ცნობილი ხდება IRI-ის კვლევის შედეგები

0
241

კურიერისთვის ცნობილი ხდება ამერიკის საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ახალი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები. ცნობილია, რომ კვლევის სრული ვერსია ოფიციალურად ორშაბათს გასაჯაროვდება.

გავრცელებული ცნობით, IRI-მ კვლევები თებერვლის ბოლოდან მარტის დასაწყისში ჩაატარა.

კითხვაზე, შემდეგ კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მიცემდით ხმას – შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ქართული ოცნება – 26 %.

ნაციონალური მოძრაობა – 15 %

ევროპული საქართველო –7 %

ლეიბორისტული პარტია – 6%

პატრიოტთა ალიანსი – 4%

თავისუფალი დემოკრატები – 3%

დემოკრატიული მოძრაობა – 2%

გირჩი – 1%

რესპუბლიკური პარტია  –1 %

სხვა პარტიები – 1 %

გამოკითხული მოსახლეობის 15-მა პროცენტმა არ იცის ვის მისცემდა ხმას, შემდეგ კვირაში რომ არჩევნები იყოს, ხოლო მოსახლეობის 20 %-ს არ აქვს კითხვაზე პასუხი.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ჯერჯერობით, თავს იკავებენ კონკრეტულ ციფრებზე საუბრისგან, ვინაიდან, მათი განცხადებით, ამის შესახებ ისინი ისაუბრებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც IRI ოფიციალურად გამოაქვეყნებს მაჩვენებლებს.

თუმცა, მათივე შეფასებით, კვლევის ეს შედეგი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათ გარკვეული დასკვნები გააკეთონ პოლიტიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით.

წყარო: rustavi2.com

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი