წულუკიანი საზოგადოებას მოუწოდებს “თავი შეიკავონ აჟიოტაჟისგან ამ თემის გარშემო”

1
433

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველომ უკრაინასთან უკვე განახორციელა ნაბიჯები იმისთვის, რომ ვიცი-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძის ინტერესები უკრაინის ტერიტორიაზე იყოს დაცული.
“ჩვენმა სახელმწიფომ ისე, რომ სხვათაშორის, ხმამაღლა მყვირალი ზოგიერთი ადამიანის მოწოდება არ გვჭირდება ამისთვის, უკვე განახორციელა ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქის, ბატონი ცერცვაძის ინტერესები იქნას უკრაინის ტერიტორიაზე დაცული. ეს არის ის, რაც ამ წუთში მე შემიძლია გითხრათ ისევ და ისევ მოქალაქე ცერცვაძის ინტერესებიდან გამომდინარე”- აღნიშნა მინისტრმა.

წულუკიანი საზოგადოებას მოუწოდებს “თავი შეიკავონ აჟიოტაჟისგან ამ თემის გარშემო”.

“ჩემი და მთავრობის, მთელი სამართალდამცავი ბლოკის უმორჩილესი თხოვნა იქნებოდა, რომ რაც შეიძლება თავი შევიკავოთ აჟიოტაჟისგან ამ თემის გარშემო, რადგან ეს არ ემსახურება თვითონ მოქალაქე ცერცვაძის სასიცოცხლო ინტერესებს. თანამშრომლობა მიმდინარეობს უკრაიანასთან და დაველოდოთ შედეგებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი ირწმუნება, რომ მის უწყებაში ყველა ადამიანის პირადი მონაცემი დაცულია.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხართ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში თითოეული ადამიანის, მათ შორის მოქალაქე ცერცვაძის პირადი მონაცემები არის მკაცრად დაცული, მასზე ხელი არ მიუწვდება არავის, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევისა. შესაბამისად, არც ერთ პირად მონაცემზე, რომელიც შეიძლება ჩვენს სისტემაში ინახებოდეს, მითუმეტეს ხელი არ მიუწვდება ოკუპანტ ქვეყანას“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

წყარო: hold.ge

1 კომენტარი

  1. ხმამაღლა მყვირალი ადამიანების წყალობით ტარდება არჩევნები და ინაწილებთ მერე სკამებს ქალბატონო თეა. ასე რომ პატივი ეცით საზოგადოების გარკვეული ნაწილის პოზიციას და არ დაგავიწყდეთ პირველი წინადადება კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ!

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი