ხრესილის მემორიალურ დაფაზე სიტყვა “თურქი დამპყრობელი“ წაშალეს?

0
603

“დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ტყიბულის რაიონში, სოფელ ხრესილთან აღმართულ საბრძოლო მემორიალზე წარწერა “თურქ დამყრობელს“ გადაშალეს და იგი სიტყვით “მტერს“ ჩაანაცვლეს.

პოლიტიკოსის თქმით, ეს მოხდა ჯერ კიდევ 2009 წელს და ფაქტების ასეთმა დამახინჯებამ, შესაძლოა, იქამდეც კი მიგვიყვანოს, რომ მალე ქართულ მხარესთან დაპირისპირებული ისტორიული მტრების ვინაობა ისტორიის სახელმძღვანელოებიდანაც კი გაქრეს.

“ინტერნეტში ვერ მოვიძიე ფოტო და ჩემს ტყიბულელ მეგობრებს მინდა გთხოვოთ, სურათი გადაუღოთ სოფელ ხრესილთან აღმართულ საბრძოლო მემორიალის წარწერას და გამოფინოთ სოციალურ ქსელში. ყველანი ნათლად დაინახავთ “ეპოქსიდით“ გადაშლილ წარწერას, რომელიც გადაშლამდე გვაუწყებდა რომ 1757 წელს მეფე სოლომონ პირველის თაოსნობით ქართულმა ლაშქარმა სძლია თურქ დამპყრობელს… და ახლა კი მომხდურის ვინაობა ერთი სიტყვითაა ჩანაცვლებული – “მტერს”. ეს მოხდა 2009 წელს ჩემი ინფორმაციით. ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი, ქ-ნი ელისო ჩაფიძე ამ ფაქტს დამიდასტურებს.  საქმე იქით მიდის,რომ ისტორიიის სახელმძღვანელოებშიც მალე გაქრება ქართულ მხარესთან დაპირისპირებულ ისტორიულ მტერთა ვინაობა! გუშინ ხრესილი, დღეს უკვე დიდგორი!“, – წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

წყარო: digest.pia.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი