წმ. სამების ეკლესია საპირფარეშოდ გამოიყენება, ქართველებო… – დეკანოზი ილია ჭიღლაძე (ვიდეო)

0
287

დეკანოზი ილია ჭიღლაძე აზერბაჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქართული მართლმადიდებლური ტაძრის წაბილწვის შესახებ ყვება და შესაბამის ვიდეოს ავრცელებს.

“დღევანელ აზერბაიჯანში , ისტორიული ჰერეთის, ანუ გვიან საუკუნეებში საინგილოდ წოდებულ მიწაზე, ქალაქ ზაქათალაში მე-19 საუკუნის ქართული წმ. სამების ეკლესია საპირფარეშოდ გამოიყენება, ქართველებო…
“ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!”
P.S. მიუხედავად იმისა, რომ საპირფარეშოდაა ქცეული, ადგილობრივ ხელისუფლებას არ დავიწყებია “საინფორმაციო” დაფის მიკვრა, რომელიც გვაუწყებს, რომ ეკლესია მე-4-5 საუკუნეების ალბანური ტაძარია… ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?!” – წერს დეკანოზი ილია.

წყარო: marshalpress.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი