ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები აქციებს გამართავენ – პრესკონფერენცია (ვიდეო)

0
310

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა “პრაიმთაიმში” პრესკონფერენციაზე საზოგადოებას მოუწოდეს 31 მარტს პარლამენტის წინ აქციაში მონაწილეობა მიიღოს. ზვიად გამსახურდიას ოჯახი პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით აქციას გამართავს.

მათი განცხადებით, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მასალები პროკურატურას გადაუგზავნა, საგამოძიებო უწყებას კი წელიწადნახევარია მოწმეებიც კი არ დაუკითხავს საფუძვლიანად. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში საქართველოს უშიშროების წარმომადგენლები და რუსეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.

“შსს ს 5 ყოფილი თანამშრომელი სახელებით და გვარებით იდენტიფიცირებული გვყავს, ასევე უშიშროების  3 ყოფილი თანამშრომელი ჩართული იყო ამ საქმეში. როგორც საჭიროა, ისე მათი დაკითხვა არ მომხდარა. 2015 წელს მკვლელობად გადაკვალიფიცირდა საქმე, თუმცა არაფერი გაკეთებულა. ოცნება მფარველობს შევარდნაძის პოლიტიკურ და ფინანსურ ელიტას”, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

წყარო: imedinews.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი