საგანგებო განცხადება – რა ქვეყანას აშენებენ ?

0
1027

“1. დღევანდელ ხელისუფლებას („ნაცების“მსგავსად), ვერ გადაუწყვეტია ვერც ერთი საკითხი ევროპარლამენტის, ევროსასამართლოს, ვენეციის კომისიის, ელჩების, არასამთავრო ორგანიზაციებისა თუ კიდევ ვინ მოსთვლის ვის და რის საწინააღმდეგოდ, მაშინაც კი როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები ირღვევა! ასეთ ხელისუფლებას ჰქვია ანტისახელმწიფოებრივი და მარიონეტული!

2. საქართველოს პრემიერმინისტრის თურქეთში ვიზიტისას საქართველოს დროშას, რომ არ გამოფენენ, დიპლომატიური პროტოკოლით ეს ნიშნავს იმას, რომ თურქეთი საქართველოს არ თვლის დამოუკიდებლად!

3. საქართველოს პრემიერმინისტრი ფეხზე დგომით, რომ ელაპარაკება სკამზე დამჯდარ აშშ-ს პრეზიდენტს, დიპლომატიური პროტოკოლით ეს ნიშნავს, რომ საქართველო მეგობარი კი არაა, არამედ მისი ვასალია!

4. ხელისუფლებას, რომელსაც ისტორიულ-მემორიალურ დაფას, წარწერით „დამპყრობელი თურქეთი“, რომ ჩამოგახსნევინებენ და დიდგორობას არ გაზეიმებენ საქართველოში – ანტიქართული და მარიონეტულია!

5. „ნაც-ქოცი“ პარლამენტი, 100%-იანი მხარდაჭერით, მამათმავლობის პროპაგანდას (ე.წ. „ანტიდისკრიმინაციულ კანონს“) რომ დააკანონებს და პრემიერმინისტრი კი სკოლებში მამათმავლური პროპაგანდის საგნების შეტანას მხარს დაუჭერს შემდეგი სიტყვებით: „დადებითის მეტი არაფერია იმაში, რომ ჩვენს ბავშვებს საწყისი ასაკიდანვე უნდა განუვითაროთ ეს გრძნობა“-ო:https://www.facebook.com/giorgi.lazi/videos/829738937153266 – ეს სატანიზმია!

6. დღევანდელ ხელისუფლება („ნაცების“ მსგავსად), რომელმაც მიწები გაყიდა უცხოელებზე – ერის მოღალატე და სამშობლოს გამყიდველია! ცნობისათვის: აშშ-ს მიწების გაყიდვა უცხოელებზე დაშვებულია მაქსიმუმ 2%-მდე და ისიც ჯერ დიდი უმრავლესობა არც კი გაუყიდიათ და ამ ბედოვლათმა „ნაც-ქოცებმა“ საქართველოს მიწების 25% -მდე უკვე არაბებზე, ინდოელებსა და ჩინელებზე გაყიდეს.. ჩამოდიან დედაბუდიანად და ქმნიან არაბულ სოფლებს!

7. „ნაცებისაგან“ განსხვავებით „ქოცები“ პატიმრებს ცოცხებს აღარ უკეთებენ უკანალში, თორე ისე თანამდებობებზე ნახევარი ისევ „ნაცები“ სხედან!

ამის მერე მინდა გონივრულად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილს ვკითხო:
– ეს არის ქართული ოცნება?
– ამისათვის დაიღვარა 1989 წლის 9 აპრილს ქართული სისხლი?
– მიმდინარე შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილის პერიოდში, რა ქვეყანას აშენებენ:
ა) წუთიერ, პირველად ცხოველურ ინსტიქტებზე დაფუძნებულს, რომლის სატანური დევიზია: „ვიდრე ცოცხალი ხარ, მაქსიმალურად ისიამოვნე, თუნდაც შენს შემდეგ ქვა ქვაზეც კი ნუ დარჩენილა“, თუ
ბ) საშვილიშვილო, მაღალ ზნეობრივ ნორმებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, რომლისათვისაც ჩვენი სულმნათი წინაპრები საკუთარ სიცოცხლესაც კი სწირავდნენ?

დავით ამაშუკელი,
“ძლევაი საკვირველი”
17 მაისი, 2017″ – უცვლელად გთავაზობთ .

1. დღევანდელ ხელისუფლებას („ნაცების“მსგავსად), ვერ გადაუწყვეტია ვერც ერთი საკითხი ევროპარლამენტის, ევროსასამართლოს, ვენე…

Posted by გიორგი ლაზი on Wednesday, May 17, 2017

 

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი