ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, გაასაჯაროოს იმ სამხედროების მონაცემები, რომელთა შესახებ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას გადაეცა – ზაზა ბიბილაშვილი

0
259

ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში გია ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. გარდა ამისა, პარტია მთავრობისგან იმ სამხედროების ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს, რომელთა მონაცემებიც, ენმ-ის წევრების თქმით, რუსეთს გადაეცა.

საგანგებო ბრიფინგი პარტიაში ცოტა ხნის წინ გაიმართა.

„ამ ფაქტებმა მიიღო სისტემური ხასიათი. ამის პარალელურად გვსურს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, გაასაჯაროოს ყველა იმ სამხედროს მონაცემები, სახელები და გვარები, რომელთა შესახებ ინფორმაცია გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ, ან ირიბად,“- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობა უახლოეს დღეებში ინტერპოლს წერილით მიმართავს და მოითხოვს, რომ ქართველი სამხედროების წინაღმდეგ არ იქნას გამოცხადებული ძებნა, რადგან, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ყველა მსგავსი შემთხვევა პოლიტიკურია და ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი