ჯოჯოხეთი დედამიწაზე – სენსაციური ტბა

0
125

ამ ადგილის დანახვაზე ძარღვებში სისხლი იყინება.ნატრონის ტბა ჩრდილოეთ ტანზანიაში მდებარეობს. ეს აფრიკული წყალსატევი გამდიდრებულია ბუნებრივი მინერალებით, რაც მის ასეთ იდუმალებას განაპირობებს.

ერთი შეხედვით ტბა ჩვეულებრივად გამოიყურება.

ტბის სიღრმე 3 მეტრია. მისი განსაკუთრეულობა ის არის, რომ ნატრონის წყლის ტემპერატურა უმეტესად 60 გრადუსამდე აღწევს.

წყლის სწრაფი აორთქლების შედეგად, რასაც მასში შემავალი მიკროორგანიზმების  გააქტიურება იწვევს, ტბა წითელ და ვარდისფერ შეფერილობას იღებს. ამ „ჯოჯოხეთურ’’ გარემოსთან შეგუებას მხოლოდ რამდენიმე ორგანიზმი თუ შეძლებს. ამიტომაც ნატრონის ფაუნა საკმაოდ მწირია. გარდა იმისა, რომ ტბა შემზარავად გამოიყურება, ის ფლობს საშინელ საიდუმლოს. ნატრონი მრავალი ცხოველის უკანასკნელი თავშესაფარია. სისხლიან ტბაზე ვიზიტის შემდეგ ისინი გაქვავებულ ქანდაკებებად გარდაიქმნებიან.

საშიში ტბა ცნობილია იმითაც, რომ სწორედ აქ მოფრინავენ ფლამინგოები დასაქორწინებლად.

ეს შეკრება, რა თქმა უნდა, საკმაოდ სახიფათოა ვარდისფერფრთიანი ფრინველებისთვის – ისინი ბუდეებს იშენებენ მარილის კუნძულზე, რომელიც საშიში, მომაკვდინებელი წყლით არის გარშემორტყმული. 

თუკი ცხოველი შემთხვევით მოხვდება ტბაში, მაშინვე იღუპება – იფარება წიაღისეული ნივთიერებებით  და ქვის გამოსახულებად გარდაიქმნება.

წყარო: qartuliazri.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი