”ცხინვალში კაზაკთა რაზმის შემოყვანა იგეგმება ” – შალვა ნათელაშვილი (ვიდეო)

0
112

„გრძელდება აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო – რუსეთის საზღვარს მოადგნენ კაზაკთა რაზმეულები, იგივე რუსული მხედრიონი” – ამს შესახებ”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„გრძელდება აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო – რუსეთის საზღვარს მოადგნენ კაზაკთა რაზმეულები, იგივე რუსული მხედრიონი. შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია მათი შემოყვანა ცხინვალის რეგიონში. საქართველოს მთავრობა, ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც გარიგებულია კრემლთან დუმილზე და გაჩუქებული აქვს საქართველო, რა თქმა უნდა, არანაირ ზომებს არ იღებს.

მთავრობა უნდა ადგეს, ჩაჯდეს თვითმფრინავში, ჩავიდეს ნიუ იორკში და დადგან კარვები გაეროს ოფისის წინ. არ აიშალონ იქიდან, სანამ არ მოხდება რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის დასჯა,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 შალვა ნათელაშვილი მოითხოვს, რომ გაეროს უშიშროების სხდომა გაიმართოს, სადაც ოკუპირებულ რაიონებში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.ნათელაშვილი იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, კაზაკთა რაზმი რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაცვაში მონაწილეობას მიიღებს.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი