10 მიზეზი რატომ ვერ მიიღო სამყარომ უფალი და ჯვარს აცვა იგი – 10 ანალოგიური მსგავსება ჩვენსა და მათ შორის -დიაკონი თეიმურაზ ქორიძე

0
248

10 მიზეზი რატომ ვერ მიიღო სამყარომ უფალი და ჯვარს აცვა იგი

  • არასოდეს მიიჩნევდნენ თავს დამნაშავედ და ყველა უბედურების მიზეზად ,ყოველთვის სხვა გამოყავდათ.
  • ელოდნენ ადამიანს ,ვინც მათ განათავისუფლებდა რომაელთა ტყვეობისაგან.
  • თვლიდნენ,რომ მთელი სამყარო, მათი სიწმინდით განიზომებოდა.
  • მიიჩნევდნენ , რომ იყვნენ ყველაზე კარგები და ღმერთს ყველაზე მეტად სწორედ ისინი უყვარდა და სხვა არავინ, მათ გარდა.
  • ვერ ელეოდნენ ,დიდებას,პატივს, თანამდებობას.
  • არასწორად ესმოდათ სჯული და მხოლოდ მისი გარეგნული მსახურებით შემოიფარგლებოდნენ.
  • იხიბლებოდნენ სასწაულით და ეძებდნენ მას.
  • იყვნენ პირმოთნენი,განსაკუთრებით, თუ მათ თანამდებობას საფრთხე ემუქრებოდა.
  • იყვნენ ამპარტავანნი და დაბალი ფენის ხალხს ზემოდან უყურებდნენ – მორწმუნენი კი ცოდვილთ სამუდამოდ რიყავდნენ.
  • არ იღებდნენ მხილებას

 

10 ანალოგიური მსგავსება ჩვენსა და მათ შორის 

1)ჩვენც ! გამუდმებით ველოდებით ადამიანს,ვინც მიწიერ კეთილდღეობას მოგვიტანს და თავად არაფერს ვაკეთებთ ჩვენივე კეთილდღეობისათვის.

2)ჩვენც! გამუდმებით სხვისკენ ვიშვერთ ხელს და მუდამ ყველაფერში სხვა არის დამნაშავე,ჩვენი გარყვნილების მიზეზად მუდამ სხვას წარმოვაჩენთ.

3)ჩვენც! ვთვლით,რომ ვართ ერთადერთი წმინდა ქვეყანა ,რომლის სიწმინდითაც განიზომება  სარწმუნოება!

4)ჩვენც! ვთვლით რომ მთელ სამყაროში,ჩვენ ვართ საუკეთესონი და უფალმა მხოლოდ ჩვენ გამოგვარჩია.

5) ჩვენც!  ვერ ველევით დიდებას,პატივს ,თანამდებობას და შეიძლება ამის გამო ,შევჭამოთ კიდეც ერთმანეთი.

6)ჩვენც! ხშირად ,ყურმოკრული სჯულისმცოდნენი ვართ და ჩვენი უფალთან დამოკიდებულება,მხოლოდ გარეგნული წესების აღსრულებით შემოიფარგლება!

7)ჩვენც! გამუდმებით ვეძებთ სასწაულს და ვაკერპებთ მას.

8) ჩვენს!  თანამდებობას ან დიდებას, თუ სჭირდება, არ ვიზარებთ სხვათა მიმართ ხოტბას,ქებას, დიდებასა და ლაქუცს,რათა კარგად ვიყოთ!

9) ჩვენც! ვართ ამპარტავანნი, ზემოდან ვუყურებთ ჩვენზე დაბალი საზოგადო ფენის წარმომადგენელს, ცოდვილს კი საბოლოოდ ვკრავთ ხელს.

10) ჩვენც! საშინლად ვერ ვიტანთ მხილებას და თუ ვინმემ გვამხილა,იმ წამიდანვე ვიწყებთ მის ჯიჯგნასა და კორტნას.

მსურს გამოვფხიზლდეთ! თავი ავწიოთ იმ სულიერების ბალიშიდან,რომელზეც დიდი ხანია გვძინავს . რათა ყოველდღე არ ვაცვათ მაცხოვარი ჯვარს – არამედ ,ჩვენი ვაჟკაცობა და თავდადება ,ღმერთისა და ადამიანის უანგარო სიყვარულში გამოვხატოთ!

წყარო: teimurazsite.wordpress.com

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი