2020 წლიდან შევა.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი